ნიკა ჩხენკელი - ქართველი მებრძოლის დღიური
ნიკა ჩხენკელი - ქართველი მებრძოლის დღიური

 

ქართველი მებრძოლის დაბადება

ოჯახი ის “ორგანიზაცია”, “ჯგუფია”, რომელშიც ადამიანი დაბადებისთანავე წევრიანდება და მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ოჯახი სულიერების, აზროვნების, შეხედულებების ინსტიტუტია; რადგან ყოველივე ეს ადამიანს ოჯახში უყალიბდება. ჩვენ ბევრი ქართველი კლასიკოსი ვიცით, რომელსაც ყოველივე მისთვის დამახასიათებელი (რა თქმა უნდა, დადებითი ნიშნები) ოჯახის წევრებმა ჩაუნერგეს.
ჩვენი ოჯახების სიწმინდე და ღირსება დავიცვათ!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

ქართველი მებრძოლის დამოკიდებულება დედის მიმართ

ქართულ ენაში სიტყვა “დედა” თავსართია, რომელიც ყველაფერს დიდს, უპირატესს, პატივსაცემს დაერთვის… ქართველი თავის საგანძურს, სალაპარაკო ენასაც კი “დედაენას” უწოდებს; მთავარ ქალაქს – “დედაქალაქს” და ა.შ. წინაპართა აზროვნების მიხედვით, დედაზე დამოკიდებული არა მარტო შვილის, არამედ ქვეყნის მომავალიც იყო, რადგან ის მის სულიერებაზე დიდ გავლენას ახდენდა. დედას სასახელო შვილი უნდა გაეზარდა, სამშობლოსთვის მიეცა და ამით მშობელი მიწის წინაშე ვალი მოეხადა.
დედა მართლაც პატივსაცემი ადამიანია, დედას პატივი ყველა შვილმა უნდა მიაგოს, ამას უფლის მიერ დაწესებული მეხუთე მცნება ღაღადებს: “პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.”
დედის ღიმილზე უფრო თბილი და დედის ჩანჩქერად ჩამოშვებულ თმაზე უფრო კეთილსურნელოვანი რა უნდა იყოს?! იმ ქალზე უფრო საყვარელი, რომელსაც აკაკი უმღეროდა და გალაკტიონი აღმერთებდა რა უნდა იყოს?!
ცხოვრების მძიმე წუთებში დედის ღიმილი გვაიმედებდეს და მისი რამდენიმე სიტყვა: “მე მჯერა, რომ შენ შეძლებ…” სულიერ, ფიზიკურ ძალასა და საღ გონებას გვაძლევდეს!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

ქართველი მებრძოლის აზრი შემოდგომის შესახებ

ღმერთს მადლობა, შემოდგომა ჩემს ცხოვრებაში მრავალჯერ ვიხილე…
ყველაზე მეტად შემოდგომის ფერად დღეებს, ხეებს ვეტრფი, გარშემო ყველაფერს რომ აფერადებენ და ცეცხლის ალში ხვევენ… ოღონდ როგორ ცეცხლში იცით? მაყვლოვანი ბუჩქი რომ მოსეს წინ იწვოდა, აი, ისეთ ცეცხლში… წვავს, მაგრამ არ აზიანებს, არაფერს უშავებს. პირიქით… ჩემში ბუნებისადმი კეთილ ვნებას აღძრავენ… ხეების გამოსხივებანი და იერუსალიმის გზასავით ფერადი ფოთლებითა და ხმელი ტოტებით მოფენილი ბილიკები…
შემოდგომა, ქართულ მთას ცეცხლს რომ მისცემს… ღია ფერის მთები… შემოდგომის ნისლი…
ქართულ შემოდგომას გაუმარჯოს! შემოდგომის ცეცხლში გახვეულ მთებს…

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

ქართველი მებრძოლი ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდთა საყურადღებოდ ამბობს

ძალიან გთხოვთ, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ქართველი ერის გასალანძღად ან დასამცირებლად ნუ იყენებთ, რადგან ის კაცი ამ სიტყვებს სხვა გულით ამბობდა!
ის საქართველოს ინტერესებს იცავდა და ეს სტრიქონები სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა!
მათი იდეების წინააღმდეგ რამეს იტყვი და დაიწყებენ: “ჩვენისთანა ბედნიერი…”
მსგავსი შინაარსის სიტყვა უკვე მე-20-ჯერ მოვისმინე…
და ის გაითვალისწინეთ, რომ არა მარტო იმას ამბობდა, რასაც თქვენ ჭეშმარიტების დასამახინჯებლად იყენებთ!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

ქართველი მებრძოლი ადამიანთა ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე საუბრობს

