მარგარეტ ეტვუდი, ჰარუკი მურაკამი, სალმან რუშდი... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 2]
ყოველთვის საინტერესოა, რას კითხულობენ ჩვენი საყვარელი ავტორები, როგორი ლიტერატურა უყვართ, რომელი ქვეყნის ლიტერატურა ურჩევნიათ და რას აფასებენ წიგნის კითხვის დროს.
გთავაზობთ მარგარეტ ეტვუდის, ჰარუკი მურაკამის და სალმან რუშდის საყვარელ წიგნებს, რომლებმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
მარგარეტ ეტვუდი
კანადელი ავტორი, ჟანრული პროზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ავტორი წიგნებისა „ბრმა მკვლელი“, „მხევლის წიგნი“ და „ორიქსი და კრეიკი“ ბავშვობიდან აქტიურად კითხულობდა, თინეოჯერობაში იყო წიგნის კითხვის კლუბის წევრი და ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ სკოლის ასაკში ძალიან ბევრ ვიქტორიანული ეპოქის ნაწარმოებებს კითხულობდა და მანამ სანამ ადამიანების ცხოვრებაში როკ ვარსკლავები და მსახიობები შემოვიდოდნენ, მისთვის ნომერ პირველი მისტერ დარსი და ელიზაბეტ ბენეტი იყო „სიამაყე და მცდარი აზრიდან“.
დღესდღეობით უჭირს ჩამოთვლა, რომელია მისი საყვარელი წიგნები, რადგანაც ის მუდმივად ეცნობა ახალ ლიტერატურას და საყვარელი წიგნების სია ყოველთვის იცვლება, თუმცა არის წიგნები, რომელსაც ხშირად უბრუნდება.
ჰარუკი მურაკამი
ჰარუკი მურაკამი, ცნობილი იაპონელი ავტორი წიგნებისა „ნორვეგიული ტყე“, „კაფკა პლაჟზე“, „1Q84” ხშირად გამხდარა კრიტიკის მსხვერპლი თავის ქვეყანაში, მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, იაპონელი კრიტიკოსები უკმაყოფილოები არიან ავტორის მეტისმეტი დაინტერესების გამო ამერიკული კულტურის მიმართ, მის რომანებში ხშირად შეხვდებით ამერიკელ მუსიკოსებს, ჯაზზს, კალათბურთს, ამერიკულ ფილმებს და სწორედ ამიტომ, საკვირველი არ არის, თუ მისი საყვარელი ლიტერატურა სწორედ ამერიკაში იწერება.
მწერალი სხვადასხვა ინტერვიუში ამბობს, რომ მისი საყვარელი წიგნია ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტბსი“, რომელიც სკოლის ასაკში წაიკითხა და წარუშლელი ეფექტი მოახდინა მასზე. ავტორის საყვარელი წიგნია რეიმონდ კარვერის „რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ სიყვარულზე“, სწორედ ამ წიგნის გავლენით დაწერა მემუარები „რაზე ვლაპარაკობ, როცა ვლაპარაკობ სირბილზე“.
სალმან რუშდი
„შუაღამის შვილების“ და „სატანური ლექსების“ ავტორი სალმან რუშდი, რომელზეც ფატვა იყო გამოცხადებული სხვადასხვა ინტერვიუს დროს ყვება, რომ მისი კავშირი ლიტერატურასთან დაიწყო სამეცნიერო ფანტასტიკით და კითხულობდა ისეთ ავტორებს, როგორებიცაა ართურ კლარკი, რეი ბრედბერი, კლიფორდ სიმაკი. მისი საყვარელი წიგნი იყო „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია.
წერა რომ ხელოვნებაა, ჯეიმს ჯოისის „ულისეთი“ მიხვდა და მიაჩნია, რომ თანამედროვე ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული „მარტოობის ასი წელიწადი“ და გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლი“. მისი საყვარელი წიგნია ასევე ხუან რულფოს „პედრო პარამო“ და მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. აქტიურად ეცნობა თანამედროვე ლიტერატურას.