ნიკა ჩხენკელი - ძალა ერთობაშია
ნიკა ჩხენკელი - ძალა ერთობაშია

საღამო იყო. დათო სახლში მიდიოდა და ავტობუსის გაჩერებასთან თავისი მეგობრები, გიგი და ლევანი ნახა. ერთად ავტობუსში ავიდნენ.

დათომ გიგისა და ლევანს პატრიოტიზმზე თემა წამოუწყო:

– რომ ამ ერის შვილები ხართ, ამაყობთ? – დათომ მათ შეეკითხა.

დიახ, ვამაყობთ, თან ძალიან. მაგრამ საკუთარ სამშობლოს რაიმე წვლილი ხომ უნდა დავუტოვოთ?! – გიგიმ და ლევანმა უპასუხეს.

– მაგასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით.

– გისმენთ..

– დღეს ბევრი ამბობს და ფიქრობს, რა გადაგვარჩენს და რა გვიშველის, ერთად ყოფნა, ერთმანეთის თანადგომა და გატანა, ეს და კიდევ ბევრი რამ დაგვავიწყდა ან არ გვინდა გავაკეთოთ, სანამ ვინმეს გავაკრიტიკებთ, ჯერ იქნებ ჩვენი თავისთვის შეგვეხედა, დღეს რანი ვართ და საით მივდივართ, ჩვენი წინაპრების შეცდომები გავითვალისწინოთ და არ გავიმეოროთ, ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში შეცდომები აქვს და ყველაზე მეტი დასაფასებელია, ვინც თავის შეცდომებს აღიარებს და მის გამოსწორებას შეეცდება, ვეცადოთ კეთილი და კარგი საქმეები ვაკეთოთ, ფულისა და ქონების მოყვარულები ნუ გავხდებით, ამ ქვეყნიდან არავის არაფერი წაუღია, ადამიანიცა და ღმერთიც კარგის მკეთებელს ყოველთვის დააფასებს.

– აბსოლუტურად გეთანხმებით – გიგიმ და ლევანმა უპასუხეს. ერთ ლოგიკურ კითხვას დაგისვამთ:

ამოირჩიე:
ა) ძალიან “თავისუფალი” გოგო. ღამით ქუჩაში დადის და მეგობრებთან ერთად “ერთობა”. მისი საყვარელი ჯგუფის და არა მარტო მისი საყვარელი ჯგუფის სიმღერის ტექსტი ზეპირად იცის. ჩაცმულობა როგორი იცი? – ოღონდაც რამე გამოუჩნდეს ან ბიჭებმა თვალი გააყოლონ და ეგ არის გემოვნება.
საქართველოდან “ოღონდაც” წამსვლელი. თვლის, რომ საქართველო უვარგისი ქვეყანაა, არაფერი ეშველება და აქედან სასწრაფოდ და სამუდამოდ უნდა წავიდეს. შეყვარებული უნდა ჰყავდეს… რატომ? – “რავი, რომ ჰკითონ თუ გყავსო” თუ ფიზიკური სამუშაო საჭიროა… “ეეე, რა ცოცხი ტოოო, ღადაობ? აჰაჰაჰჰააა”
ბ) წესიერი, ზრდილობიანი და ზნეობრივი საქციელის გოგონა, რომელსაც მოდური ჯგუფების სიმღერების ტექსტების ცოდნას, საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა ურჩევნია. ზნეობასა და თავის აზროვნებას შორის განხეთქილებას არასდროს ახდენს…
სულიერად და ხორციელად დამშვენებული… ქართული სილამაზისა და სინაზის მპყრობელი… თავისი სამშობლო უყვარს და ფიზიკურ შრომაზეც გართულება არ აქვს. კეთილი და გულადვილი…

– რა თქმა უნდა, “ბ”. “ა” ტიპის გოგოებს ვურჩევ, რომ გამოსწორდნენ, რადგან ეგ არავის უხდება! – დათომ უპასუხა.

– ასეთ თემებზე ძალიან ხშირად ვისაუბროთ, თან ეს აზროვნების განვითარებისათვის ძალიან კარგია – ლევანმა თქვა.

ამ დროს კი გიგის შთამაგონებელი სიტყვები მოუფიქრებია.

