გიო მერკვილიშვილი - Go Fuck Yourself
გიო მერკვილიშვილი - Go Fuck Yourself

სამყაროს ნანგრევები თავზე მეცემა,
მე კიდევ

ჩემს უაზრო, არაექსტრავაგანტულ წინადადებებს ვაფარებ თავს.

 

საძირკველჩაფშვნილ, მოქრქმრალყავისფრო პრიმიტიულ წინადადებების ქვეშ
უკანალის შეცურებით, წარმოსახვაში ორგაზმის განცდის მცდელობით,
დამპალი სხეულის მომაკვდავ, წამიერ კრუნჩხვას ვღებულობ.

 

შენგან ყოველდღე, განსაზღვრულ საათსა და წუთზე, აფსურდულობის ძირითად მახასიათებლებს ვისმენ.

 

შენს სიახლოვეს,
არყის სუნად აყროლებული “ფლომასტერის” სუნი მცემს,
რომლითაც საკუთარ ტყავზე ბატიფეხურად ფასს იჯღაბნი ხოლმე.

 

სიგარეტგარჭობილმა, თეთრპიჭაკშემოტმასნილმა ჯეელმა გვერდი გაგკრა და ფასის ტრაფარეტი ცალ ლურსმანზე დაეკიდა.

 

შენივე პრეროგატივით მიჭედებულ ლურსმანზე გაზრდილი,
“ფლომასტერის” გაურკვეველი, წაუშლელ სიძველეზე გადაწერილი ორმაგი ფასი, ყოველ უვარგის ფორმალისტს იზიდავს.

 

გადაუფურცლავ წყვდიადში დარჩენილი შენივე თავი,

ტყავშერბილებულ, უსიცოცხლო სხეულზე სისხლის უღიმღამო ნაკვალევი ჩნდება,
რომლის შესახებ თეთრხალათიანი ჯეელისგან იგებ.

 

თანამედროვეობის ერთ თავშესაფარში გამომწყვდეული მეძავების ერფეროვანი,
ფურცელზე ამობეჭდილი კვნესისგან გაძევებულს, მრავალფეროვანი სენი შემეყარა.

 

ფორმალურ მეტამორფოზებით გაჯერებულ საკუთარ ალტერ ეგოში ჩაძირულს,
ჩემივე სიტყვებქვეშ შემალულს,
ასო-ასო მენგრევა საკუთარი თავისგან შექმნილი საკუთარი თავისთვის შესაქმნელად გამოყენებული სიტყვების ნატეხები.