გიო მერკვილიშვილი - მახათის სინდრომი
გიო მერკვილიშვილი - მახათის სინდრომი

მობილურის ზარის ხმამ გამაღვიძა და უცებ წამოვხტი, ვუპასუხე და ის ვიღაც, სანამ რამეს მეტყოდა მივახალე არ მოვდივარ-მეთქი, მაგრამ სად არ მივდიოდი დღემდე ვერ გავარკვიე.

-სად ერეკლე და სად ჩემი… ხო კარგად ხარ? – მესმის ტელეფონში მეგობრის ხმა.
-მძინავს, ბიჭო, რა გინდა?
-რვის ნახევარია, რა დროს ძილია. სკოლიდან დამირეკეს, მოდითო. რაღაც საგამოცდო საბუთზე გაქვთ ხელი მოსაწერიო.
-კაი, გამოვალ.
-სკოლის მერე დალევა არ გინდა?
-ფიზიკა მაქ.
-მე ინგლისურს ვაცდენ! – უკმაყოფილო ხმით მითხრა.

სამეგობროში ერთი ქართველი ვაჟკაცი ალბათ ყველას ყავს და სულ დალევას გაიძახის ბოხი ხმით, თან წარმოსახვით ცოლს აგინებს და წვერი არ ამოსდის. ძლივსძლივობით წამოვდექი საწოლიდან და ტანსაცმელი ჩავიცვი, ქვემოთ ჩავედი და ჩემს წარმოსახვით მანქანას თვალი შევავლე, მერე წარმოსახვითი მართვის მოწმობა შევამოწმე ჯიბეში და წარმოსახვითი ცრემლები მოვიწმინდე.
დილაადრიან კარგა გვარიანი გინება ისმოდა, მერე ვიღაც გასაშველებლად ჩაერია, მაგრამ ბოლოს მანაც დაიყვირა, „-ვის აგინებ, შენი…?!“  „-ვის?…მე?…ისინი ხო პიდარასტები არიან იქ რო გამოდიან, შენ კიდე… შენი დედა მოვტყან!“ – ამის მერე გარეთ გამოცვივდნენ და დიდი შვავი ატყდა, მართლაც, ვისი ასანთის ღერი ვის კოლოფში იყო ვერ გაიგებდი.
გვერდი ავუარე და ტაქსში ჩავჯექი, რამდენიმე წუთი წყნარად მივდიოდით, მერე მძღოლმა გამომკითხა ვისი ბიჭი ხარო და სად მუშაობს მამაშენიო, შენ უბანში მაგარ სუფრაზე ვარ ნაქეიფარიო. ამაზე მხოლოდ თავის ქნევით ვპასუხობდი და გაჩუმდა, მერე ისევ დაიწყო.
-რაზე ჩხუბობდნენ შენი მეზობლები?
-ზუსტად არ ვიცი, მგონი იმ აქციაზე ლაპარაკი დაიწყეს და ბოლოს გინებით დაასრულეს.
-იმ აქციაზე? უხ, მაგათი დედა კი ვატირე. გამოდიან ეს პიდარასტები და თავისუფლებას ითხოვენ. ვინ?! რას?! ოხ მაგათი… გაუკეთებიათ კაცებს საყურეები და მოუშვიათ ქალებივით ეს თმა. ერთად უნდა შეყარო მაგენი და დახვრიტო. სად არი ჰიტლერი?! საპონს კი გააკეთებდა მაგათგან, მარა ისე აქვთ ორგანიზმი ნარკოტიკებით მოწამლული, საპონადაც არ გამოდგებიან. ფუი იბიომად. – თქვა და თავი გააქნია. მერე ვუთხარი, თავიანთ სხეულს რასაც უნდათ იმას უზამენ-მეთქი, მაგრამ აღარ გამიგრძელებია, ისეთი სახით შემომხედა, მეგონა თოფს ამოიღებს და მესვრისთქო, მაგრამ ისევ გააგრძელა.
-ქართველობას გვართმევენ! აგერ, ჩინელებიც, ყიდულობენ მიწებს და გვირაბებს აშენებენ, მაგათი დედა ვატირე! – ეს თქვა და ოფლიანი სახე წამოუწითლდა, მერე ვუთხარი აქ გამიჩერეთ-მეთქი და ჩამოვედი. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, აღარც სკოლაში მისვლა მინდოდა და აღარც ვინმეს ნახვა, ამიტომ ფეხით წავედი სადღაც.
გზაში ერთი ძველი მეგობარი შემხვდა, „ზდაროვათი“ მომესალმა და გზა გააგრძელა. ქუჩის კუთხეში ბიჭები იყვნენ საშოვარზე გამოსული და გამვლელებს სიგარეტს თხოვნენ.
საშინელება იყო.
აღარ მინდოდა ყოველდღე საწოლიდან ერთი და იგივე დროს ავმდგარიყავი.
აღარ მინდოდა ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას მოვსულიყავი.
აღარ მინდოდა მომვალის დაწერილ, სრულყოფილ ცხოვრებას მივყოლოდი, როგორც გეგმავდნენ.
მაგრამ ზედმეტად რთული იყო გაუკვალავ გზაზე სიარული, შეიძლებოდა სადმე ჭაობი ყოფილიყო და ჩემს უკან არავინ იქნებოდა, ვინც ხელს მტაცებდა და ჭაობიდან ამომათრევდა, სადაც ბაყაყები და ტრიტონები იყვნენ.
ისევ სახლში წავედი, ტაქსისტებს აღარ გავკარებივარ, არც ჩემი წარმოსახვითი მანქანა იყო სადმე და მართვის მოწმობაც სადღაც გამქრალიყო.
დიდი მანძილი გავიარე ფეხით, ჩემს უბანში რომ შევედი ყველაფერი ჩაწყნარებულიყო, მგინებლებიც დაშოშმინებულიყვნენ.
-რა ხდებოდა ამ დილით? – ვკითხე ბაბუის ტოლა კაცებს, რომლებსაც „საროჩკის“ ღილები ჩაეხსნათ და ამაყად ისვამდნენ ხელებს მამა-პაპურ ბალანზე.
-მოცლილი კაცი მახათში ყვერებს უყრიდაო, ხო იცი?! საქმე არ ქონდათ და იჩხუბეს.
-ვინ და ვინ ჩხუბობდა?
-თენგიზი და მურთაზი. ამ ვირმა თენგიზიმ ბარი აიღო და თავზე გადაალეწა იმ საწყალს.
-და ახლა რას შვება?
-ვინ?
-თენგიზი.
-მახათში უყრის.
-რას?
-ყვერებს.