რეზი ჭითანავა - ყავის წვეთის სიმღერა
რეზი ჭითანავა - ყავის წვეთის სიმღერა

ოცნებამ ადგილი დაუთმო სიზმარს

სიზმარი წამში აუხდა ცხადად

ეს სიბრიყვეა ფიქრობს და თავად

თავის სიტყვების დაკარგა რწმენა.

რწმენა იმისა რაც იყო

არა

აქ არ ყოფილა

აქ უცებ გაჩნდა

გაჩნდა და მანვე თან წამოიღო

ტკივილი,სევდა,შიში და კრძალვა.

-„არა!

მე ამის უკვე არ მჯერა

სიზმარს არ ძალუძს ახდენა ცხადად

მისი შეძლება რომ მოიტანოს

ვაება,შური,ბოღმა და ტანჯვა,

დარდი იმაზე რაც ცხადში ხდება,

რაც გტკენს, გტკივა და ყოველთვის გწამლავს.“

ის დგება ნელა,მიდის დახლთან

და იღებს ერთ შეკვრა,სულ მცირე ყავას

შუშის ჭიქისთვის,რომ მოიხარშოს

თავისთვის ტკბილი,ან მწარე

ყავა.

იმ ყავის სუნით გაჟღენთილ ჭიქას

უჭირს სიშორე თავისი წვეთის,

რადგან მწარეა ცივი და მძიმე

განშორება და დაკარგვა იმის

რაც შენია და ნაწილია

შენი სხეულის წრფელი,ნამდვილი.

და ბოლოს გვრჩება იმედი იმის

რომ ბოლო წვეთიც იქნება…

ჭიქის.