ზოგადად, როცა ადამიანს რაიმე ნაკლი აქვს და სამწუხაროდ, ძალა არ შესწევს, მას დასძლიოს, ცდილობს, გამოსავალი სხვა რაღაცაში მონახოს. ცდილობს, თავისი “ლაქა” სხვასაც ისე შესცხოს, რომ უმცირესობაში მხოლოდ თავად არ იყოს. იგივე თემა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებია… ჩემი აზრით, სწორედ ისინი უნდა ცდილობდნენ, მსგავსი სენის ადამიანები მაქსიმალურად შეამცირონ, მშობლებს თავიანთი გამოცდილება უნდა გაუზიარონ, რომელთა შვილების ამ უბედურებიდან დაღწევა ჯერ კიდევ გვიანი არ არის… საბედნიეროდ, ასეთებიც არიან, მაგრამ ზოგადად ადამიანებს ხომ მოგვწონს, როცა ერთადერთნი არ ვართ, ვისაც რაიმე აწუხებს, ზოგადად ხომ ნაკლოვანებების გაზიარება და სხვათა მარწუხებში მოქცევა უფრო გვიყვარს, ვიდრე სწორ გზაზე სვლა… შემდეგი ფრაზებით: “მე თუ მტკივა, მას რატომ არ უნდა სტკიოდეს”; “მე თუ არ მაქვს, სხვას რატომ უნდა ჰქონდეს” და ა.შ. უფსკრულისკენ მივექანებით!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

ქართველი მებრძოლის თბილისის გიმნაზიის დამთავრების პერიოდი

აბა, ჩემო კლასელებო, თბილისის გიმნაზიის დამთავრებას გილოცავთ! ვიმედოვნებ, რომ საზოგადოებაში ჩვენი პატრიოტიზმით, რჯულის მორჩილებით…. ყოველთვის გამორჩეულები ვიქნებით. სამშობლოს დიდებისთვის ღმერთმა მრავალჟამიერ გვამსახუროს და შეძენილი ცოდნა გვამრავლებინოს! ყველაზე მეტად ჭეშმარიტ აზროვნებას გისურვებთ, რომელიც იმას არ გაიძულებთ, რომ რჯულის კანონსა და თქვენს აზროვნებას შორის თუნდაც მცირედი განხეთქილება მოახდინოთ.
მრწამს, საქართველო კვლავ გაბრწყინდება!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1918 წლის 26 მაისი

ჩვენი ქვეყნის მძიმე წარსულზე და დამოუკიდებლობის მიღებამდე მომხდარ უამრავ ტრაგედიაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველას ყველაფერი მოგეხსენებათ. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს დღე ჩვენთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია. ქართველმა ხალხმა გამარჯვების რწმენა არ დაკარგა! ყველა სფეროში უზომოდ განვითარებული ერი ვართ. საქართველო ჩვენს წინაშეა! საქართველო ჩვენშია! და საქართველო ჩვენს უკან მოდის! ქართველი ხალხი ბრძოლით არ დაღლილა! ეს არც იდეები და არც თეორიაა, რომლისთვის ჩვენ ვცხოვრობთ! არა! ჩვენ ქართველი ერისთვის ვცხოვრობთ და ვიბრძვით! რომ მისი არსებობა შევინარჩუნოთ! ეს თაობა… საქართველოს ბედ-იღბლის მატარებელი, საქართველოს მომავალი და საქართველოს იმედია. ჩვენს მტრებს საქართველო სურთ… მაგრამ პასუხი ერთადერთია: საქართველო იცოცხლებს! და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემო ქართველო ხალხო: დიდება გამარჯვებას!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1921 წლის 25 თებერვალი

1921 წელს ამ დღეს თბილისში უბრძოლველად საბჭოთა ოკუპაციური ძალები უბრძოლველად შეიჭრა. კოჯორსა და ტაბახმელაში გააფთრებული ბრძოლის შემდეგ თბილისის თავზე მოღალატე ორჯონიკიძემ და კოლაბორაციონისტმა ბოლშევიკებმა წითელი დროშა აღმართეს!
იმის მიუხედავად, რომ ბრძოლა წავაგეთ, ჩვენი გამარჯვება ფასდაუდებელია, რადგან ჩვენმა წინაპრებმა სათავე ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ წეს-წყობილებას დაუდეს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 3 წელიწადში ჩვენ კონსტიტუცია შევქმენით და ავამუშავეთ, ჩვენი სამშობლოს ერთიანობა რამდენჯერმე დავიცავით, საზოგადოების ეროვნული თვითშეგნებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ამაღლება შევძელით და დიდებული საქართველოსა და ამაღლებული ქართველი ერისკენ ერთსულოვნად მივდიოდით!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!
რესპუბლიკას გაუმარჯოს!

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1978 წლის 14 აპრილი

საკუთარ მისალმებაზე არც ერთ ერს იმხელა ზიანი არ მოუტანია, როგორც ეს ქართველებმა გავაკეთეთ. ხან აზიურ სალამს, ხანაც დასავლურ “ჰაის”, ხან კიდევ რუსულ “პრივეტს”, “ზდაროვას”… გავიძახით. გამარჯობა არაჩვეულებრივი სიტყვაა, გამარჯვებიდან მომდინარეობს და თუ გამარჯვება არა, ადამიანს უკეთესი რა უნდა უსურვო, “პრივეტ”?