– ამხანაგებო, დღეს ყველას თავისი საზრუნავი გააჩნია, უმეტესობა იმაზე ფიქრობს, მხოლოდ თავად კარგად იყოს და შთამომავლობას რას უტოვებს, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ, საქართველო გაშლილ სუფრაზე თუ ახსენდებათ და ავიწყდებათ, რომ საქართველო მხოლოდ უფლის იმედად არ უნდა არსებობდეს, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. რანი ვიყავით ყველამ ვიცით და ამით ვტრაბახობთ კიდევაც, მაგრამ თუ ისტორიას კარგად გადავხედავთ, სატრაბახოც ბევრი არაფერია, მხოლოდ ის ნათელი წერტილები გამოსარჩევია, რომელიც ბაგრატ III-ით იწყება, დავით აღმაშენებლით გრძელდება და თამარის მეფობით სრულდება. უმეტეს შემთხვევაში საქართველო ყოველთვის სამეფოებად, სამთავროებად, წვრილ ფეოდალურ ნაწილებად დაყოფილი იყო და მუდამ ქიშპი, ბოღმა, გაუტანლობა, წამხედურობა ბატონობდა, თუ ზოგიერთ გამონათებებს არ ჩავთვლით. რანი ვართ – ისევ უახლოესი წარსული გავიხსენოთ, დრო, როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავკაცობით იფეთქა. თითქოს იმისი იმედი გაჩნდა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყოფოდა და მსოფლიოში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. ეს პროცესი კარგადაც დაიწყო, რომ არა ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, ციხე ისევ შიგნიდან გატყდა და საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვიეს. ვერ გაიგეს, ან იმის გაგება არ უნდათ, რომ მათ არა მარტო ზვიადი და მერაბი გაწირეს, არამედ საკუთარი ქვეყნის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდეს და ყვავ-ყორნებს საძიძგნად მიუგდეს. რანი ვართ? – დაქსასულები და გათითოკაცებულები, სადაც უმეტესობა “მე”-ს გაიძახის და არა “ჩვენ”. რანი ვიქნებით მხოლოდ ღმერთმა უწყის. დღეს კი მხოლოდ თავმიდებულები, გულგრილები, ქვეყნისთვის არაფრის გამკეთებლები ვართ, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. ისინი, ვინც სამშობლოსაგან დახმარებას ითხოვენ, თვითონ თუ იმაზე უფიქრიათ, ქვეყნისათვის რა გაუკეთებიათ. ილია ბრძანებდა: “ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნა ირჯებოდეს და მუშაობდეს!”. ისევ მის სიტყვებს მოვიხმობ: “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?” – ბრძენკაცი მართალს ბრძანებდა. და ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებით დავამთავრებ: “მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!”

– შემდეგ ლევანმა დაამატა – კიდევ რა არ მომწონს, “ყველაფერი მაინც კარგად იქნება” – ასე ფიქრი დიდი შეცდომაა, ისევე როგორც “არაფერი გვეშველება”;  ეს ორი უკიდურესობა უმოქმედობისკენ გვიბიძგებს, რაც არსებულ, სერიოზულ პრობლემებს ვერანაირად გადაჭრის, მხოლოდ დაამძიმებს. სხვათა შორის, ეს საუბარი მომავალი თაობებისათვის იმის კარგი მაგალითია, თუ ნამდვილი პატრიოტიზმი რაა – მათ ეს ნამდვილად ისევე დასჭირდებათ, როგორც ამ ქვეყანას. შესაბამისად, პატრიოტიზმი ისაა, რომ შეგნებულად, დაუღლელად, მშვიდად და მტკიცედ ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესებს ყოველდღიურად ისე ვემსახუროთ, როგორც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ღვთის მიერ ბოძებული ნიჭის გამოყენება უნდა ვიცოდეთ, რათა ყველა საქმეში გამოვიყენოთ. მე რომ პატრიოტი არ ვყოფილიყავი, ვერავინ ვიქნებოდი. თავი სხვად ვერ წარმომიდგენია. შეიძლება ვიღაცა გადმოხტეს და თქვას, რომ “თქვენ უბრალოდ მეოცნებეები ხართ.” ამ სიტყვების შემდეგ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: “ჩვენი რომ მეოცნებეები არ ვყოფილიყავით, ახლა სად ვიქნებოდით?”

– ბოლოს დათომ ამ სიტყვებით დაამთავრა – მაშინ ჩემო მეგობრებო, ერთმანეთს შევფიცოთ, რომ ჩვენი ერის ღირსებას ბოლომდე დავიცავთ. მოდით, საქართველოს ერთიანობისთვის, მთლიანობისთვის ყველა ერთად აქ ლაპარაკით კი არა, საქმით დავდგეთ. ჩვენ პატრიოტები ვართ. ჩვენთვის ერის ინტერესები თითოეულ ინდივიდზე წინ დგას! ასე, რომ სულაც არ გვაინტერესებს XXI საუკუნეა, თუ XXV. ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ენა, რელიგია დავიცვათ! სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ: “ენა, მამული, სარწმუნოება!”, და ყველაფერი საუკეთესოდ იქნება. ჩვენ ქურდული მენტალიტეტი არ გვხიბლავს, რადგან ჰუმანიზმს არაფრით ჰგავს. წინაპრები ჩვენზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ.

მათი საუბარი მთელ ავტობუსში ისმოდა, რის გამოც პარალელურად ერთ-ერთი მგზავრი ჩაერთო.

– ახალგაზრდებო, ასეთი რაღაცების მოსმენისას, მიხარია, რადგან ამით ვხვდები, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის! და ამ თაობაში განსაკუთრებული კი ისაა, რომ საბჭოური გავლენა არ გაქვთ. ჩემი აზრით, ყოველი თაობა ისე უნდა აღიზარდოს, რომ სრულიად დარწმუნდეს, რომ მისი ხალხი ყველაზე საუკეთესოა, ამგვარი აღზრდის წყალობით, ქვეყანაში დაუმარცხებლობის რწმენა იქნება.                                                                                                კიდევ მეგობრები გყავთ, რომლებიც თქვენნაირად ეროვნულ საკითხებზე მსჯელობენ? – მათ შეეკითხა.

– სამწუხაროდ, არა. ამერიკაში ყოფნა უნდათ. თუ სამშობლოს დატოვება გინდა და მისი პრობლემების მოგვარებაზეც ლაპარაკი არ გინდა, მაშინ პატრიოტიზმი აქ რა შუაშია? – დათომ, გიგიმ და ლევანმა უპასუხეს.

– მგზავრმა ბიჭებს საინტერესო სიტყვები უთხრა – მინდა რომ ძველ ერს დავემსგავსოთ, რაც ადრე ვიყავით, დღევანდელი სიტუაცია საერთოდ არავის შეეფერება, მინდა ეს ყველაფერი დასრულდეს და წარსულს ჩავაბაროთ.
ამის შანსი მხოლოდ ჩვენი ერთად დგომაა, თუ მოვინდომებთ და სიზარმაცის ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ ამას შევძლებთ.
ნულიდან დავიწყოთ და ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანას მივბაძოთ, სხვა დანარჩენ მსოფლიოში არსებულ ყველა განვითარებულ ქვეყნებს მივბაძოთ.
მათ ეს მხოლოდ ერთად დგომით, სიმამაცითა და მუხლჩახრილი შრომით შეძლეს.
მე თქვენი მჯერა, ჩემო ქართველებო, ჩემო ერო რომ ამას ერთად შევძლებთ.
ყველა პატრიოტულ გუნდს შევუერთდეთ და ყველა ერთად სამშობლოს გადავარჩენთ, რომელსაც საქართველო ჰქვია. ქართველი ერის მომავალი მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა. ვალდებულნი ვართ ქართველ ერთან ერთად გავიმარჯვოთ! შემდეგ სხვებიც შემოგვიერთდებიან, რათა ის გავაკეთოთ, რომელსაც ღირსებითა და სამართლიანობით, ტკივილისა და მძიმე შრომის შედეგად მივაღწევთ. მხოლოდ ამის შემდეგ ისე აღვზევდებით, როგორც ჩვენი წინაპრები…  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავისით არ მოვა, ანუ ყველაფერი დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს სურვილსა და შრომაზეა. მომავალზე საუბარს რა აზრი აქვს? მომავალზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ უნდა შევქმნათ. უმეტესობის პრობლემა ეგაა, რომ ცხოვრების დინებას გაუაზრებლად მივყვებით, შეიძლება მანქანებზე, მიწის დამუშავებაზე, მათემატიკაზე ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ რეალურად ვინ ვართ, რა ადგილი გვიჭირავს და რეალურად რა გვინდა.

