გიორგი საჩეჩელაშვილი - უსასრულო კაკუნი (დასაწყისი)
გიორგი საჩეჩელაშვილი - უსასრულო კაკუნი (დასაწყისი)

I

-კაროჩე ერთი დამკვეთია რა ….

კარზე კაკუნი გაისმა.

-გივი იქნება.

-მიდი გაუღე დროზე! მაგან ხო ტვინი შეჭამა რა! ხო ვუთხარი მალე მოდი თქო!

-ეხლა დაიწყებს თავის მართლებას ბიჭი.

-გაუმარჯოს ბიჭებს!! ცოლმა გამიხურა საქმე და ცოტა დამაგვიანდა.

თქვა ზღურბლს გადმობიჯებულმა გივიმ.

-ამას თუ ცოტა ქვია მალადეც შენ!

დათა წამოდგა და ხელი ჩამოართვა ახლადშემოსულს.

-რაღა ახლა მოუნდა შენს ცოლს??

უთხრა ხელის ჩამორთმევის შემდეგ ნოემ.

-რა ვიცი კაცო ეხლა მოუნდა მაინცდამაინც პამპერსი, პური და რავი რა, ძლივს დავაღწიე თავი.

-კარგი გვეყო ბიჭებო! საქმე არ იცდის! რაც მალე მოვრჩებით ჩვენთვისაც კარგი და დამკვეთისთვის ვაბშე კარგი! – თქვა ნოემ სერიოზული ხმით.

-მიდი დაიწყე აბა! რას გვაბარებს ის შენი დამკვეთი?

-მოკლედ ერთი მილიონერი ტიპია. გუშინ დამირეკა კახამ და მითხრა შენთან შეხვედრა უნდა ჩემს უფროსსო. ეგ ხო მაგ ტიპის დაცვაშია და..

-რომელი მილიონერი? გააწყვეტინა გივიმ.

-თუ დამაცდიდი მივიდოდი მანდამდეც! შებღვირა ნოემ.

-კარგით ხო! გააგრძელე ნოე!

-ხოდა ეს ტიპი – გააგრძელა ნოემ – აის კომპანია რომაა!! ფუ შენი! ეხლა დამვიწყდა!

-შენცა ხარ რა! კომპანიის სახელი ვერ გაგიხსენებია და შენ გინდა საქმის გაკეთება?

-გივი თუ გაჩუმდები კარგს იზამ! რაც მოსულხარ სულ შენ ლაპარაკობ. თან დაიგვიანე და მოკეტე! – დაუყვირა ნოემ.

-მე სულ გამშველებელი როგორ გამოვდივარ? მე რომ არ ვიყო დაჭამდით ერთმანეთს.

-ნუ მოკლედ მაგ კომპანიის მთავარი მეწილეა. კობა კეჟერაძე. მაგან შეხვედრა მთხოვა და ქალაქგარეთ შევხვდით. ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თავისი გერის მკვლელობა შეგვიკვეთა რა. მილიონს იხდის ტიპი ღლაპის გაგორებაში.

-და გერი რა ჩემ ფეხებათ უნდა რო მოკლას? – შეეკითხა გივი.

-ქონების ვარიანტში. ცოლიც მდიდარია რა და უნდა მემკვიდრე გააგოროს.

-მაგარი ჩათლახი კაცი ყოფილა!

-შენთვის სულერთი არაა? გააგორებ მაგის გერს და ფულს აიღებ! როგორიც გინდა იყოს. თქვა ნოემ.

-და ეგ გერიო თუ ვიღაცა რამდენი წლისაა?

-იქნება ერთი … 15 ის.

დათა ჩაფიქრდა. რატომღაც არ უნდოდა ამ საქმის გაკეთება, მაგრამ ფულიც ჭირდებოდა ახალი ნარკოტიკის საყიდად.

-და გეგმა როგორია? – ამბობდა გივი და თან სიგარეტის კვამლს ჭერისაკენ უბიძგებდა.

-მოლედ ასე ვიზამთ – დაიწყო ნოემ – ეგ ღლაპი სადღაც დაბადების დღეზე მიდის ღამით. მძღოლი წაიყვანს, მძღოლლი რომელიღაცა იქნებით.მიიყვან, მოშორებით გააჩერებ მანქანას , გადმოვა თუ არა …. ერთ ტიპს ვიცნობ 200 000 გადაუხდი და მკვლელობას დაიბრალებს. დაყაჩაღების მიზნით გააგორა ვითომ…

-დაიცა კაცო – გააწყვეტინა გივიმ – მასე მარტივი თუა სამი კაცი რატო დაგვიქირავა?? ერთიც ყოფნის.

-არ უნდა რომ რამე შეცდომა გაიპაროს. თავს იზღვევს მოულოდნელობებისაგან.

-მძღოლი ვინ იქნება? იკითხა დათამ.

