რეზი ჭითანავა - ბოლო აკორდი
რეზი ჭითანავა - ბოლო აკორდი

ბოლო აკორდი

გიტარა ხელში

სიმღერა მთებში

სურვილი ტყეში:

ისევ აგვიხდეს

კარგი სიზმარი…

უბრალო დამთხვევა

ალი,კოცონი,

პირველი კოცნა

თბილი ამბორი

სველი ჰაერი

ცით მონაბერი

ისევ სიმღერა

ვნების ჭაობი

ვარსკვალების წინ

სიშიშვლე ორის.

შემდეგ დუმილი

სიჩუმე მხოლოდ

უეცრად ერთი

გამოდის გოგო,

შემდეგ კი ამბობს:

-მე ის მოვკალი

დავუტრიალე ბედის ბორბალი.

„მეგობრებს“ უკვირთ

მომხდარი მხოლოდ

აღარც ცდილობენ

გარკვნენ

ბოლოს რა მოხდა?

სიკვდილი ასე

ჩუმად და სწრაფად

რატომ მოვიდა.

მათ სუნი ეცათ

სიკვდილის სუნი

გრძნობენ მათი დროც

მალე დადგება.

ერთადერთი გზა

თავის დაღწევის

ისევდაისევ

არის დარჩენა.

 

 

მარკესს,რომელიც ვერასოდეს წაიკითხავს ამ ლექსს

მელკიადესის პერგამენტებმა

შექმნეს მაკონდო

არ გადარჩებაო არავინ

დაწერა თავად.

არ დაუჯერა ბუენდიამ

ჩაილაპარაკა:

-ბუენდიების გვარი სამარადჟამოდ იარსებებს.

მაგრამ არ იცოდა

სადაც ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობს

სადაც მარტოობა მეფობს 100 წელი

სადაც ბედნიერებას ჯერაც არ შეუღწევია

იქ სულ ოდნავი სიოც კი წააქცევს

საძირკველ მოშლილ სახლს…