ნიკა ჩხენკელი - თაროში დაბრუნება
ნიკა ჩხენკელი - თაროში დაბრუნება

გამარჯობა, ჩემო მკითხველებო. საბედნიეროდ, დავბრუნდი! ვინც არ იცით, წინა სეზონში ვბლოგერობდი. დაწერილი უამრავი ბლოგი მქონდა, კერძოდ კი პატრიოტულ და ზოგადსაკაცობრიო თემებზე. დამარცხების შემდეგ ვიფიქრე, რომ თაროელი, ფენომენალური საზოგადოების წევრი ვერასდროს გავხვდები. ჩემი წაგება ძალიან გამიკვირდა. ოდნავ განცდებში ვიყავი, მაგრამ ბოლოს ფეხებზე დავიკიდე. არ დავნებდი! ყველა, ვინც სირთულეს განიცდის, შემდეგ ძლიერ პიროვნებად ყალიბდება. თქვენი ოცნებები არ დათმოთ! თუ ჩემი დაბრუნება გაგიხარდათ, მადლობა მე კი არა, პროფესიონალიზმს უნდა გადაუხადოთ. ჩვენ მაინცდამაინც მაშინ ვნებდებით, როცა მიზანთან და შედეგთან ძალიან ახლოს ვართ. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე მოზარდის წაგებაც გამიკვირდა, თუმცა ვფიქრობ, წიგნების თაროს შემოქმედებითმა გუნდმა საბოლოო ექვსეული მაინც ობიექტურად აირჩია. ეგ კონკურსი, რა თქმა უნდა, არავის ბედს წყვეტს. მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხელშია. საკუთარი თავის გვჯეროდეს! არ გამოგვივა? ისევ ვცადოთ! გვახსოვდეს: დიდმა ადამიანებმა ცხოვრება მარცხით დაიწყეს და მწვერვალებს დაუღალავი შრომით მიაღწიეს! თუ გვინდა წარმატებულნი ვიყოთ და ის ვაკეთოთ, რაც გვსურს, მე გთხოვთ, რომ საკუთარი თავის ინვესტორები ვიყოთ. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების გზაზე იმედგაცრუების სახით ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება, დავიმახსოვროთ: ჩვენ მაინც საკუთარი თავის ძალა ვიწამოთ. თუ ეს რამდენად რთულია, მნიშვნელობა არ აქვს! ჩვენ ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი – ქვეყნისთვის. გარკვეული უსამართლობის გრძნობა მეც მქონდა და ერთ მომენტში ყველაფრის მიმართ პროტესტი გამიჩნდა (შეიძლება ეგ დეპრესიას ნიშნავდა), როცა მეგონა ნაკადში საუკეთესო ბლოგი მქონდა, სხვა იმარჯვებდა. თუმცა მოგვიანებით ვხვდებოდი რატომ სხვა და არა ჩემი, ამიტომ უსამართლობას ადგილი არ ჰქონდა. რასაც მე ვაკეთებდი, მეგონა, რომ გამარჯვებად ღირდა, მაგრამ შეიძლება კიდევ დამუშავება სჭირდებოდა. ანუ ჩემს თავთან უფრო მართალი უნდა ვყოფილიყავი. მთავარი ეგაა, რომ უაზრო მიზნები არ გვქონდეს და სიტუაცია სწორად შევაფასოთ. მე არ ვიცი ვის რა ოცნება გაქვთ, მაგრამ რომ იცოდეთ, თქვენი ოცნება შესაძლოა რეალობად იქცეს. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ეს ძნელია და ცხოვრების შეცვლა მარტივი არაა. სანამ ჩვენს ოცნებამდე მივაღწევთ, იმედგაცრუების გემოს ბევრჯერ გავიგებთ. ბევრი მარცხი იქნება… ბევრი ტკივილი… მომენტები იქნება, როცა ჩვენს თავში ეჭვი შეგვეპარება და ვიტყვით: „ეს მე რატომ დამემართა?“. აუცილებელი არაა, რომ იმედი ეგეთი ფართომასშტაბიანი იყოს. პესიმისტები მცირე იმედით ბევრს აღწევენ. უბრალოდ არაფერს ელიან. შრომობენ, მაგრამ არ ელიან. რაც უფრო ნაკლებს ელი, მით უფრო იმედი ნაკლებად გიცრუვდება. იმედი კი არა, დარწმუნებული უნდა იყო. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, ყველაფერს რასაც ვაკეთებდი, ძალიან მაგარი იყო. ერთხელ, ხისგან ხმალი გავაკეთე და შედევრი მეგონა. ყველას ვაჩვენებდი ხოლმე აჰაჰაჰაჰა მერე კიდევ რომ გავიზარდე, ეგ ხმალი საერთოდ დამავიწყდა. შარშან ვიპოვე და რაღაც მაგარი შეუხედავი იყო. და მეთქი შევაკეთებ და წესიერი ფორმა მივეცი. სიდიადე შესანიშნავი, ილუზიური და ღვთაებრივი რამ კი არაა, რომლის გემოც მხოლოდ რჩეულ ადამიანებს გაუსინჯავთ, არამედ ის არსებობს და თითოეულ ჩვენგანში დევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირწმუნო – შენ ის ერთადერთი ხარ, რომელიც შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ყველანაირი დამარცხება უნდა გამოვრიცხოთ, თუ გვინდა მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. არ დავნებდეთ და თავი არაფერს დავუხაროთ! ის ადამიანები, რომლებიც ოცნებისკენ მიილტვიან, სხვაგვარად ფიქრობენ. ხოლო როცა „ის ადამიანები“ გავხდებით, საკუთარი თავის სხვებისგან განცალკევებას ვიწყებთ. უნიკალურის შეგრძნებას ვიწყებთ… მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ, არა სხვების ყურებაში, არამედ შინაგან „მე“-სთან საუბარში. დავფიქრდეთ, საკუთარ თავს ვკითხოთ: „რამ დამაბნია? რატომ მეშინია? მე ხომ ძლიერი ვარ?!“. ბავშვები სიარულს დაცემით იწყებენ! ჩავთვალოთ, „გამოცდებით“ ახალ გზაზე სიარულს დავიწყებთ! აუცილებელია გვერდით ისეთი ხალხი გვყავდეს, ვისაც შია! ანუ ვისაც უფრო და უფრო მეტი სწადია, არსებულს არ სჯერდება და უკეთესისთვის იბრძვის! ჰოდა, რაც არ უნდა მოხდეს, მიზნისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. უბრალოდ ადამიანის გარშემო გარემო ხშირად იცვლება. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. 16 წლის ვარ და სიტუაცია ჩემ გარშემო იმდენჯერ შეცვლილა და ისეთი მკვეთრი ფერები მიუღია… მაგრამ შეგუება და მყარად დგომა საჭიროა. მჯერა, რომ ჩვენი ოცნებებისთვის ვიბრძოლებთ! მჯერა, რომ ჩვენი მიზნისთვის თავს არ დავიზოგავთ! წესები და კანონები როგორც არ უნდა შეიცვალოს, მიზანი არასდროს იცვლება. სურვილები სახეს არ იცვლიან. უბრალოდ გზა იცვლება, რომელზეც მივდივართ. შიში დავამარცხოთ და უარყოფითს შევებრძოლოთ! საკუთარ თავს ვუთხრათ: „მე ამას შევძლებ!“. ეგრე თამამად ნუ ვართ! დავიწყებული ბევრი გვექნება და როცა გულის სიღრმეში მივხვდებით, გვეწყინება. ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი შეგვეპარება. მთავარია გრძნობებს არ ავყვეთ, ემოციების მართვა ვიცოდეთ და გავმაგრდეთ! საქმეს დაღლილი გონებით არ უნდა შევუდგეთ! შევეცადოთ, რომ ჩარჩოები გავხსნათ, რათა შესაძლებლობა იქ დავინახოთ, სადაც სხვა სიბნელეს ხედავს ან ჩვენთვითონვე სიბნელეს ვხედავთ. თუ როგორ გავიმარჯვებთ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გამარჯვებულს არ ასამართლებენ! თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულია და მე მჯერა, რომ რაღაც დაბრკოლებების მიუხედავად, ცხოვრებას არ დავუჩოქებთ! როცა ლეონარდო და ვინჩის დროს ქანდაკებების კონკურსი იყო, მან ავტოქანდაკება გააკეთა და დაუწუნეს, არ მოეწონათ, 0 დაუწერეს. დამარცხების შემდეგ ქანდაკებას ხელი ჩამოაჭრა და 3 წლის შემდეგ იმავე კონკურსზე ქანდაკება კი არა, ის ჩამოჭრილი ხელი მიიტანა და თქვა, რომ ასეთი ქმნილება მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამის დაუფასებლობა დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ჟიურის საკუთარი შეცდომა, სამწუხაროდ, მოგვიანებით გაუაზრებია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ აღმოვჩნდებით. ასევე როცა ჩაპლინის კონკურსი იყო, ანუ ჩაპლინის როლს ვინ უფრო კარგად შეასრულებდა, თავად ჩაპლინიც მონაწილეობდა და სამეულშიც ვერ მოხვდა. საკუთარ კონკურსში წააგო აჰაჰაჰჰაჰა სხვათა შორის, ჩარლზ ჩაპლინი ჩემი საყვარელი მსახიობია. წიგნების თარომ გზა გამიხსნა: უკეთესი გემოვნება, უკეთესი აზროვნება, უკეთესი სამეგობრო წრე ჩამომიყალიბდა. მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღე და ეს ყველაფერი უკვე სხვაგანაც უნდა გამოვიყენო და გავავრცელო.

ნიკა ჩხენკელი, 16 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი