მარიამ ბუცხრიკიძე - მე და ადამიანი
მარიამ ბუცხრიკიძე - მე და ადამიანი

დღესა და ღამეს ვეღარ ვარჩევ. ალბათ, იმიტომ, რომ  საკუთარ თავთან ყოველდღიურმა ბრძოლამ ძალიან დამღალა. დილითაც მძინავს და ღამითაც. დაღლილობის დროს მელატონინი ყველაზე კარგად მუშაობს.  მიუხედავად, ჰორმონის კარგი მუშაობისა ,ძილის წინ მაინც  საათ-ნახევარი მეფიქრება სამყაროს არასრულყოფილებაზე, ან უფრო მეტად ადამიანის ბუნებაზე.

თუ, საოცნებო პროფესიას მკითხავთ გიპასუხებთ რომ ეს ადამიანის შინაგანი სამყაროს შესწავლაა.  დავჯდებოდი და მოვუსმენდი რას ფიქრობს სამყაროზე სადაც უკვე წლებია ცხოვრობს.

არა, ფსიქოლოგობა  არ მინდა.  საკმარისი ძალა არ შემწევს ადამიანის ისეთ პრობლემებს ვუსმინო, რომლებსაც თავად ვერ აგვარებენ…

 

***

ადამიანი შიგნიდან  ძალიან ჭრელია. ზოგი ზედმეტადაც კი. მე კი ძალიან ჭრელ ადამიანებს ვანიჭებ უპირატესობას. აი, ისეთებს, სამყაროსგან რომ მოწყვეტილები არიან და სულ სხვანაირად რომ აზროვნებენ. ასეთების შესწავალა მინდა, სათობით მოვსუმენ და არ დავიღლები. საბოოლოდ,  ჩემი ძილის ჰორმონიც  შეწყვეტს მუშაობას.

 

ადამიანების უმეტესობამ ფიქრი შეწყვიტა. ყოველ წუთს გარშემო მყოფებს ვაკვირდები და ვერ ვხვდებ რა უნდათ. არც თვითონ არ იციან ამაზე არც კი ფიქრობენ. მათ თვალებში კი მაინც ამოიკითხავთ სიცოცხლის წყურვილს მიუხედავად იმისა რომ არ იციან მეორე სამყაროში რა ელით.

 

კორელების მსგავსად რეინკარნაცის ზედმეტად მჯერა. ჩემი რეინკარნაციის შემთხვევაში ფიზიკოსობას ვისურვებდი და სტივენ ჰოკინგის მსგავსად შავ ხვრელებს შევისწავლიდი. ალბათ სხვა პლანეტების თავისებურებასაც გავიგებდი და რწმენას სხვა პლანეტებზე ცხოვრების შესახებ  გავამტკიცებდი.  ადამიანებს გვჯერა იმის, რისიც, გვინდა რომ, გვჯეროდეს ეს ყოველთვის ასეა. სწორედ, ამიტომ მეც მჯერა რეინკარნაცის და იმისიც, რომ სხვა ცხოვრებაში სხვა პლანეტაზე სიცოცხლეს აღმოვაჩენ.

 

სიმღერაზე ზედმეტად დამოკიდებული ვარ. სადაც  უნდა წავიდე ვისთანაც ერთად  უნდა ვიყო სიმღერა ჩემ გვერდითაა. არც კი ვიცი სხეულის ან სულის რა ნაწილი მთხოვს სიმღერის მოსმენას მაგრამ ეს დამოკიდებულება მაცოფებს. მეშინია ვინმეზეც ასეთი დამოკიდებული არ გავხვდე. ადამიანებს მარტივად შეგვიძლია ერთმანეთს მივეჯაჭვოთ.

 

***

 

ერთმანეთისგან განვსხვავდებთ მაგრამ ყველას მაინც ერთი დასასრული გვაქვს. რამდენად სამართლიანია ყველა განსხვავებულ ადამიანს ერთი დასასრული ქონდეს?

 

 

94-ე საჯარო სკოლის 11- კლასის მოსწავლე: მარიამ ბუცხრიკიძე 16 წლის