-შენ -თქვა ნოემ – მერე კიდე …. აღარ დაამთავრა ნოემ.

-ძალიანაც კარგი! ვიღაცა ძუძუმწოვარა ბალღის მოკვლაში მილიონი.

გივი ადგა და მომავლის განჭვრეტა დაიწყო. დათა კი სავარძელში გადაეყუდა და ფიქრს მიეცა.

 

 

II

-გამარჯობა!

-გაგიმარჯოს! შენი მძღოლი მე ვიქნები დღეს.

-და თემო სადაა?

-თემო დღეს გაენთავისუფლა. შეუძლოდ გახდა.

-კარგი. მე ლუკა მქვია. შენ?

-დათა. საით წავიდეთ ლუკა?

ლუკამ მისამართი უთხრა და მანქანაც დაიძრა.

-ამ მისამართზე რა გინდა ლუკა?

-დაბადების დღეზე მივდივარ.

-კარგია დაბადეების დღეები. ვისთან მიდიხარ?

-ჩემს მეგობართან.

-გოგო იქნება ასიანი!

-კი გოგოა!

-ვარდებმა გაგთქვეს.

ლუკა გაწითლდა.

-კარგი არ გვინდა ამაზე! – უთხრა დათამ – მეც არ მომწონდა ხოლმე უფროსები გოგოებზე რომ დამიწყებდნენ ლაპარაკს!

-დიდი ხანია მძღოლი ხარ??

-არც ისე.

-ფილმების ყურება გიყვარს??

-კი, მაგრამ წიგნებს ვამჯობინებ.

-მე მირჩევნია ფილმს ვუყურო ვიდრე დღეები ვიჯდე და წიგნი ვიკითხო.

-წიგნი მაინც სხვაა. წიგნის კითხვისას შენ თვითონ ქმნი ფილმს წარმოსახვაში. ფილმი კი მზამზარეულია. ვიღაცის მიერ შეთითხნილი.

-მერე ხომ არსებობს ისეთი ფილმები წიგნის მიხედვით რომაა დაწერილი?

-კი მაგრამ ზუსტად ვერ გადმოსცემს იმას რაც წიგნშია.

-კარგი. რომელი მანქანა მოგწონს???

-ჩემთვის სულ ერთია. მთავარია წინ და უკან მატაროს.

-აი ჩემს მამინაცვალს კიდე ისეთი მანქანები ყავს რომლებიც გარეთ არც კი გამოუყვანია.

-მოგწონს მამინაცვალი??

-კი კარგი კაცია. თბილად მეპყრობა.

ნეტა იცოდე როგორ თბილად. გაიფიქრა დათამ.

-წიგნებზე ამბობდი – დაიწყო ლუკამ – ფილმს მირჩევნიაო, მაგრამ ხომ არის ფილმები რომლებიც წიგნს ჯობია?

-არის, მაგრამ წიგნი მაინც მაგარია. ახალნაბეჭდი წიგნის სუნი ხო უფრო გექაჩება მისკენ. ძველს კი სიძველის სუნი აქვს და ეგეც მაგარია.

-ეგრე კომპიუტერიდანაც შეგიძლია წაიკითხო.

-კი მაგრამ წიგნს როგორც სხეულს შეიგრძნობ. კითხვისას ასოები გაჯაჭვებენ კითხვას და გითრევენ. ერთხელ წავიკითხე კომპიუტერიდან და რაც წავიკითხე, მეგონა ისევ იქ დარჩა და ჩემთან არაფერი გადმოვიდა.

-წიგნებს და ფილმებს შევეშვათ. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, მაგალითად შენზე მომიყევი რაე დათა.

-ზოგადად ადამიანი რაც უფრო ახვევს სხვას თავის პრობლემებს მით უფრო მოსაბეზრებელია ის.

-რაღაც სიბრძნეს გავს.

-ჰა! ჰა! კი მასე გამოვიდა.

ერთხანს ჩუმად ისხდნენ. მერე მანქანა გაჩერდა. ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ლუკა მანქანიდან გადავიდა. ხუთი ნაბიჯიც არ ქონდა გადადგმული რომ ორი კაცი მიუახლოვდა. დათა უყურებდა ლუკას სიკვდილს და ეს სცენა გონების ყველა კუნჭულს უვლიდა და ღრმად ტოვებდა თავის კვალს. ბიჭს ვარდები ხელიდან გავარდნოდა და იქვე ეყარა. დათა გაშტერებული იჯდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როდესაც ნოემ მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა –    საქმე    გაკეთებულია.წადი დათა!!!

მომდევნო დღეებში პრესა , ტელევიზია, ინტერნეტი აჭრელდა მომხდარი ფაქტებით. აჩვენებდნენ ,, მკვლელს’’, მგლოვიარე დედას და ,, მგლოვიარე’’ მამინაცვალს, რომელიც ნიანგის ცრემლებს ღვრიდა.

 

 

III

 

ამის შემდეგ მოსვენება დაკარგა დათამ. ძილშიც ლუკა ელანდებოდა. სადაც იყო ყველგან მისი ხმა ჩაესმოდა, რომელიც ათრთოლებდა დათას სხეულს. სინდისი ქენჯნიდა დათას. აქამდე ეს გრძნობა შეუცნობელი იყო მისთვის. რამდენი კაცის გასაღებაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ სინდისის ქენჯნამ ახლა წამოუარა, ისევე როგორც ძალამოცემული მტერი შეუტევს ხოლმე ახლა უკვე დაუძლურებულ ქვეყანას.

ეს ყველაფერი გაუსაძლისი გახდა. ეიფორიის დროსაც ლუკა ელანდებოდა. ადრე ის რაც წყვეტდა ყველას და ყველაფერს ახლა მისთვის სატანჯველად გადაიქცა. მკვლელობაში აღებული ფული ობოლთა სახლებს ჩამოურიგა, მაგრამ სინდისი მაინც სუსხავდა თავისი ეკლიანი ლახტით. გივისთან და ნოესთან იშვიათად ჩნდებოდა. ისინი ხვდებოდნენ მის უხასიათობას  და ცდილობდნენ რამენაირად გაემხიარულებინათ. მათი დანახვით დათას უფრო ეძალებოდა წუხილი.

დრო ყველაფრის მკურნალიაო, მას კი დრო უფრო უღვივებდა იარას.

საბოლოოდ გადაწყვიტა ვინმესთვის ეთქვა ყველაფერი, მაგრამ ვისთვის? სად აღარ იბოდიალა და შეხვდა ნინოს. ისე თბილად დაიწყო მათი ურთიერთობა, რომ გადაწყვიტა მისთვის მოეყოლა ყველაფერი.

სულელი არ იყო დათა? ვიღაც ორი კვირის გაცნობილ კახპას უყვება როგორ მოკლა, ანდა როგორ მიიღო მონაწილეობა მოზარდის მკვლელობაში. მაგრამ კაცია და გუნებაო. სისულელის ჩადენა ხომ ადამიანის თანდაყოლილი ჩვევაა. წუთისოფელი კი ჩასაფრებულა და ამ ერთი სისულელით ცხოვრებას მართლაც წუთად აქცევდა.

 

 

IV

– აბა რაო ნინუშკა? არ მოვიდა გუნებაზე დათა?

– გუნებაზეც მოვიდა და თანაც ისე, რომ საიდუმლო გამანდო.

– ვა! რა საიდუმლო კაცო. ეგრე შეაყვარე თავი რო უკვე…. ჰა?

ნინო, გივიმ და ნოემ მიუგზავნეს დათას. ცოტა გულს გადააყოლებსო და დაივიწყებს სადარდელსო.

– რა საიდუმლო და ვიღაც ბიჭი მოვკალიო. რაღაცას ბჟუტურებდა.

გივის მკვდრისფერი დაედო.

– მარტომ მოვკალიო? რაო ნინაშკა?

– რავიცი მე? ეგრე იძახდა მოვკალიო.

გივის გულზე მოეშვა.თითქოს მძიმე ტვირთი მოხსნეს და სადაცაა ფრენას დაიწყებდა.

– ჰა!ჰა!ჰა! შენც დაიჯერე არა? კაიფში მყოფის ბოდიალი დაიჯერე? ჰა! ჰა!

– უჰ! კი შემეშინდა და..

 

V

-რა დებილია ეს დათა ა??მოკეტე შე მამაცხონებულო! ფული გაქვს და ყველაფერი. ეხლა შეაწუხა სინდისმა? – ყვიროდა ნოე.

-კარგი ჰო! უნდა მოვიშოროთ! კარგი ბიჭია. ძმასავითაა, მაგრამ თუ ყველაფერი თქვა და თან გაგვიყოლა ჯობს მოვიშოროთ.

-დებილი! რა ჩლუნგია ტიპი!

-ყვირილით ვერაფერს უშველი. უმტკივნეულოდ მოვიშოროთ.

-თავში ტყვია და ეგაა

-რას ამბობ?! შენ ეხლა ცხელ გულზე მოქმედებ. ისე მოვიშოროთ რო ეჭვი ვერავინ აიღოს და თან უმტკივნეულოდ.

-მაინც?

-ნარკოტიკში საწამლავი და ეგაა.

-იმ ბოზმა რაო? ნინოა თუ ჯანდაბა.

-არაფერს არ იტყვის. დავარწმუნე რო ნარკომანის ბოდიალია.

გივიმ ფურცელი აიღო და დაწერა ,,კიდე გიშოვე.“ მერე კონვერტში ჩადო გამზადებულ შპრიცთან