ილიას გზა – “ენა, მამული, სარწმუნოება!!!”
1227 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის სიცოცხლის ფასად, ჩვენი სარწმუნოება დავიცავით და დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მოვიხსენიებით: ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ზედ თავისი “ბილწი საჯდომლის” დადგმა ბრძანა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს: “დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა”. ვინც ამას არ აღასრულებდა, “წარკუეთა თავთა” ელოდა.
ამ დღეს წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი ქართველი შეეწირა, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული ურჯულოებმა მდინარე მტკვარს გაატანეს. ამ დღიდან საქართველოს ასი ათასი მფარველი შეემატა, რომელთა ხსენება ყოველთვის “ქებით აღესრულების”.

1978 წლის 14 აპრილი იყო, როგორც სახელმწიფო ენის, ქართული ენის სტატუსის ჩამორთმევის მცდელობა: უმაღლესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომიტინგეების წინაშე ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა და 78-ე მუხლის შუალედური ვარიანტი შემოგვთავაზა, რაც იქ მდგომი ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ნათელი იყო, რომ ხალხი კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. როგორც ჩანს, ამან მოსკოვი დააფიქრა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს. ყველამ იცის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საბოლოო ვერდიქტს თბილისში ვერც შევარდნაძე და ვერც სხვა გამოიტანდა. მოსკოვმა დაინახა, რომ შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებდა, სისხლისღვრა კი მის ინტერესში არ შედიოდა და დათმობაზე წავიდა. ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 14 აპრილის აქციაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის არც ერთი წვეთი ერია… ბევრმა არ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკმაყოფილება სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გავბედეთ. ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში გაცნობიერებული ყველას კარგად გვქონდა: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…”

კარგად დავფიქრდეთ, იდენტობასთან ბრძოლის დროს, ქართველი ერი ვერც ჯალალედინმა და ვერც საბჭოთა კავშირმა დაჩოქა, ამიტომ საკუთარ თავს განაჩენს ნუ გამოვუტანთ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ნუ წავალთ.

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1981 წლის 13 მაისი

1981 წლის 13 მაისი ისტორიული მატჩი, რომელიც ყველა გულშემატკივარს აღაფრთოვანებს!!! ქართული სპორტის ისტორიიდან სისიამოვნო დასამახსოვრებელი ეპიზოდი: “ყიფიანის აკადემიური თავდაჯერებულობა”; “გუცაევის ემოციური აღნიშვნა”; “კაკილაშვილის მიერ მცველის ჩაკეტვა”; “ყიფიანის პასი… ვიტალი დარასელია… ერთი კაცი ჩამოიტოვა…. დააა.. გოოოოლლ” ყველას ყველაფერი ახსოვს და ლეგენდარული კოტე მახარაძის სიტყვებს კიდევ ერთხელ ვიხსენებ: “წარმომიდგენია თბილისში რა ხდება” ჩემი ქალაქის გუნდს ყოველ თამაშზე უდიდესი იმედებით ვგულშემატკივრობ, ყოველ თამაშზე ვყვირი და ჩვენი კლუბის ჰიმნს სულიერი სიღრმით ვუსმენ. ბიჭებო, სრულიად საქართველო თქვენთან ერთადაა! აბა, თქვენ იცით!

ფანურ ცხოვრებას მუდამ თან დაძაბულობა, საფრთხე, მუქარა, ჯარიმები, პატიმრობა სდევს… ამ ყველაფრის ფასად, ჩვენში არსებულ უზარმაზარი დოზის ადრენალინს, უფლებას ვაძლევთ, რომ ბოლომდე ამოხეთქოს. თანამოაზრეებს, მეგობრებს, ძმებს ვპოულობთ და ასე “ოჯახი” იქმნება, რომელიც არავის ემორჩილება და არავის ბრძანებებს ასრულებს. უძილობა, სასმელი, სიმღერა, იუმორი, ეს გასვლითი დღეების დამახასიათებელი ფაქტორებია. ამ დროს საფრთხეც მატულობთ, საფრთხესთან ერთად ადრენალინიც იზრდება. გასვლებზე განსაკუთრებულ საფრთხეს “პატარა ბიჭები” წარმოადგენენ, რადგან ამ “პატარა ბიჭებს” სურთ გმირები გახდნენ, სახელი მოიხვეჭონ და ტრიბუნაზე ღირსეულად იდგნენ. უცხო ქალაქი, უცხო გარემო, უცხო ხალხი, მცირე რაოდენობა, დიდი საფრთხე… და საკუთარი გუნდის სახელს მაინც ამაყად დაიღრიალებ! გუნდის, რომლის გამოც ცოცხლობ, შრომობ, იბრძვი, ბოლო კაპიკებს ხარჯავ…
ეს ჩვენი სამყაროა, ეს ჩვენი ცხოვრების სტილია. სიცოცხლე – მატჩიდან მატჩამდე.

