ჰეი და იეჰ - ლაშა არჯევნიშვილი
ჰეი და იეჰ - ლაშა არჯევნიშვილი

„თქვენი სახელი?“

„სიმართლე გითხრათ კარგად აღარ მახსოვს. “

„ბატონო, ჩვენ ოქმი უნდა შევავსოთ, ძალიან კარგი იქნება თუ არაფერს დაგვიმალავთ. “

„იცით, მემგონი ჰეი მქვია .“

„ჰეი? “

„დიახ, ბოლოს ასე დამიძახეს . “

„კარგით  მასე  იყოს“  .  პოლიციის თანამშრომელმა კალამი დააწკაპუნა  და ოქმი შეავსო. შემდეგ ისევ ჰეის მიუბრუნდა . „ ბატონო ჰეი, ძალიან გთხოვთ აწი დამოუკიდებლად ნასვამ მდგომარეობაში სახლიდან ქუჩაში ნუ გამოხვალთ. უკვე მერამდენე შენიშვნაა ,შემდეგში სხვა ზომებს მივიღებთ. ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ ,შენობის გარეთ თქვენი შვილი  გელოდებათ მე მას უკვე ველაპარაკე და იცით ის თქვენზე ძალიან ზრუნავს. “

ჰეი სკამიდან ადგა , სკამი ისევ მაგიდის ქვეშ შესწია , თავზე თავისი ცილინდრი დაიხურა და   დუმილით დატოვა ოთახი.

მისი უფროსი შვილი გარეთ იჯდა და უცდიდა ,მაგრამ ტელეფონში ვიღაცას სწერდა ამიტომ იგი ვერ შეამჩნია.

ჰეიმ ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა შვილს და ტროტუარისკენ წავიდა , თუმცა უკნიდან მაინც მოესმა ხმა.

„ჰეი მამა ! დამიცადე . “

ბიჭი რამდენიმე წამში დაეწია.„ მამა წამოდი ფეხით გავისეირნოთ .“

„არა მირჩევნია სახლში წავიდეთ , სეირნობა გუშინაც მეყო .“

„შენ რა გუშინდელი დღე გახსოვს?“

„არა . მაგრამ ვიცი , პოლიციელმა მითხრა. “

„კარგი, როგორც შენ იტყვი. მანქანას ეხლავე მოვიყვან“ ……

„აბა  როგორხარ მამა, წიგნს როდის მორჩები უკვე ძალიან აგვიანებ, ბევრი ელოდება ახალ ნაწილს.“

„სხვა თემაზე ნუ მელაპარაკები და თავს ისე ნუ მაჩვენებ თითქოს არაფერი მომხდარა. არა მართალია არაფერი მომხდარა ,მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის. შენ ნამდვილად არ გსიამოვნებს ,არა ?მამაშენი, რომ შარში ეხვევა.  რათქმაუნდა სამსახურში რას იტყვიან, რომელ კლიენტს უნდა მიხედოს მამამისისთვის ვერ მიუხედიო. მე თუ მკითხავ სულაც არ არის საჭირო ,, კარგ“  ადვოკატს ,,კარგი “ მამა ჰყავდეს.“

შვილმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. „რათქმაუნდა არ მსიამოვნებს და ისიც არ მესიამოვნა ,რომ გუშინ მთელი დღე შენს ძებნაში გავატარე. არც ამ ყველაფრის პოლიციელებთან მოგვარებაა სასიამოვნო და არც ის ,რომ ამ ყველაფრის მერე შენი საყვედურები უნდა ვისმინო.“

ჰეის რაღაც გაახსენდა ის რაც თითქოს მშვიდად მიიღო, მაგრამ სინამდვილეში მან ააფორიაქა ყველაზე მეტად.„ მოიცადე, შენ მართლა უთხარი პოლიციელს ,რომ ჩემზე ზრუნავ ?“  ჰკითხა  შვილს.

„კი, რა არის ამაში ცუდი ? “

„ანუ, შენ ფიქრობ, რომ მე დავბერდი?“

„ეგ რა შუაშია? უბრალოდ არ შეიძლება შვილმა თავის მამაზე იზრუნოს ? “

„არა, შენ ნამდვილად ფიქრობ ,რომ დავბერდი და მე აღარ შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, ამიტომაც მექცევი ამ ბოლო დროს ასე.“  ჰეიმ იცოდა ,რომ შვილი ასე ფიქრობდა ,შეიძლება ვერ აცნობიერებდა ამას , მაგრამ იგი მამამისს მოხუცივით ექცეოდა.

შვილი სულში ადგილს ეძებდა, რომ მოთმინება შეენახა სადმე. თუმცა , ეს ვერ შეძლო ამიტომ გამწარებულმა დაუღრიალა.„შენ  უბრალოდ შარიანი მოხუცი ხარ !“. როდესაც სული მოთმინებისგან დაცალა ისევ დაწყნარდა.

ახლა ჰეის სჭირდებოდა მსგავსი რიტუალის ჩატარება.„ როგორ ბედავ და ასე მელაპარაკები, მორჩა დღეიდან სახლიდან გაგდებ.“

„კი მაგრამ მამა, მე ხომ შენთან უკვე  წლებია აღარ ვცხოვრობ.“

„მაშინ იმ მოახლეს გავაგდებ სახლიდან შენ, რომ მომიჩინე შენ გგონია არ ვიცი ,რომ ყოველღამე გირეკავს და ჩემზე ანგარიშს გაბარებს? ამისთვის კი 10%ით მეტს უხდი . მიდი დროზე  სახლთან მიმიყვანე და მომწყდი თავიდან“ ….

ჰეი  სახლში შევიდა  და მისაღებ ოთაში სავარძელზე  დაეშვა. მას აქამდე არასდროს უფიქრია ,რომ მას უკვე როგორც მოხუცს ისე უყურებდნენ. მან იცოდა ეს ვისი ბრალიც იყო , ამ ყველაფრის თავი იეჰ გახლდათ. იგი დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე ჰეისთან , კარზე მიუკაკუნებდა და არ ასვენებდა , თან საშინელ ფიქრებს მოუტანდა . სწორედ ამ დროს უნდებოდა სასმელი ჰეის და იეჰ  ბედნიერებისგან გაიღიმებდა, საიდანღაც სასმლის ბოთლს გააჩენდა  ,შემდეგ ჰეის სხეულს  დაეუფლებოდა . მაგრამ ეს ასე აღარ გაგრძელდებოდა. არა, ეს ყველაფერი მალე შეწყდებოდა , ჰეი ამას შეძლებდა . მას იეჰ უნდა მოეკლა .მართალია იეჰ დროდარდო ეუფლებოდა , მაგრამ მალე იგი საბოლოოდ მიაღწევდა მიზანს და ერთხელაც მთლიანად დაიპყრობდა, ამიტომ ჰეის რაღაც უნდა ეღონა.  თუმცა, ეს არც თუ ისე მარტივი იყო . პირველ რიგში უნდა დალოდებოდა და ეს ყველაფერი ძალიან ჩუმათ უნდა გაეკეთებინა, რადგან იეჰ-ს ეჭვი არაფერზე გასჩენოდა .თითქოს მუდამ უთვალთვალებდა  და თანაც  ის ხომ ძალიან ჭკვიანი იყო თითქმის ისეთივე ჭკვიანი ,როგორც ჰეი.

ცოტახანში  გვერდითა ოთახის კარი გაიღო , მოსამსახურე იყო . „ბატონო ოთახი მზად არის შეგიძლიათ დაისვენოთ.

„კარგი. ცოტახნით მაღაზიაში გავალ და დავბრუნდები.“ თქვა ჰეიმ და გავიდა.

დიასახლისმა ეჭვნარევი მზერა გააყოლა…….

ჰეი აფთიაქში შევიდა და ფერადი აბები  იყიდა . მას გადაწყვეტილი ქონდა იეჰ მოეწამლა……..

როდესაც სახლში დაბრუნდა დიასახლის უთხრა:„ მე ჩემს ოთახში უნდა ვიმუშაო ,დღეს წიგნის დამთავრებას ვაპირებ და ძალიან გთხოვ ნუ შემაწუხებ“ ოთახში შევიდა და მოიხურა აქეთა სამყაროს კარი . ახლა ეს ოთახი იყო მისთვის მთელი სამყარო, ამ ოთახის გარეთ არაფერი არ არსებობდა . ლოდინი იწყებოდა და ამ მოლოდინთან ერთად ნერვიულობა ,რომელიც ყოველ მნიშვლენოვან საქმეს თან ახლავს ხოლმე. ჰეიმ წიგნის დასასრულის წერა დაიწყო. ეს დასასრული არ იყო ისეთი ,რომელსაც ადრე წარმოიდგენდა , მაშინ როდესაც წიგნის წერა დაიწყო , ვერც შუა ნაწილის წერისას წარმოიდგენდა და ვერც სამი საათის წინ. მთელი ღამე მუშაობდა , ხოლო ის ვისაც ელოდებოდა არსად ჩანდა, შეიძლება მიმხვდარიყო ჰეის განძრახვას.  წერა როცა დაასრულა სათაურის ქვემოთ  დიდი ასოებით დააწერა:,,ავტორი: ჰეი” , ეს მისი ახალი სახელი იყო ძველი მართლა აღარ ახსოვდა, მან გაიღიმა, ამ ახალი სახელით თითქოს ახლიდან დაიბადა. იგი  ადგა წელში გაიმართა და გაიარ-გამოიარა, უკვე საქმეც გამოელია და აღარ იცოდა რით გაეყვანა დრო . საათის ისრების ხმამ საშინლად შეაწუხა, ამიტომ გამწარებულმა ელემენტები გამოაცალა , ახლა მის სამყაროში დროც აღარ არსებობდა…..

გამთენიისას, სანამ მზე თავს ამოყოფდა სიკვდილისფერ ცაზე, იეჰ უკვე ჰეის სამყაროში იყო. ის, როგორც ყოველთვის ჰეის წინ იდგა და იღიმებოდა . ხელში სასმელი ეჭირა . ჰეიმ, როდესაც ის შეამჩნია საშინლად დაიბნა, მაგრამ მის წინ მდგომს, რომ არაფერი შეეტყო სახეზე არაფერი შეიმჩნია და ამ არაფერის შემჩნევა ძალიან გაუჭირდა , მისი განძრახვა მართლაც რთული განსახორციელებელი იყო , იქნებ საერთოთ არც იყო საჭრო ,მაგრამ მას თავისი შვილის სიტყვები გაახსენდა. შემდეგ ყველაფრის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა და იეჰ თავის ნებაზე მიუშვა ,ხელიდან სასმლით სავსე ბოთლი გამოაცალა. იეჰ-ს ეს ძალიან ესიამოვნა და მოემზადა, რადგან მსხვერპლს დაპატრონებოდა. ჰეიმ პირველი ყლუპი მოსვა ,თან შეეშინდა არ დავიწყებოდა საკუთარი გეგმა, ან არ გადაეფიქრა ….

ბოთლი უკვე ნახევრად დაცლილი ქონდა ,როცა იგრძნო რომ იეჰ სხეულში ეჯდა . თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა ,ამჯერად გამბედაობის ჯერი იყო, ამჯერად მიხვდებოდნენ სხვები, რომ იგი ჯერ კიდევ შორს იყო სიბერისგან და მას შეეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება , არ აპირებდა სხვის კისერზე ჯდომას. ჯიბიდან ფერადი აბები ჩუმათ ამოაძვრინა და ერთიანად პირში ჩაიყარა , შემდეგ სასწრაფოდ მოსვა ბოთლიდან სასმელი. ცოტახანში საშინელი დაღლა იგრძნო და საწოლზე მიწვა. მაღლა ანთებულ ნათუურას შეხედა ,რომელიც უკვე ორად ეჩვენებოდა , ხელი ასწია და სინათლის სხივებს თამაში დაუწყო. თანდათან მისი სამყარო უფროდაუფრო პატარავდებოდა, რამდენიმე წუთში კი საერთოდ გაქრა ………

ბოლოს რაც იგრძნო ჰეიმ ეს იეჰ-ის სიკვდილი იყო. გაეღიმა . მან თავისი მისია შეასრულა , მან მოკლა იეჰ…….