მგზავრმა და ბიჭებმა ერთიანად იყვირეს: ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ ერთ მისიას ვემსახუროთ, რომელზეც ფიქრი ბავშვობიდანვე გვსდევს, ეს საქართველოა. “მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!”

– “კაი ყმები” სწორედ თქვენ ხართ! – მგზავრმა მხიარული ხმით უთხრა – ჩემი აზრით, “კაი ყმა” ძლიერი, მამულის სიყვარულით ანთებული იყო. ომში რწმენით მიდიოდა, რომ ეს სასჯელი კი არა, დიდების გზა იყო. “კაი ყმა” მიღწეული შედეგით არასდროს ტრაბახობდა, ახალ ასპარეზს ეძებდა. თავს შესვენების საშუალებას არ აძლევდა. თავისი წარმატებით თავბრუდახვეული არ იყო, პირიქით, სხვის სახელს წარმოაჩენდა. “კაი ყმას” სახელოვანი წინაპრები ღიმილითა და სიყვარულით მიიღებენ და მათ გვერდით დაისვამენ.

– დათომ მას უთხრა – “კაი ყმის” საკითხი დღესაც არანაკლებ აქტუალურია. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, საზოგადოებას ვაჟკაცები, პატრიოტები, საქვეყნო საქმით გულანთებული მამულიშვილები დღესაც სჭირდება. საზოგადოებრივი პირები, რომლებიც “თავის ჯამში ცქერით” დაკავებულნი კი არ არიან, არამედ მათი ძირითადი საზრუნავი ქვეყნისა და ხალხის ბედია.

– საუბედუროდ, “ცუდი ყმებიც” არსებობენ, რომლებიც აქედან გარბიან და თავიანთი ჯიბეებისთვის იბრძვიან. ამ ლაჩართა ცხოვრების მიზანი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაა. ისინი განწირულები არიან, რადგან მათი ცხოვრება არარაობაა – გიგიმ დაამატა.

– ღმერთს მადლობა, რომ ჩვენმა ეპოქამაც გმირები შვა, რომლებიც მამულის დასაცავად გულანთებულნი წავიდნენ და თავი უშურველად გასწირეს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაიღუპნენ და სასუფეველიც დაიმკვიდრეს, მათ აქ სამარადისო სახელი დატოვეს. ისინი საკუთარ ქვეყანას, ოჯახს, მიწა-წყალს იცავდნენ. ისინი ჭეშმარიტი “კაი ყმები” არიან – ლევანმა თქვა.

– ეს საუბარი კი მგზავრის ამ სიტყვებით დამთავრდა – მოკლედ და კონკრეტულად, იქიდან დავიწყებ, რომ არც რასისტი ვარ და არც ნაცისტი. ბატონებო, სიტყვა “უნდა” ზოგადად მორალია, მაგრამ რასაც ვიტყვი, მორალი კი არა, მოვალეობაა.                                                      არ უნდა დავჩიავდეთ და არ უნდა დავჩაჩანაკდეთ! მუდმივად იმისკენ უნდა ვილტვოდეთ, რომ ჯერ საკუთარი სამშობლოს შვილები უნდა ვიყოთ! ვინ ვართ და ამ ქვეყანაზე რა გვინდა არ უნდა დაგვავიწყდეს! ხშირად როცა შემთხვევით “ქუჩის აკადემიას” წავაწყდები, ბიჭები სულ ჩემო ძმაოს იტყვიან და მეორე წუთში “შეჩემათი” მიმართავენ. ეს ახლა რა პონტია? უნდა გამოვფხიზლდეთ! ჯერ შიგნიდან უნდა განვიკურნოთ, მერე – გარედან. ვერაფერი გვიშველის, თუ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს პატივი არ ვეცით. საკუთარი თავის პატივისცემა, აი, რა დავკარგეთ?! გამოვფხიზლდეთ! აბა ჰე და აბა ჰო… საქართველო გვიყვარდეს!

ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი