„ორჯერ წასაკითხი ლექსი,რომელიც სხვისგან მივითვისე“
ეს შაბლონური დაწყება ლექსის
გაცვეთილია…დაწერილია…
შენამდე ბევრმა პოეტმა სცადა
ექმნა,შეექმნა რაღაც ახალი.
მათ მოახერხეს და შექმნეს ლექსის
ახალი სტილი,წრფელი,ნამდვილი.
შენ რატომ აძლევ თავს ამის ნებას
იპლაგიატო მათი სიტყვებით
გადაიბირო მათი აზრები
და მას უწოდო შენი…
ნარწყევი
გადმოტანილი ქაღალდზე
და მისგან შექმნილი ხელოვნება
იწოდებოდეს შენად
და მას უწოდო საკუთარი.
დაისაკუთრო და ესაუბრო შენს ქმნილებას
სული შთაბერო.
მოეფერო,მოეალერსო
და ეს იქნება
შენი ლექსი
გადმოტანილი ფურცელზე,
შენ კი იქნები
მისი ავტორი
მითვისებული აზრებით,
რომელიც ამაყად გაივლის ქუჩაში
და იტყვის,რომ
ეს ლექსი მან დაწერა,
თავისია და ვერავინ წაართმევს.