პულიცერის პრემიის ლაურეატები 2000-2009 [ნაწილი 1]
პულიცერის პრემიის ლაურეატები 2000-2009 [ნაწილი 1]

პულიცერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ამერიკულ და არამარტო ამერიკულ სამყაროში. პრემია 1917 წლიდან სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. ყოველწლიურად სპეციალური ჟიური, რომელიც მწერლებისგან, მთარგმნელებისგან და ლიტერატურის კრიტიკოსებისგან შედგება ასახელებენ წლის საუკეთესო წიგნს ამერიკელი ავტორისგან. პრემია 1918 წლიდან გაიცემა და ამ პრემიის მფლობელები არიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან:  ედით უორტონი, მარგარეტ მიჩელი, ჯონ სტაინბეკი, ჰარპერ ლი, ერნესტ ჰემინგუეი, სოლ ბელოუ, ტონი მორისონი და მაიკლ კანინგემი.

გთავაზობთ 21-ე საუკუნის პულიცერის პრემიის ლაურეატ ავტორებს და მათ წიგნებს.

 

ტკივილის თარჯიმანი – ჯუმპა ლაჰირი

2000

წარმოშობით ინდოელ-ამერიკელი ავტორი ჯუმპა ლაჰირი 2000 წელს დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით თავისი სადებიუტო მოთხრობების კრებულით „ტკივილის თარჯიმანი. კრებული ცხრა მოთხრობისგან შედგება და ყვება ინდოელების ამბავს, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

2000 წლიდან ვიდრე დღემდე წიგნის 15 მილიონი ეგზეპლარია გაყიდული.

 

კავალიერის და კლეის საოცარი თაგვადასავალი – მაიკლ ჩაბონი

2001

ებრაული წარმოშობის ამერიკელი ავტორის, მაიკლ ჩაბონის მაგნუმ ოპუსმა „კავალერის და კლეის საოცარმა თავგადასავალმა“ 2001 წელს აიღო პულიცერის პრემია, ჩაბონის წიგნი გვიყვება ებრაელი ბიძაშვილების, სემის და ჯოს ისტორიას მეორე მსოფლიო ომის ფონზე.

წიგნის მიხედვით იგეგმება ფილმის გადაღება, რომლის რეჟისორიც სტივენ დოლდრი იქნება.

 

Empire Falls – რიჩარდ რუსო

2003

რიჩარდ რუსოს 2001 წელს დაწერილი რომანი გვიყვება ამბავს გამოგონილ ქალაქზე Empire Falls-ზე და მის მაცხოვრებლებზე. რომანის პროტაგონისტად გვევლინება რობი, რომელიც ცოლს არის დაშორებული და მარტო ზრდის თინეიჯერ გოგონას.

რომანის მიხედვით HBO-მ გადაიღო მინისერიალი, რომელიც ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.

 

საშუალო სქესი – ჯეფრი იუჯინდისი

2004

ამერიკელი ავტორი ჯეფრი იუჯინდისი პულიცერის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატია. მისი რომანის, „თვითმკვლელი ქალწულების“ მიხედვით გადაღებულია ცნობილი ფილმი სოფია კოპოლას რეჟისორობით, ხოლო „საშუალო სქესი“ გვიყვება მოზარდი კალის ისტორიას, რომელიც ინტერსექსუალია, გამოეყოფა ოჯახს და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას სან-ფრანცისკოში.

 

ნაცნობი სამყარო – ედვარდ პ. ჯონსი

2005

„ნაცნობი სამყარო“ 2003 წელს დაწერილი რომანია, რომელიც გვიყვება ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთულ ამბებს 1800 წლიდან სამოქალაქო ომამდე. ნაწარმოებში დიდი ადგილი ეთმობა მდიდარ პლანტატორებს და მათ მონებს, ფერადკანიანი ადამიანების უფლებებს.

 

რომანი პულიცერის პრემიის გარდა სხვა პრემიის მფლობელია, მათ შორის National Book Critics Circle Awards.

Gilead – მერილინ რობინსონი

2006

მერილინ რობინსონის რომანი Gilead 2004 წელს დაიწერა და მოქმედება აივოვას შტატში ვითარდება და ამბავი გადმოცემულია ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მემუარების სახით. მთავარმა პერსონაჟმა იცის, რომ მალე გარდაიცვლება და იწყებს მემუარების წერა, სადაც ის ყვება თავისი მამის და ბაბუის ამბებს თავისი 7 წლის ბიჭუნასთვის.

 

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მერილინ რობინსონის რომანი მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია.

მარჩი – ჯერალდინ ბრუკსი

2007

პულიცერის პრემიის კიდევ ერთი მფლობელი ავტორის ჯერალდინ ბრუკსისთვის ძალიან დიდი ინსპირაცია აღმოჩნდა ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალბატონები“. სწორედ ამ კლასიკური რომანის ალტერნატიულ ისტორიას ყვება თანამედროვე ავტორი თავის რომანში. ბრუკსმა თავის რომანში მისტერ მარჩი გააცოცხლა და დაწერა მისი ისტორია სამოქალაქო ომის დროს.

ჯერალდინ ბრუკსმა თავის რომანში კლასიკოსი ავტორის, ლუიზა მეი ოლკოტის წერის სტილიც დაიცვა.

 

გზა – კორმაკ მაკარტი

2008

კორმაკ მაკარტის 2006 წელს დაწერილი რომანი გვიყვება მამისა და შვილის ისტორიას პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში, რომანში აღწერილია, როგორც ცდილობს მამამ გადაარჩინოს თავისი ვაჟი და აჩვენოს განადგურებულ სამყაროში ბედნიერება, სიყვარული, სამართლიანობა, მეგობრობა.

 

რომანის მიხედვით 2009 წელს ფილმიც გადაიღეს.

ოსკარ უაოს მოკლე და საოცარი ცხოვრება – ხუნოტ დიასი

2009

დომენიკური წარმოშობის ამერიკელი ავტორი ხუნოტ დიასი თავის რომანში „ოსკარ უაოს მოკლე და საოცარი ცხოვრება“ გვიყვება ოსკარ დე ლეონის, დომენიკელი ნერდი ბიჭის ამბავს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და უყვარს მეცნიერება და სამეცნიერო ლიტერატურა, ხოლო მეორეს მხრივ, ავტორი აღწერს დომენიკელ ოჯახს, რომლებსაც ძალიან დიდი ტრაგედია აქვთ გამოვლილი დიქტატორის მმართველობის დროს.

რომანი შეიცავს მაგიური რეალიზმის ელემენტებსაც და ის 2009 წელს გახდა პულიცერის პრემიის ლაურეატი.