რეზი ჭითანავა - F5
რეზი ჭითანავა - F5

მე არ ვწერ ლექსებს,ლექსიც ვეღარ მწერს

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს არ ახლავს,

ლექსს ვერ ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გამიტანს და ცოცხლად დამმარხავს

 

კალამი გაშრა,ჩანს სიცარიელე

ძნელია ტიციანის შემდეგ გააგრძელო წერა,

იმაზე დიდი ტრაგედია რაა „პოეტო“

რომ ვეღარ გაიგო,ლექსის გულისძგერა.

 

უეცრად მესმის,სადღაც შორიდან,როკვა ზარების,

რომ დადგა ნანატრი 12 საათი,

გახდა ნანატრი 12 საათი

დადგა და გახდა

დადგა და გახდა

დადგა და გახდა

და მას გადახდა

კიდევ ერთი,ახალი

თავგადასავალი.

 

ტყემ სიჩუმე დაარღვია,

გველებმა სიმღერა დაიწყეს

ცხოველები თავიანთი ბუნაგებიდან გამოვიდნენ

და ნახეს,რომ

იწყებოდა,

ისევ იწყებოდა

„მზე ამოდიოდა,

მთვარე ჩადიოდა,

მამალი ყიოდა,

ვიღაცა ტიროდა,

ვიღაცა ჩიოდა,

ვიღაცას შიოდა,

ვიღაცას ციოდა,

და

დრო

გადიოდა.“