გვჯერა, რომ ჩვენი ემოცია იმდენად სუფთა და გულწრფელია, წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. იმედს ბოლო წამამდე არ ვკარგავთ, ერთმანეთსა და ფეხბურთელებს ბოლო წამამდე ვამხნევებთ. ტრიბუნაზე დამარცხებულის განწყობით არც ერთი ფანი მიდის. იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია, რასაც ამ დროს განვიცდით. სამყარო ჩერდება, ყველაფერი აზრს კარგავს.. ამას მხოლოდ ის ფანები გაიგებენ, რომლებიც ტრიბუნებზე წვიმაში, თოვლსა თუ ქარში დგანან. საკუთარ ფერებს არ ღალატობენ და არაფრის ფასად თმობენ. ამას ტელევიზორთან, რადიოსთან ვერ იგრძნობ.. რეალობასთან ისევ ჩვენი გუნდი გვაბრუნებს. ეს კი უკვე ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თავს დიდი ოჯახის წევრებად ვთვლით. ოჯახი, რომელსაც თბილისის დინამო ჰქვია.

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1989 წლის 9 აპრილი (ეროვნული გამოღვიძების ეპოქა)

გზა დამოუკიდებლობისკენ, გზა თავისუფლებისკენ, რთული და ფათერაკებით აღსავსე გზაა. ამ ბრძოლას ბევრი ჩვენი თანამემამულე შეეწირა და დღესაც ეწირება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი ჰქვია.

1989 წელს ამ დღეს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული და ერთი სურვილით ანთებული ქართველი ერი ვიხილეთ. ღვთის საოცარი განგება, რომელმაც ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესი ღვაწლი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაუშვა.
70-წლიანი მონობის შემდეგ ქართველობა დემონსტრაციაზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა და იმპერია უიარაღოდ დაამარცხა. ეს ის მომენტია, როცა ეროვნული სიამაყე და იდეალიზმი იმპერიის ხომალდებს ამსხვრევს და თავისუფლების ხმის დამადუმებელ ტყვიებს ადნობს. ღმერთმა 9 აპრილის დაღუპულები იქ დაამკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! ხელისუფლება პატრიოტებს!
ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიოტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა, დაჭრილები იყვნენ, 2000-მდე მომიტინგე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს მისცა. 9 აპრილი საბჭოთა კავშირის სივრცეში უნიკალური, პოლიტიკური მოვლენა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის იმპერიას საფუძველი შეურყია, თბილისის ტრაგედიის შემდეგ, იგივე ბაქოსა და ვილნიუსში განმეორდა, რაც კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისად იქცა. 9 აპრილი ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება იყო, ტრაგედიის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის: “ისტორიაში დიდებული წამები დგება, როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი უფლის წინაშე წარსდგება.”

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1991 წლის 9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილიდან, ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი ერთდროულად ცრემლისა და სიხარულის დღეა, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.

9 აპრილი – ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა..

პატრიოტიზმი ბუნებრივ საწყისებს ეფუძნება და იმ რაციონალურ ბირთვს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია მთელი ერი გააერთიანოს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკერებს, მუშებს, გლეხებსა და სტუდენტებს საბჭოთა კავშირის ოკუპანტი ჯარის წინააღმდეგ ხელში იარაღი სწორედ ამაღლებულმა ეროვნულმა გრძნობამ ააღებინა!
პატრიოტიზმისა და ეროვნული გრძნობების ძალა ადამიანის ბუნებაში მდგომარეობს, საწყის ეტაპზე საჭიროა მხოლოდ მათი გაღვივება.

ცხოვრებაში ჩვენს ყოველდღიურ არსებობაში ღირებულებათა მთელი სისტემა არსებობს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად მივიღეთ, რომელიც მემკვიდრეობით, ტრადიციით, გენეტიკით, ბუნების კანონებით გვერგო.

ასეთებია: ენა, კულტურა, ეროვნება და რასა.

ეს მოცემულობები მივიღეთ, რომლებმაც მთელი ერისა და რასის ისტორია განსაზღვრეს, ვალდებულნი ვართ დავიცვათ და მომავალ თაობას გადავცეთ. ზოგისთვის ეს უბრალო ვალდებულება კი არა, მთელი სიცოცხლის მიზანია.

ყველა ერთად აღნიშნული, ან რომელიმე მათგანი შესაძლოა ვიღაცას არც კი აინტერესებდეს (ქართველს ეს ყველაფერი უინტერესო ღირებულებებად რატომ უნდა მოეჩვენოს?), მაშინ როცა სხვისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა ვიღაცას მეტისმეტად აუტანელ მძიმე ტვირთად ესახებოდეს, მაშინ როცა სხვისთვის ეს ტვირთი ტკბილია, შესაძლოა ვიღაცას ამ ღირებულებათა განადგურება მაშინ უნდოდეს, როცა სხვა ამის შენარჩუნებისთვის იბრძოდეს და ა.შ.

