რეზი ჭითანავა - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა
რეზი ჭითანავა - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

                                                                                           „ადამიანო,შენი სახელი სახედარია!“

                                                                                                                                             კნუტ ჰამსუნი

-ბატონო მინისტრო,ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით ძლიერი აფეთქების შედეგად,შახტაში,დაიღუპა ექვსი ადამიანი,მძიმედ დაშავდა სამი. ძალიან სამწუხარო ამბავია, აუცილებლად რაიმე სახის დახმარება უნდა გავუწიოთ დაღუპულთა ოჯახებს,გარკვეული სახის კომპენსაციას გავცემთ ალბათ,ასევე, დიდი ალბათობით თავადაც ჩადგებით საქმის კურსში,თავად კი ვეცდები მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია, ამ სადღესასწაულოდ მაინც…ძალიან რთულია, დილით მიდიხარ,ფაქტობრივად ყოველ დღე რისკავ საკუთარ სიცოცხლეს იმის გამო,რომ ოჯახში პურის საჭმელი ფული შეიტანო და წამში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და სახლში ვეღარ დაბრუნდე,ვეღარ ჩაეხუტო ცოლს,შვილს,ვეღარ შეიგრძნო მათი სუნთქვა…ეჰ…სტატისტიკური მონაცემების თანახმად სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.აუცილებლად რაიმე ზომებია მისაღები,ან არც,როგორც  გადაწყვეტთ,თუმცა მაინც ალბათ დამეთანხმებით…

(აწყვეტინებს)

-ვუთანაგრძნობ.

 

                                                                                                                                     რეზი ჭითანავა