ლალი ჯიქია - ბუნებრივი გადარჩევა
ლალი ჯიქია - ბუნებრივი გადარჩევა

თავიდან არაფერი არსებობდა, არც დედამიწა, არც ირმის ნახტომი. იყო მხოლოდ უკიდეგანო, ცარიელი,ბნელი სივრცე , იყო ბურუსი, უდაბურობა და უკუნი. შემდეგ კი გავჩნდი მე. შევქმენი დრო, მოვახდინე აფეთქება და შევქმენი ყველაფერი რასაც ხედავთ თუ ვერ ხედავთ. ვხედავდი თუ როგორ ვითარდებოდა სამყარო თანდათანობით, თუ როგორ ნელ-ნელად ადიოდა სრულყოფილების ზენიტში, უფროსწორად არა, სამყარო ყოველთვის ზენიტში იყო უბრალოდ თანდათანობით უფრო იზრდებოდა და ვითარდებოდა. სამყარო ჩემთვის შვილივით იყო, რომელიც ჩემდაუნებურად შევქმენი ჩემი დაბადებით. ათასობით წელი წამში გადიოდა, ყველაფერი იცვლებოდა, სამყაროები კვდებოდნენ და შემდეგ თავიდან აღდგებოდნენ ხოლმე, მე ამას გვერდიდან ვუყურებდი და ჩემი ქმნილებით უკიდეგანო სიამოვნებას ვიღებდი. მე უბრალოდ მაყურებელი ვიყავი, რაიმეს შეცვლა ჩემ ძალებს აღემატებოდა, სამყარო ეს ერთი მთლიანი ჯაჭვი იყო, რომელიც  უწყვეტად ვითარდებოდა,  მასში კი ყოველი ნაწილი ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი. უმიზეზოდ არაფერი ხდებოდა, ყველაფერი ხდებოდა იმისთვის რომ მომხდარიყო ყველაფერი ანუ არაფერი. გადიოდა წლები, საუკუნეები, მე კი თანდათანობით თავს უსუსურ არარაობად ვგრძნობდი, რომელსაც არაფერი შეეძლო. ცის კამარაზე გამოკიდებული საბრალოობა ვიყავი. ჩემი ცხოვრების შეცვლაც კი არ შემეძლო.ჩემი ქმნილების ცქერა აღარ მღვრიდა სიამოვნებას, პირიქით პირღებინების შეგრძნება მიჩნდებოდა. მინდოდა გავქცეოდი ყველაფერს, პირველრიგში კი საკუთარ თავს. უკვე დრო საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა. არაფერს ჰქონდა აზრი. უამრავი დრო მქონდა ფიქრისთვის, ფიქრი კი ჭკუიდან მშლიდა. ვხვდებოდი რომ სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, მაგრამ მხოლოდ სიგიჟე თუ გადამარჩენდა. სამყარო უსიცოცხლო მეჩვენებოდა და ისომნიით ტანჯულმა, შიზოფრენიით ზღვარზე მყოფმა უსუსურმა არსებამ გადავწყვიტე სამყაროსათვის პატარ-პატარა ნაწილაკები შემემატებინა. საუკუნეები ვმუშაობდი იმისთვის რომ შემექმნა რაღაც სუბსტრაქციული საგანი, რომელსაც შეეძლებოდა არსებობა. თავიდან მათ მხოლოდ ცხოვრება შეეძლოთ, სულ პაწაწინები იყვნენ. ისინი მთელ სამყაროში მოვაშენე და აღტკინებული შევცქეროდი მათ ფორმირებას. ისინი კი მხოლოდ რამდენიმე პლანეტაზე გადარჩნენ, ეს ტრაგედია იყო, ამ რამდენიმე პლანეტებიდან კი ერთი ცალსახად გამოირჩემოდა. ეს ერთი პატარა პლანეტა იყო მივიწყებულ მხარეში, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა როგორი იყო ეს პლანეტა, რაც მთავარია მასში ჩემი ექსპერიმენტი წარმატებით ხორციელდებოდა. როგორც ყოველთვის სამყარო მე არც ამ შემთხვევაში მეკითხებოდა რაიმეს. ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდებოდა.  ჩემს პაწაწინა ნაწილებს შორითაც გაჩნდა კანონზომიერება და ყველაფერი უკიდეგანო სასიცოცხლო ჯაჭვად წარმოიქმა. ჩემი პაწაწუნებიც ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ, ჯერ წყალში წარმოიქმნენ, ჩამოყალიბდნენ, შემდეგ ხმელეთზეც ისწავლეს ცხოვრება. ჯერ არაფერი მინახავს ისეთი რასაც არსებობდა მათზე უფრო ძლიერ ნდომებოდა. ეს არსებები ჩემი შექმნილნი არ იყვნენ, ნამდვილად, მე არარაობა ვარ, ისინი დედებულება. ისინი სამყარომ თავად ჩამოაყალიბა ასეთ დიდებულად. ვუყურებდი მათ და ვერ ვხვდებოდი თუ როგორ შეეძლო მათ სიარული, სუნთქვა, ჭამა, ეს რაღაც ანომალიური იყო. ისევ ვიგრძენი საკუთარი უსუსურობა. ისევ დაიწყო უსიცოცხო წლები ჩემს ცხოვრებაში. მე იმდენად სუსტი არსება ვიყავი, რომ ჩემი უსუსურობის ყოველი გათვიცნობიერება დეპრესიაში მაგდებდა, მეც მეტი რა საქმე მქონდა ვიჯექი და ვეცემოდი ამაო სევდას. პაწაწუნები კი უფრო და უფრო ვითარდებოდნენ ჩამოყალიბება უკვე ორ ფეხზე მოსიარულე არსებებად დაიწყეს. მემგონი მათ აზროვნებაც შეეძლოთ. მათ შეეძლოთ ოთხ ფეხზე მოსიარულე არსებების მოკვლა, შეეძლოთ ცეცხლის დანთება. მემგონი ესეც ამ სამყაროსეული ანომალია იყო. ღმერთმანი, რა საოცარი არსებები იყვნენ ისინი. მაგრამ მათ, თითქოსდა, რაღაც აკლდათ. ისინი ძალიან მშიშრები იყვენენ. ეშინოდათ ყველაფრის, მათ ძალაც ჰქონდათ და ჭკუაც, მაგრამ შიში მათში გენეტიკურად გადამდები დაავადება იყო. ეს ალბათ ჩემი ბრალი იყო, მათ ჩემი საბრალოობა ვუსახსოვნე. უკვე ვამჩნევდი რომ ეს არსებები მართობდნენ. მომწონდა მათი ცრომურწმუნეობა. მათ ყველაფრის სწამდათ საკუთარი თავის გარდა. მათ უამრავი ღმერთი ჰყავდათ,  ყველას და ყველაფერს აღმერთებდნენ. არსებები, რომლებიც უმარტივესი ერთ უჯრედიდან განვითარდნენ, ჩამოყალიბდნენ მოაზროვნე არსებებათ, შექმნეს კულტურები და ცივილიზაციები საკუთარი ფანტაზიისა და შიშის მიერ შექმნილი წარმოსახვითი ღმერთების წინაშე იყრიდნენ მუხლს. როგორ მომწონდა ეს არსებები, მაგრამ ეს ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველები ყოველთვის იწვევდნენ ჩემში ეჭვს და იქნებ მათი ასეთი განვითარებით სამყარო შეცდა. მაგრამ მე ჩემი ტვინით არამგონია ჩავწვდე სამყაროს იდიოლოგიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც არ შეცდებოდა სამყარო, სამყაროში ხომ უმიზეზოდ არასდროს არაფერი  არ ხდება. ამ არსებებზე საფუძვლიანი დაკვირვება დავიწყე. მათ მიკრო სამყაროში არსებობს ერთმანათისგან ცალსახად განსხვავებული  კულტურები და მათ ერთმანეთის შესახებ საერთოდ არაფერი იციან. ყველანი განსხვავებულად ვითარებიან. ყველა კულტურას ყავს მეთაური, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს მათ სისუსტეებს, რადგან ერთი წყვეტს ყველაფერს და დანარჩენები უბრალოდ ემორჩილებიან. თუ ამ ყველაფერს შევხედავთ იმ კუთხით, რომ ეს ერთი ადამიანი მის თემში ამკვიდრებს  წესრიგს გამართლებულია, მაგრამ ეს მეთაურის კულტი იწვევს ამ არსებების დაყოფას რაღაც იერარქიისა და წოდების მიხედვით, ხდება