ერთმანეთის ჭამა-სმას ნუ მივეჩვევით! ჩვენი მომავალი საფრთხის ქვეშ ნუ იქნება! ჩვენ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს და ამ ჯაჭვს ვაგრძელებთ. ჯანსაღი ფიქრი გვჭირდება. ინდივიდუალურობის უფლებას ვერასდროს დავკარგავთ.

ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, ის, რაც ჩემთვის ღირებულია, ის, რაც ჩემი სიამაყე და ცხოვრების მიზანია, ის, რაც ბუნებისგან მერგო, უნდა დავიცვა, მისთვის უნდა ვიბრძოლო!

არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასია უნდა გათავისუფლდეს, რამეთუ კავკასია იბერიული რასის სამშობლოა, კავკასიელ ხალხს შეიძლება სხვადასხვა რელიგია ჰქონდეს, სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს, მაგრამ მათ ერი რასა, ერთი სისხლი აერთიანებთ, კავკასიელმა ძმებმა უნდა გაიგონ, რომ მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთში ვძიძგილაობთ, ჩვენი მოსისხლე მტრები შორიდან გვიყურებენ, საკუთარ თავს როგორ ვჭამთ და ხარხარებენ, მაგრამ მე იმედი მაქვს, დრო მოვა, როცა კავკასიური ხალხები გაერთიანდებიან და ჩვენი მოსისხლე მტრები, რომლებიც ჩვენი სისხლით იკვებებიან, ყველა ამ დანაშაულისთვის პასუხს აგებენ, რაც კავკასიელი ხალხის წინაშე ოდესმე ჩაუდენიათ.

ჩვენი სისხლი სად არ დაღვრილა?! ყველა ომში პირველები ვიყავით. ჩვენ სიყვარული და ერთად ყოფნა გვჭირდება. სიძულვილმა ყველაფერი მოსპო და გაანადგურა, ერმა ძალები ისევ უნდა აღიდგინოს და გადარჩენის გზა მონახოს. ეს გზა კი ჩვენშია და თუ მოვინდომებთ, დიდი შემართებით, ძალისხმევით დავძლევთ და დავიბრუნებთ, რაც ჩვენი იყო. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო დიდი სიყვარულით, ერთმთლიანობით აღდგება. ქართველებო, მთავარია ჩვენ სულიერად არ დავეცეთ. დიდი რწმენა, ლოცვა და შემართება ზუსტად ახლა გვმართებს. ჩვენს სამშობლოს თითოეული ჩვენთაგანი გასაძლიერებლად და გადასარჩენად ვჭირდებით.

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1991 წლის 26 დეკემბერი (საბჭოთა კავშირის დაშლა)

ერი ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობაა, რომელიც ხალხის საერთო წარმომავლობას, ენას, კულტურას, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისტორიულ მეხსიერებასა და ეთნოფსიქოლოგიას, საერთო ეროვნულ თვითშეგნებასა და ცნობიერებას ეფუძნება.

თითოეული ერი ღრმად თავისებური და ინდივიდუალურია. ერის გენეტიკა, ისტორია, გარემო და ისტორიული პირობები ამა თუ იმ ხალხთა ერთობის თავისებურებასა და ცნობიერებას განსაზღვრავენ.

დღესავით ნათელია, რომ მტერი დიდი ხანია საქართველოში არაბუნებრივ და თავმოხვეულ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს მთელი გულმოდგინებითა და ძალისხმევით ნერგავს. ყოველივე, რაც ადამიანისთვის არაბუნებრივი და შეუთავსებელია და შესაბამისად, ადამიანთა ერთობისთვის უკუქმედებას იწვევს და კონკრეტული ინდივიდი თუ ნაცია სავალალო შედეგებამდე მიჰყავს. დღევანდელ რეალობაში გადაგვარებისა და გადაჯიშების გზაზე მდგარ ქართველებს არსებულ რეალობაზე უარესი პერსპექტივა მხოლოდ სრული ფიზიკური მოსპობის შემთხვევაში ემუქრებათ.

საბჭოთა იმპერიისგან გამოყოფის მიუხედავად, საქართველო იმპერიული აზროვნების, მონური ფსიქოლოგიის საზღვრებში რჩება. ჩვენი ეროვნული “მე” და ეროვნულ ერთობაში ჩამოყალიბებული საერთო ეროვნული ნება მხოლოდ არარსებულ პათეტიკად რჩება. საერთო ეროვნულ ნებას საერთო იდეოლოგია სჭირდება. იდეოლოგია ერის დასარაზმად და საერთო ორიენტირებით მომავლის გზის განსასაზღვრად, რაც გვაკლია. ჩვენი უპრინციპობა და ერთსულოვნების არქონა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვენს ყოველდღიურობაში ვლინდება, რაშიც ვხედავთ, რომ ქართველთა სულიერი ერთობა და საერთო ქართული ეროვნული მზაობა ქართული მიზნითა და იდეით ფაქტობრივად არ არსებობს.

