გიორგი საჩეჩელაშვილი - სიკვდილმა კინაღამ სირცხვილით მომკლა
გიორგი საჩეჩელაშვილი - სიკვდილმა კინაღამ სირცხვილით მომკლა

ოდესმე მომკვდარხარ?

ასეთ იდიოტურ კითხვაზე მხოლოდ გიჟი ან ხუმარა ადამიანი გიპასუხებთ.

აი მე კი ერთხელ კინაღამ მართლა მოვკვდი. კინაღამ კი არა იმას რაც შემემთხვა მართლა სიკვდილი ერქვა.

სიკვდილი ყველას რატომღაც მანტიამოსხმული და ცელით ხელში წარმოუდგენია. მეც მინახავს ცელიანი სიკვდილი სოფელში, რომელიც ყანაში სათიბად მიდიოდა. მეზობლები ზედმეტსახელს სიკვდილს ეძახიან. კარგი კაცია, ოღონდ მასზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

სიკვდილი განსხვავებული შეგრძნება ყოფილა. ცოტა მტკივნეულიც და სირცხვილის მომგვრელი. ტკივილი თანდათან გეპარება. თავიდან ძალიან გტკივა, შემდეგ ყველაფერი ყუჩდება,ეგუები, მაგრამ მაინც გეშინია. გეშინია თუ რა განაჩენს გამოგიტანენ ზევით. გაგამართლებენ თუ გაგამტყუნებენ. სამოთხე თუ სასჯელი. ჩემნაირი სიკვდილი, სიკვდილი არა, მაგრამ სიკვდილის ტოლფასი იყო.

ყველაფერი ასე მოხდა:

ბებიაჩემი გაცხარებული შემოვარდა ჩემს ოთახში და თავში ერთი მაგარი წამომარტყა. როგორც მიხვდით ცელიანი სიკვდილი ის იყო. ტკივილსაც მიხვდებოდით. ხოლო სირცხვილი ხელში ეჭირა. ეს ფოტო იყო, რომელიც მეზობელს მაშინ გადავუღე, როდესაც სააბაზანოში იყო შესული და იბანდა. შემდეგ მსაჯული მამაჩემი შემოვარდა და ჩემი გასამართლება დაიწყო. ჩემი მფარველი ანგელოზი, დედა კი ჩემს დაცვას ცდილობდა.

ერთი სიტყვით, სიკვდილის გარეგნობის რა მოგახსენოთ,მაგრამ მწარე ხელი კი ქონია.

გიორგი საჩეჩელაშვილი 17 წლის. 179 – ე საჯარო სკოლის მოსწავლე.