გიორგი საჩეჩელაშვილი - ალქაჯმა ბახუსი შეაკრთო
გიორგი საჩეჩელაშვილი - ალქაჯმა ბახუსი შეაკრთო

 

უკვე თრობაში ვიყავი შესული, როდესაც თავი დავკარგე. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა,როგორც პლანეტა თავის ორბიტაზე. ვტრიალებდი და ვტრიალებდი. თვალწინ მრავალფეროვანი სამყარო გადაშლილიყო. ამ ყველაფერს ღვინო ქმნიდა, რომელიც თავაშვებული დარბოდა ძარღვებში და მთენთავდა. ტვინი კი თავისი თავბრუდამხვევი სილამაზით მოენუსხა და აღარ მემორჩილებოდა. დავქროდი ცაში. არწივები შურის თვალით მიცქერდნენ . სვავებს ერთი სული ქონდათ როდის დამძიძგნიდნენ.სამყაროს გარშემო ვტრიალებდი, ისევე როგორც, ის ტრიალებდა ჩემს თავში. ტვინი გაცოცხლებულიყო და აღარ მემორჩილებოდა. ღვინო ერთგვარი ჯანყის მოთავე იყო და ტვინს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებდა. ქვეყნიერება ჩემს ფერხთით იყო გაფენილი. უფროსწორად ტვინის. ტვინი კი ღვინის ტყვე გამხდარა. მალე მრავალი მოგონება დაიძრა ჩემკენ. ვიფიქრე პირველად ამდენი არ უნდა დამელია- თქო. კაი დროსი იყო!  ფიქრებში ვცურავდი და ისინი ცდილობდნენ თავიანთ გაცოცხლებას ჩემს გონებაში. კანდიდატი ბევრი იყო. თავის დასაღწევად მოგონებებში გავცურე. ცურვისას შხეფები სახეში მხვდებოდა. მოულოდნელად ჩემს წინ მორევი გაჩნდა და ჩამითრია. კიდევ უარესად დატრიალდა სამყარო. მე კი მთლად დასველებული ფსკერისკენ მივექანებოდი…

– ადექი შე სასიკვდილე! უი! უი! წადი დაიძინე! რას გამობეჟვილხარ?

ცოტა გონს მოვედი. წინ ჩემი ცოლი იდგა, ხელში ჭიქა ეჭირა, მე კი სახეზე სისველეს ვგრძნობდი.

– ლოთი ესა!

ყვიროდა ალქაჯი. თავში ხმა ჩაქუჩად გარდაიქმნებოდა და დაუნდობლად მირტყამდა.

 

გიორგი საჩეჩელაშვილი 17 წლის. 179 – ე საჯარო სკოლის მოსწავლე.