საბჭოთა სინამდვილეში გაცოცხლებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ვერ ამაღლდა. ეროვნული მოძრაობა დაიშალა, გათითოკაცდა, საქართველოში არსებულ უფორმობასა და ქაოსში, სტრესსა და დაძაბულობაში, იმპერიათა ნასუფრალს დახარბებულ ქართველთა თარეშში ქართველი ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ქართული იდეა სრულიად მიიძინა და მიჩლუნგდა.

ახალი ქართული პატრიოტიზმი თანამედროვე გამოწვევებს აუცილებლად უნდა პასუხობდეს და ამასთან იმ ფუნდამენტურ საფუძველზე იდგეს, რაზეც ქართველთა ეროვნული იდენტობა და ეროვნული ერთობის მრავალსაუკუნოვანი იდეა დგას.

ქართველ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ახალგაზრდებში, ერი და სამშობლო უნდა დაბრუნდეს, როგორც წმინდა და საკრალური, სულიერად აუცილებელი მნიშვნელობის ფასეულობა და ორიენტირი ცხოვრებისათვის.
საზოგადოებამ მტკიცედ და ღრმად უნდა გააცნობიეროს, რომ ადამიანს შინაგანი მრწამსი, სწორად შემდგარი პიროვნული მსოფლმხედველობა და ინდივიდუალიზმი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ეროვნება, ეროვნული იდენტობა და თვითმყოფადი სამშობლო გააჩნია. ქართული იდეის აღორძინებას, ქართველი ადამიანის მხრიდან წმინდად დაცული და ცხოვრებაში განხორციელებული წმინდად ქართული ფასეულობები და ამ იდეაში საკუთარი თავის სწორად პოვნა, შეფასება და უფლება-მოვალეობების, ცხოვრების მიზნებისა და იდეალების სწორად განსაზღვრა სჭირდება.

ყოველივე ზემოთქმულს ახალი ქართული, ეროვნული, სოციალურ-პოლიტიკური და ამასთან, კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობის აღორძინება და ყველა ბერკეტებით საზოგადოებრივი ჯგუფებისა და უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ქართული პატრიოტული იდეის ჯანსაღი, პრაგმატული, რაციონალური, მტკიცე და ეროვნული იდეის სიყვარულით სავსე მსახურება სჭირდება!

ქართველმა ახალგაზრდამ საკუთარი ეროვნულობის იდენტიფიკაცია როგორ უნდა შეძლოს? ეროვნული თვითშეგნების დონე როგორ უნდა აუმაღლდეს, როდესაც ამ მხრივ სრული საინფორმაციო ვაკუუმია? თითქოს XX საუკუნეში ამის პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ იქნებ “ვიღაც” სწორედ ამ პროცესით დაინტერესებულია (?) ოდესღაც ხომ უკვე სუსტი წერტილი გვიპოვნეს, ბრძოლებში გამობრძმედილი, უძლეველი ერი ერთი ხელის მოსმით დაგვიმონეს. ყანწი, მწვადი მოგვიგდეს, რწმენა “აგვიკრძალეს”, მაცივარი გაგვივსეს და ერთ წამში ყოველივე ეროვნულზე უარი გვათქმევინეს. დღესაც ამ ჭირს ვიმკით. ჩვენი ბაბუები დღესაც დიდი აღტაცებით გვიყვებიან, რომ “ის დრო ჯობდა, მაშინ სამსახური გვქონდა და საჭმელ-სასმელი თავზე გვეყარა, სტუმარი გვიხაროდა და ყველანი ბედნიერები ვიყავით” – ამას 15-16 წლის ახალგაზრდამ რა უნდა დაუპირისპიროს? არაფერი… იცის, რომ ბაბუაა, რომელიც ძალიან უყვარს, არასდროს მოატყუებს და მისი ბრმად სჯერა. ასე, რომ საყვარელი ბაბუის სიტყვები ერთადერთ, ნათელ წერტილად რჩება. ეს სიტყვები კი დროთა განმავლობაში იდეოლოგიად ყალიბდება. ყალიბდება და ისეთივე წარმატებით დღესაც “კლავს”, როგორც ადრე. ეგ უბრალოდ მოჩვენებითი ბედნიერება იყო.