მათზე რაღაც იარლიყების მიკრა დაბადებიდან. ეს წესი მთელი არსით შეისისლხორცეს ამ ადამიანებმა და ძალიან ძალიან დიდი ხანი ემონებოდნენ მას. ყველა თემში არის რამდენიმე პიროვნება რომელიც განსხვავდება სხვებისგან. ისინი განსხვავდებიან საკუთარი აზროვნებით, ინტერესებითა და განათლებით, მაგრამ ამ იერარქიული წყობიდან გამომდინარე საკუთარი თავის დამკვიდრება ყოველთვის უჭირთ. ზოგი საკუთარი დაბადებით უკვე არის სხვებისთვის მნიშველოვანი თავისი გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად, ზოგი კი გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად საკუთარი წარმომავლობის გამო არის უბრალოდ მოკვდავი.  ვხედავდი როგორ ეცემოდა იმპერეიები, როგორ ცვლიდა ერთი კულტურა მეორეს, როგორ ომობდნენ საკუთარი ტერიტორიების დასაცავად , გასაფართოვებლად, მათი გავლენისა და ძლევამოსილების გასავრცობად, მათი მრწამსისა და კულტურის გასავრცელებლად. თუ  ყველაფერს შევხედავთ ერთ მთლიანობაში, ეს ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველები იყვნენ ძალიან ძალიან პაწაწუნები, შეიძლება ითქვას იბადებოდნენ  და კვდებოდნენ არაფრისათვის, მაგრამ მთელი არსიც ამაშია, როცა გაქვს კონკრეტული მონაკვეთი  რომელშიც ცხოვრობ, მართალია არის მცირე, მაგრამ სიცოცხლისა და სიკვდილის ფენომენი არის ყველაზე ძლიერი რამ რაც კი მინახავს  სამყაროში, ყველაზე მაგიური, ყველაზე გასაოცარი, ყველაზე საშიში და საინტერესო. ეს არის ფენომენი რომლის გამოც მენდომებოდა მათ დავმსგავსებოდი და განმეცადა ის გრძნობა რომელიც სიკვდილის დროს გეუფლება. ეს რაღაც ამოუცნობი ამ არსებებსაც ეჭქვეშ აგდებს. სიკვდილის მიმართ შიშმა მათ ცხოვრებაში დიდი გავლენაც კი მოახდინა. მთელი მათი რელიგიური მრწამსი ამ შიშზე დაყრდნობით არის შექმნილი. საკუთარი თავის დარწმუნება იმით რომ სიკვდილის შემდეგ იქნები მარადიული, კარგი მოტივაციაა იმისთვის რომ საკუთარი თავი შეწირო  წარმოსახვით შიშს. მათში ღრმადაა ჩაბეჭდილი გრძნობა რომ სიკვდილი არის ცუდი, სიცოცხლე კი კარგი, სიკვდილის შემდეგ მარადიული ნეტარება ან ტანჯვა  არის მათი მცირე ცხოვრების მთავარი საფიქრალი. ამაზე ყოველთვის მეცინება ხოლმე, ძალიან მაინტერესებს მათი ღმერთი სად არსებობს, რომელ სამყაროში თუ განზომილებაში, ან სადაა მათი სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეს უბრალოდ მირაჟია, არარსებულობა რომლითაც თავი გაიტენეს. ისინი ისედაც მარადიულები არიან, სამყაროში არაფერი არ ქრება, ყველაფერი უსასრულო ჯაჭვშია ჩაბმული. ყველაფერი რაც კვდება ისევ აღდგება, ოღონდ არა მათი ერთ ერთი კულტურის მიხედვით, როცა სიკვდილის შემდეგ რეიკარნირებ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ეგ უფრო ახლოსაა ვიდრე მირაჟი. ამ არსებებისთვის დამახასიათებელია პომპეზურობა და ყველაფრის გაზვიადება. ყველა სწავლებაში ძალიან დიდი როლი უკავია ეგრეწოდებულ “ამქვეყნიურ ცხოვრებას”(თითქოს სხვა ქვეყნიური ცხოვრება არსებობდეს) ანუ შენი მომავალი ბედი დამოკიდებულია შენს ცხოვრებაზე, თითქოს ამ ცხოვრებით მომავალი ცხოვრების განსაზღვრა შეგიძლია. დაბადებამდე რა იყო არავის არ ახსოვს, რადგან არაფერი არ იყო ანუ ყველაფერი იყო, სამყაროს მთელი არსიც ეს არის არაფერი ნიშნავს ყველაფერს და ყველაფერი ნიშნავს არაფერს. თავად სამყაროც არაფრისაგან წარმოიშვა. როდესაც არსებობს ერთი არსება საკუთარი კონკრეტული სახელით და გვარის, სიკვდილის შემდეგ ის კვდება როგორც პიროვნება, სამუდამოდ. შეიძლება მისი სხეული ებმება უწყვეტ ჯაჭვში, მაგრამ მან იცხოვრა საკუთარი ცხოვრებით და სიკვდილის შემდეგ ეს კონკრეტული პიროვნება აღარ იარსებებს. უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით თუ ის დაიბადება კიდევ, ეს ის კონკრეტული ადამიანი აღარ იქნება, დაბადების შემდეგ სხვა პიროვნება ხარ, სხვა ცხოვრების გზით, ინტერესებით, აზროვნებით, წარმატებით. ისევ გადის დრო, სამყარო კიდევ უფრო იცვლება, ფართოვდება, ლამაზდება. ჩემი  პაწაწუნებიც იცვლებიან, მათი ტვინიც იცვლება. უამრავი ცვლილება განიცადეს, ბევრი რამ გამოიარეს, წლები პერიოდებადაც კი დაყვეს, სისტემაში მოაქციეს წარსული, ცალსახად  განვითარდნენ, როგორც გონებრივად , ისე ფიზიკურად და თავისთავად მათი ცხოვრებაც შეიცვალა. ამან მათ მიმართ რწმენა გამიჩინა. მომწონს ის რასაც ისინი ამბობენ, რასაც აკეთებენ თუ წერენ. ნუ ეს უმრავლესობას არ ეხება, მართალია, მაგრამ გამორჩეული ინდივიდების რიცხვი ნამდვილად გაიზარდა. სამყაროს კვლევაც კი დაიწყეს, კოსმოსით, მზის სისტემით, პლანეტებით და ბუნებით დაინტერესდნენ. მეცნიერება ყველა დიდი მიღწევაა ალბათ, მათ ყველა მიღწევათა შორის.  დროის გასვლასთან ერთად ისინი უფრო და უფრო ვითარდებოდნენ, მათმა გონებრივმა შესაძლებლობებმა პიკს მიაღწია, მათ იმაზე უფრო  მეტიც კი იცოდნენ ვიდრე მე. ეს ყველაფერი ისევ დეპრესიისკენ მიბიძგებდა. როცა “ადამიანი” ხარ ყველაფერი ადვილია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სხვანაირად არის. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საშინელების მუზეუმია, სწორედ ეს მიბოძეს ღმერთებმა მე და მხოლოდ მე, უდაბურობა, უსუსურება, გამოფიტვა და უგნურება. ღმერთებმა რომლებიც  არ არსებობენ, მაგრამ გვინდა რომ მათი გვჯეროდეს, რათა საკუთარი თავის პატივისცემა გაგივჩნდეთ, რათა თავმოყვარეობის პიკზე ვიყოთ, რათა იმედი მაინც გვქონდეს, ამ ნაგვით სავსე სამყაროში. “ღმერთები დიდებულნი არიან, მაგრამ ხალხი უფრო დიდებულია, რადგან მათ გულებში იბადებიან ღმერთები და მათ გულებშივე რჩებიან”.  ყველა  კულტურაში ღმერთი ყველაფრის შემძლე, შემოქმედი და უძლეველია, მაგრამ რა იქნებოდა რომ ის მე ვიყო?! მე უსუსური არსება, მე არსებობის კარიკატულა, მე ყოფის აუტანელი სიმსუბუქე. სასაცილოა, ნებისმიერი ჩემი პატარა ჰიბრიდი უფრო დიდებულია ვიდრე მე, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი დამპალი, ცინიკური იდიოტები არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრება გონიათ რომ რაღაცას წარმოადგენენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი წარმოსახვის მიერ შთაგონებული თამაშია, ყველა თავს იტყუებს, რადგან სინამდვილე ზედმეტად რთულია. დრო გადის, სამყარო ფართოვდება, კულტურები იცვლება, “ადამიანები” ვითარდებიან,  ყველაფერი იცვლება, ჩემს გარდა. არ ვიცი რისი დავიჯერო და ვირწმუნო, სამყარო ყოველჯერზე ჩემს უნიათობას მიმტკიცებს, ზოგჯერ მინდა გავიქცე, საკუთარ თავს დავუმტკიცო რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გასაქცევი არსადაა, კარგადაც არაფერია, ყველაფერი ეს ნებისმიერს გააგიჟებს.  როცა სამყაროს შექმნიდან არსებობ, როცა შენთვის დრო არ გადის, ყველაფერი ძალიან რთულია. მშურს ადამიანების, მათ ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი აქვს, შეუძლიათ ის გააკეთონ რაც უნდათ, საკუთარი თავის მოტყუებაც შეუძლიათ, თან ისე რომ ამას ვერც კი მიხვდნენ, მაგრამ საუკუნო ცხოვრებისას ვერაფერს ვერ დაივიწყებ, ყველაფერი ბუმერანგივით გიბრუნდება.  მინდა რომ მოვკვდე, უბრალოდ დავთავრდე, ერთი ბუმ და თამაში მორჩეს, მაგრამ არა, არ შეძლება, ვერ შეიძლება, მთელი ცხოვრება საკუთარი ფანტაზიების დამარცხვინო მონობაში უნდა იყო, დასასრული კი არ არსებობს, საერთოდ არაფერი არსებობს.  დრო ისევ გავა, სამყარო ისევ შეიცვლება, მე კი ალბათ ისევ ასეთი საბრალო ვიქნები. მაგრამ, ერთი რამ მაინც ვისწავლე ადამიანებისგან,  ყველანაირ ტანჯვას აქვს დასასრული, შეიძლება ახლა რაიმეზე დარდობ, საკუთარ თავს ვერ იტან, მაგრამ გავა დრო და ესეც დამთავრდება, ტკივილი კი გამოცდილებად გადაიზრდება,რა თქმა უნდა ისევ მოვა სხვა ტკივილი, მაგრამ მასთან თვალის გასწორება უნდა ისწავლო, სამარადისო ცხოვრებას მხოლოდ მინუსები აქვს, კარგის დანახვა კი შეუძლებელია, ჩემს შემთხვევაში ყველაფერი წრეზე ტრიალებს, მეც სამყაროს ჭკუაზე დავდივარ,  არ ვიცი რაში აწყობს სამყაროს ჩემი არსებობა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს ისიც არ ვიცი. ჩემი მოვალეობა მხოლოდ მორჩილება და უბრალოდ დაკვირვებაა, გინდ გიჟი და გინდ ნორმალური არავის არ ვაინტერესებ, მე ერთადერთი ვარ სამყაროში,მე ვერავინ მხედავს და ჩემი არც არავის ესმის, ყველაზე დიდი “ჯოჯოხეთი” ეს არის ალბათ, სამარადისო ცხოვრება მარტო.  მე მხოლოდ წუწუნიღა დამრჩენია და იმის რწმენა, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია რაც კი არსებობს, თუ ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშნები გაქვს, ესეიგი სამყაროს აწყობს შენი ყოფნა და ალბათ უნდა დააფასო ეს, ჰო ვიცი რომ რთულია, ყველაზე რთული დაფასება და რაღაცის დანახვაა, მაგრამ რჩევის მიღება მაინც ხომ ღირს არსებისგან, რომელსაც სამარადჟამო “ცხოვრება” აქვს მისჯილი.

ქ.წყალტუბოს  #4 საჯარო სკოლის მე12 კლასის მოსწავლე ლალი ჯიქია