იმედი - ანა ტეფნაძე
იმედი - ანა ტეფნაძე

-ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, არა! ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს! არა, მაინც მერამდენე შემთხვევაა უკვე, პირველი რომ იყოს არაფერს ვიტყოდი!_თქვა გაბრაზებულმა მაიკომ და სავარძელში მოკალათდა.

-კარგი რა მაიკო, დამშვიდდი. ხომ იცი, რომ ყოველი მეორე ადამანი შენს დღეშია. შენ გგონია მხოლოდ შენ გეუბნებიან უარს?! ეს ხომ საქართველოა, სხვას რას უნდა ელოდო. რამდენჯერ გითხარი, რომ გავლეიანი ნაცნობის გარეშე სამსახურის პოვნა გაგიჭირდებოდა. შენ კიდე არ მიჯერებდი და ამბობდი რომ ყველაფერს შეძლებდი, საწადელს მიაღწევდი, მაგრამ რა?! არც არაფერი. ისევ ის გულუბრყილო პატარა გოგო ხარ ხუთი წლის წინ რომ იყავი. ოცნებები არ ხდება და ამას უნდა შეეგუო!_გაბრაზებულმა ტასომ დაასრულა საუბარი და მაიკოს წინ დაჯდა. იგრძნო ბრაზისგან როგორ აჩქარებოდა პულსი. გულზე ხელი მიიდო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. მაიკოს თვალებიდან წამოსული ცრემლები გზას მის სახეზე იკვალავდნენ. არიცოდა რა ეთქვა.  არ იცოდა ტასო მართალი იყო თუ არა, თუმცა დაჯერება არ სურდა.

_კარგი რა ტას, შენ ხომ მაინც იცი რამდენს ვშრომოვდი, იმისთვის რომ ნათელი მომავალი მქონოდა და უზრუნველყოფილად მეცხოვრა. ხომ იცი, რომ ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ. ასე რატომ მელაპარაკები? რატომ მიწურავ ყოველგავრ იმედს? არ დავნებდები და კიდევ ვცდი. აი ნახავ სამსახურს მაინც ვიპოვი და ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა!_ამაყად თქვა და ცრემლები მოიწმინდა.

_მე მინდა, რომ ბედნიერი იყო და ამიტომ სიმართლეს გეუბნები, შენ კი დაჯერება არ გინდა. ისევ უაზროდ აგრძელებ ოცნებას. რატომ არ მიჯერებ? ხომ გეუბნები წავიდეთ საქართველოდან იქნებ ბედმა გაგვიღიმოს. აქ დარჩენას და სამსახურის დაუსრულებლად ძიებას არ ვაპირებ. უცხოეთში ნასწავლ ხალხს აფასებენ, საქართველოსგან განსხვავებით. აქ ხომ ,,ნეპოტიზმი მეფობს’’. დამიჯერე, იქ აუცილებლად ვიშოვით შესაბამის სამსახურს. მთელი ცხოვრება ტყუილად ხომ არ შევწირეთ სწავლას? გთხოვ რა მაიკო, წავიდეთ. წავიდეთ და ყველაფერი უკან მოვიტოვოთ. ყველა იმედგაცრუება და ტანჯვა.

_არა, არავითარ შემთხვევაში! _ფეხზე წამოხტა მაიკო. _მე არ ვაპირებ საქართველოს დატოვებას! რაც არუნდა იყოს აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, ოჯახიც აქ გვყავს და მას ვერ დავტოვებთ. იქნებ, გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი, ვინც სამასახურში მიგვიღებს. ყველა ბოროტი ხომ  ვერ იქნება. ნუ გავიწყდება, რომ ამ ქვეყნად კეთილი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მშრომელ ხალხს აფასებენ.

_ღმერთო ჩემო, მაიკო! სჯობს თვალები გაახილო და გაიზარდო. რომელ სუკუნეში ცხოვრობ?! ან რომელ კეთილ ხალხზე ლაპარაკობ?! არიცი, რომ დღეს ყველა თავის თავზე ფიქრობს და სხვა არავინ არადარდებს?! ხომ გითხარი ტყუილად ნუ ოცნებობთქო. რატომ არ ხარ რეალისტი?! დღეს ხალხი, იმდენად ეგოისტია, რომ მათ გარშემო გაჭირვებულებს ვერ ამჩნევენ. არა, უფროსწორად არ ამჩნევენ. არუნდათ და იმიტომ. რომელ კეთილ ხალხზეა საუბარი, როცა ყველა ერთმანეთს ჭორავს. აღარ იციან სხვას ცხოვრება როგორ დაუნგრიონ.სხვის ცხოვრებას ისე აკრიტიკებენ, იმდენად არიან გადართულები მათზე, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის დროც კი აღარ რჩებათ. რომელ კეთილ ხალხზეა საუბარი, როცა ადამიანს პატარა წაკინკლავების გამო მოსაკლავად იმეტებენ. ადამიანებმა ადამიანობა დაკარგეს და ბოღმითა და შურით არსებობა განაგრძეს. გთხოვ შეეგუე, იმ აზრს, რომ ,,აქ არაფერი გამოვა’’. გაუნათლებლები აღწევენ ყველაფერს და შენი მსგავსი განათლებულები სახლში უმუშევრად სხედან. მთელი ცხოვრება სწავლობდი, სწავლობდი და რისთვის?! იმისთვის, რომ იმ ქვეყანაში დარჩე სადაც არ გაფასებენ? გაიხსენე ერთი რა განათლება გაქვს. ჯერ მარტო შვიდ უცხო ენას ფლობ, ამას გარდა წარმატებით დაამთავრე ეკონომიკის, ბიზნესისა და იურიდიულის ბაკალავრიატის ფაკულტეტები. და ამ ყველაფრის შემდეგ, გინდა რომ მთელი ეს შრომა წყალში ჩაყარო და საქართველოში დარჩე?! კარგი, შენი ნებაა, თუმცა მე მივდივარ!_ძლივს დასრულა ტასომ და ღრმად ამოისუნთქა.

_ასე არ არის._მშვიდად განაგრძო მაიკომ._დამიჯერე, არ ხარ მართალი. ამ ქვეყნად სიკეთე ჯერ კიდევ დარჩა, ოღონც ცოტა. ყველა თუ წავიდა, სიკეთეც გაქრება. მაშინ მომავალმა სიკეთის გარეშე არსებობა როგორ უნდა შეძლოს?! რახან რამდენიმე ადამიანი არ აღმოჩნდა კეთილი და სამართლიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მასეთია? არა, ჩემო კარგო, არა. ხომ იცი, ყველას ვერ მოეწონები. ყველას ვერ ეყვარები. ყველა ვერ გენდობა.

_მე კი არა, თავად ღმერთი რომ ჩამოვიდეს დედამიწაზე ის ვერ ეყვარება ყველას._საუბარში ჩაეჭრა მაიკოს.

_აი ხომ ხედავ, შენც კი მეთანხმები. ძლივს რაღაცაში მაინც შევთანხმდით. მე აქ ცხოვრება მსურს. ჩემს ოჯახს გაჭირვების ჟამს მე თუ არა სხვა ვინ ამოუდგება გვერდში?! თან არ ავიცით უცხოეთში როგორ პირობებში მოგვიწევს ყოფნა. იქნებ იქაც გამოჩნდეს ვინმე, ვისაც არ მოვეწონებით. ადამინები განსხვავებულები არიან. ყველაფერს განსხვავებლად ხედავენ და აღიქვამენ. ზოგს, მართლაც ურჩევნია, რომ საკუთარი ნათესავი დაასაქმოს, რაოდენ გაუნათლებელიც არ უნდა იყოს. თუმცა ზოგს და არა ყველას. სხვებს ურჩევნიათ განათლებული ხალხი აიყვანონ, რათა საქმეები წინ წაუვიდეთ. ეს უბრალოდ ადამიანზეა დამოკიდებული._დაასრულა მაიკომ წყნარად და ოდნავ გაეღიმა. ტასო დაფიქრდა. არიცოდა რა ეთქვა. მაიკოს სიტყვებში სიმართლისა და იმედის ნაპერწკალი ერთდროულად დაინახა. უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მაიკომ ტელეფონი აიღო და ნომერს დახედა.

_ვინ არის? _იკითხა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ტასომ.

_არ ვიცი, უცხო ნომერია._უთხრა მაიკომ და ტელეფონს უპასუხა. ქალის ხმაც გაისმა.

_გამარჯობა, მაიკო გადრანი ბრძანდებით?_იკითხა ქალმა.

_დიახ, მე გახლავართ.

_იცით, მე ვაკანსიის თაობაზე გირეკავთ. გავეცანით თქვენს რეზიუმეს და გვსურს ხვალ გასაუბრებაზე დაგიბაროთ, რათმქაუნდა თუ ქცალიათ. ვფიქობ, აუცილებლად შევთანხმდებით და ამ ადგილს თქვენ დაიკავებთ.

_დიახ, დიახ რა საკვიველია მცალია. რომელ საათზე და სად?

_4 საათზე. მისამართს შეტყობინების სახით გამოგიგზავნით.

_კარგი, გმადლობთ.

_შეხვედრამდე მაიკო.

_ნახვამდის._ მაიკომ ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო.

_ვინ იყო? რა გითხრა? რა მოხდა?_ერთბაშად მიაყარა კითხვები ტასომ.

_ის იყო – ვისაც ველოდი, ის მითხრა – რაც მსურდა, ის მოხდა, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით. თურმე ტყულად არ ჩაუვლია ამდენ შრომას. ხომ გითხარი, კეთილი და სამართლიანი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ!

ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანა ტეფნაძე.