კომუნისტებმა ცრუ იდეოლოგიაზე დაყრდნობით ერებს ბედნიერებას დაპირდნენ. თუ მატერიალურ კეთილდღეობას, ათეისტურ-დარვინისტულ იდეოლოგიას ყველა ერთად მხარს დაუჭერდა. ამ უღმერთო იდეოლოგიის წყალობით ზღვა ხალხი მოიმხრეს და გადატრიალება მოახდინეს და ათეისტურ იდეოლოგიაზე სოციალისტური რუსეთის იმპერია შექმნეს. ამას იმიტომ ვამბობ და შეგახსენებთ, რომ ფაქტის წინაშე დავდექით და ცხადად დავინახეთ, რომ ათეიზმი ეს ცრუ იდეოლოგია იყო. გვეგონა, რომ ათეიზმი ჭეშმარიტება იყო და მის გზაზე მავალ ქვეყნებს ბედნიერება მუდამ თან ახლდებოდა. ტყუილმა დიდხანს ვერ გაძლო და რუსეთის იმპერია დაემხო და მათ ნანგრევებში ბევრი მოჰყვა და დღემდე ისეთები დარჩნენ, ვისაც ამ ცრუ იდეოლოგიის სჯერა. იდეოლოგიური მონა უფრო საზიზღარია, ვიდრე უბრალო მონა. ბანალური აზროვნების მომხრე არ ვარ. თუ მსოფლიოში ყველა ერთნაირად იაზროვნებდა, მაშინ ქაოსი იქნებოდა. ეს იქით იყოს. ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს. ჩვენ სიმართლე, მართალი სიტყვა იდეოლოგია გვაინტერესებს, რომ ამ გზას ქართველი ერი დაადგეს და ამ სიმართლის შუქზე მატერიალურად აღორძინდეს და აღარ დაეცეს. დღეს მამათმავლურ იდეოლოგიას გვთავაზობენ და ბედნიერებას გვპირდებიან. კარგი, ქართველი ხალხი ათეისტურ გზას დაადგა, მაგრამ ისეთი ბეცი ვინ უნდა იყოს, რომ ქართველი ერი მამათმავლურ გზას დაადგეს და ამის იმედზე ცხოვრება აიწყოს. რა ჰგონიათ, ქართველები რევოლუციის დროს უღმერთო გზას რომ დაადგნენ და უჭუოდ მოიქცნენ, დღეს მამათმავლობის გზას დაადგებიან? ძალიან ცდებიან. ქართველი ერის მცდარ გზას, ათეისტურ და მამათმავლურ აღარასდროს დაადგება. ღვთის გულმოწყალებით ქართველმა ერმა სიმართლე და ჭეშმარიტება შეიცნო, მაგრამ იმის გარკვევას ცდილობს, იდეოლოგია დღეს რა საგანია, იგი როგორ გამოიყენოს და იმ სიბნელესა და აღვირახსნილობას როგორ დაუპირისპირდეს, დღეს საქართველოს თავზე სუფევს. ქართველი ერი სულიერად მხოლოდ ასე გაერთიანდება და მხოლოდ ასეთი გაერთიანების შემდეგ შეგვიძლია მატერიალურ კეთილდღეობაზე ვიფიქროთ. ასე, რომ ჩვენი ხალხი ელის. ამისთვის მხოლოდ ერთი სწორი გზა არსებობს. ნამდვილი ქრისტიანები უნდა გავერთიანდეთ. ისეთები, ვინც ზნეობასა და მორალს მნიშვნელობას ანიჭებს და არა ისეთი თავიანთ ლაპარაკში ქუჩურს რომ შეურევენ. ქრისტიანებმა ყველას სიმართლის ძალა და მისი კეთილი შედეგები უნდა ვაჩვენოთ. ამ საკითხზე მრავალი ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, ერთობასა და მოქმედებისკენ სწრაფვას უნდა ეძებდეს, თუ საერთოდ სამშობლოსა და ჩვენს ერზე ვფიქრობთ. ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, რომ ეს მისი ვალია და ყველაფერზე წინ ეს საქმე უნდა დააყენოს. მართალია, ბევრნი ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ვერ ვიტანთ, არ ვენდობით და ზემოდანაც დავყურებთ. ახლა გეკითხებით, ამას ქრისტიანობა ჰქვია? ამიტომ ეს ცუდი მხარეები, დამაბრკოლებელი თვისებები უნდა დავგმოთ და ერთობა ქრისტეში, ქრისტეს სიტყვაში ასე შევქმნათ. ჩვენმა შვილებმა სიმართლე უნდა იცოდნენ (იდეოლოგიური თვალსაზრისით) და ამ სიმართლეზე სოციალისტური ქვეყანა, ანუ მატერიალურად ძლიერი უნდა ავაშენოთ. ამას ბრძოლა, ერთად დგომა, დაჯდომა, ლაპარაკი, განხილვა, შეთანხმება და საქმედ ქცევა სჭირდება. ერმა ქრისტიანების ძალა და მათი საქმიანობა უნდა დაინახოს. საქართველო წარმატებებს, თავისუფლებას მხოლოდ ასე მიაღწევს. ასეთი გზა კურთხეული, ღვთისთვის ყოველთვის მოსაწონი და გამარჯვებისთვის გარანტირებულია.

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

1993 წლის 27 სექტემბერი (სოხუმის დაცემის დღე)

სოხუმის დაცემის დღე – 1993 წლის 27 სექტემბერი. საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ეს დღე ჩვენთვის აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მშვიდობიანად დავიბრუნებთ, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. პაციფიზმს გაუმარჯოს!

გული ვერ ითმენს და მაინც უნდა ვთქვა.
როდესაც პრეტენზია გაქვს და გულზე მჯიღს, პატრიოტიზმზე, ოკუპაციაზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, გმირებზე, წინაპრებზე… ვიცემთ.
როდესაც სულ უმცროს თაობას ვსაყვედურობთ: ესენი ვინ გამოვლენ?! ესენი ქვეყანას დაიცავენ?! ამათ რა სამშობლოს სიყვარული იციან?! წინაპრების ფასი თქვენ რა იცით?! ეჰ, ერთიანი სამშობლო! აი, სოხუმში რომ დავდიოდით… აი, ჩვენი გმირი წინაპრები.
..და სხვა არაერთი მსგავსი…
ბოლო დროის გმირები არიან, სრულიად თანამედროვეები, უკვდავ მამულიშვილებად იქცნენ. ბავშვებს არანაირ სახელმწიფო აზროვნებას ვაჩვევთ და სამშობლოს რატომ უნდა ემსახურო, რატომ უნდა გიყვარდეს და თავს სწირავდე არ ვუხსნით, შემდეგ კი მათ ვთხოვთ რომ პატრიოტები იყვნენ და გულიანად გავკიცხავთ, ფაქტებს კი არ ვანახებთ, არამედ გვინდა ლეგენდებით იკვებონ და ურაპატრიოტიზმით აღსავსენი სუფრებზე ზედაპირული სადღეგრძელოებით გამოდიოდნენ, რომლებიც ისევე მიინავლება, როგორც აინთო… არადა ეგ გმირობის ამბავი აქვეა… სადღაც ეროვნული გმირი გამოჩნდა და ვითომც არაფერი.. მარტო სახალხო სამძიმრებიც დიდი ვერაფერი მგონია…. თუ საზოგადოება ვერ გრძნობს, ვისაც ეს ხელეწიფება, მან უნდა გვაგრძნობინოს….
მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ როდესაც მათ საქციელზე ვფიქრობ და ვცდილობ გავიაზრო – გონება ვერ წვდება, მტერს როგორ უნდა უყვირო და თითი დაუქნიო, როცა გიბრძანებენ დაიჩოქო და ქვეყანას შეაგინო! როცა იცი გადარჩენის უკანასკნელი შანსი გაქვს! მაგრამ არა…..
არასოდეს ცხოვრებაში!
არასოდეს ცხოვრებაში!
დიდება გმირებს!
დიდება ერთიან საქართველოს!

სოხუმის უკანასკნელი დამცველები, რომელთაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლო დაიცვეს და მათ თვალებში სოხუმიდან უკანასკნელად დანახული საქართველოს ანარეკლი ჩანდა..

ისინი ვინ იყვნენ? ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები დიდი გულით. მათ სტკივათ, განიცდიან და ეშინიათ კიდევაც, მაგრამ შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა. მთავარი ისაა, მას გადააბიჯო და შენი საქმე გააკეთო. ნათქვამია: “სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე, არამედ დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო.” გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. თანამედროვე გმირები ჩვენ გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ მათ დაფასებას ხშირად ვაგვიანებთ, რადგან ქართველებს განსაკუთრებული სიბრმავე დაგვჩემდა, გმირებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ ვაფასებთ და არა მგონია გვამისთვის აღიარებას რაიმე აზრი ჰქონდეს.

გმირები ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრნი არიან, მაგრამ მე მინდა ჯარისკაცების მიმართ ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, სად ჯარისკაცი და სად გმირიო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ომის ქარცეცხლი გამოუვლია თუ არა, ყოველი ჯარისკაცი გმირია, იმიტომ, რომ მათთვის ყოველი დღე ბრძოლის ველია და ისინი იქ იმარჯვებენ. სამშობლო მათი საფიცარი ხატია და სამწუხაროდ, იგი მსხვერპლს ხშირად მოითხოვს. სამშობლოს სიყვარულს თავი რამდენმა მათგანმა შესწირა ვინ მოსთვლის. ომი საშინელებაა. იქ, ბრძოლის ველზე ყოველ წუთს სიკვდილს თვალებში უყურებ. შეიძლება ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს. იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ შენთვის ძვირფას ადამიანებს ვერასოდეს იხილავ. სწორედ მაშინ როცა გადარჩენისთვის იბრძვი, ტყვია გხვდება, თვალთ გიბნელდება და სიტყვა “დედას” ამბობ. ალბათ, ყველა მათგანის ბოლო სიტყვა დედაა, მათ ხომ განსაკუთრებით მხოლოდ ორი რამ უყვართ: სამშობლო და დედა. თვალებს ხუჭავ და ზღაპრულ სამყაროში ხვდები. იქ, სადაც ომი არაა და მარადიული ბედნიერებაა, მაგრამ მიწაზე ძვირფასი ადამიანები გრჩება. გინდა იტირო, სამოთხეში კი არ ტირიან. ეჰ, სიცოცხლე რამდენი მათგანი ისე გამოეთხოვა, რომ ზოგს ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არ მიეცა. ზოგს შვილები დარჩა, ზოგიერთი ნანატრი შვილის დაბადებასაც კი ვერ მოესწრო.

მათ არ ეშინიათ, მაგრამ გრძნობები აქვთ. უყვართ, სტკივათ და განიცდიან. თითოეული ჯარისკაცი მთელი საქართველოს შვილია. ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ!

ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი