ცისა გოდუაძე - შენ შიზოფრენიკი ხარ - ერთი ორი სამი
ცისა გოდუაძე - შენ შიზოფრენიკი ხარ - ერთი ორი სამი

 

* * *
მე თუ გეტყვი რომ დღეს ღამე დაძინებას არ ვაპირებ და ეს
მრავალგამზომილებიანი ამბავი იმაზე მეტი სიზმარია,ვიდრე ოდესღაც ნანახი დაძინება
შენ,განცვიფრთები არ შემომხედავ და მაინც იტყვი რომ იღლები ჩემს მიერ შექმნილ
‘’ძილში’’ და დაიძინებ .

შენ არ დაგესიზმრები
მე არ დამეძინება
მე ღამეს გავაცილებ და დილის მზეს შევხვდები,ისე თითქოს დავიძინე,დავისიზმრე გავიღვიძე და ეხლა მისი ხილვა მიხარია,ძალზედ მიხარია .

შენ ისევ დიძინებ და არ გაგახსენდება,რომ მზე იმავე დღის ბოლოს მიდის
შორეულ ღრუბლებში და დაიჯერებ იმ შენაირების მოგონილ ფაქტსაც რომ ხვალ ისევ
აღმოცენდება,ისევ გაანათებს და არ გეცოდინება,რომ მზე სხვადასხვაა.
მე შევეცდები დაგარწმუნო რომ მზე სხვადასხვაა
მთვარე სხვადასხვაა
ღრუბლები სხვადასხვაა
მე სხვადასხვა ვარ .
მაგრამ შენ მეტყვი რომ გძინავს და სულერთია სხვა დანარჩენი.
* * *

მე შენ გეტყვი რომ ყოველ ღამე უძილობის დროს მევრად მეტ სიზმარს ხედავ ვიდრე მელატონინის გამოყოფისას,რასაც შენ და სხვა ძილს ეძხით .

მე კი გეტყვი რომ ვდევარ საკუთარი თავის წინ,საკუთარი თავი ჩემს წინ და ასე უსასრულოდ გავყურებთ ღრუბლების ზღვას საიდანაც ზოგჯერ ამოდის და აღმოცენდება მზე  ისევე როგორც მე და აღარსაიდან აღარ ჩნდება მთვარე .გამარჯობავ’ღამევ
მე ისევ შეგიშლი დაძინებაში ხელს და გეტყვი რომ ერთგული ვარ და ღამეს არ ვაძლევ საშვალებას მარტომ დარეჩეს და გაათიოს უსასრულობა რასაც შენ და დანარჩენი ცას ეძახით.

მე ისევ გეტყვი რომ ღამეს მზე უყვარს და ყოველი შენი დაძინებისას ელოდება მის განათებას ციდან,ღამე ვერ აცნობიერებს რომ დღეც თვითონაა .
შენ გჯერა რომ ღამე და დღე ისეთივე საიპრისპირო რამაა როგორიც ძილი და უძილობა
შენ არ იცი რომ უძილობის დროს ბევრად მეტ სიზმარს ხედავ ვიდრე მელატონინის გამოყოფისას შენს ორგანიზმში.

მე შენ გეტყვი
მე შენ გეტყვი
მე შენ გეტყვი
შენ კი მეტყვი – რომ გძინავს,თვალებს ხუჭავ და ფეხებზე გკიდია ყველა დანარჩენი.

ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი.. ხუთი.. ექვსი.. შვიდი.. რვა..  ცხრა  .. ათი

ერთი ორი სამი…
-ქალბატონო თქვენ თვლას სწავლობთ თუ ჩვენ გვითვლით? – თქვა რიგის ბოლოში მდგარმა შუახნის თავზე ნიჟარებ დაყრილმა თეოკრატეულსმა.

‘’შემდეგი’’- თქვა საღაცაიდან წამოსულმა ხმამ და თვლაც დაირღვა.
– სად ვარ ? რატომ ვარ შემდეგი ?
– რა ბანალური ბრძანდებით
– „ბანალური“ – გავიმეორე მისი ნათქვამი სიტყვები და თავი ისე გავაქნიე თითქოს გამკვირვებოდა რაიმე და კითხვა ისევ გავიმეორე ოღონდ ახლა პასუხი კონკრეტული ადმიანისგან ვითხოვე-იმისგან ვინც ბანალური მიწოდა პასუხმა კი არ დააყოვნა
– იქ სადაც მერწმუნეთ არ უნდა იყოთ და მაგ კითხვებით თვლას ნუ დაარღვევთ

გრძელდება და აღარსაიდან არ ისმის გაჩერება  ბოლოს ვდგები ყოველგვარი ციფრებით დაღლილი და ფანჯარსთნა მივდივარ…
ფანჯრიდან ჩანს – არაფერი
ფანჯრიდან იყურება – ჩემი პომპეზურობაში მყოფი ბანალური ხასიათი პიკს აღწევს და ჩემს მიერ აღწერილი ფანჯრის იქეთში მდებარე სამყარო ცოტა არ იყოს მეგოიმება.

მერე ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები და ვუწყებ ერთ კონკრეტულ ჩემს მიერ ამოჩვენებულ,თვალში მოხვედრილ  წერტილს დაჟინებით ყურებას და ველაპარაკები,ოღონდ ვდუმვარ და ისე.ეს წერილების ენაა.ამას შენ ვერ გაიგებ
– ჩემზე ბრძანე ყოველივე,ახალგაზრდავ ? – მკითხა მან.
– ვდუმვარ,ჩემი დუმილი აღწევს ყოველგვარ ჰორიზონტს, ყოველგვარ ზღვარს ყოველგვარ საზღვარს,შენ არ მინდა მომისმინო,შენ არ მინდა ჩემი დუმილი ისმინო მე არ მინდა შენ ჩემს მიერ არჩეულ წერტილს უყურო და .. მე არ მინდა აქ იყო ,თქვი პასუხი.. გთხოვ,ოღონდ არ დადუმდე.
მიპსუხე,გევედრები
– შენობით ნუ მელაპარაკები .

ერთი ..  ორი … სამი .. ოთხი .. ხუთი ..
-ექვსიშვიდირვაცხრაათითერთმეტი
-გცოდნია ყოჩაღ.- უპასუხა მან
-დავიღალე ციფრთათვლით თქვა სივრცეში მჯდომა და ოდნავ მივამსგავსე მას ჩემი თავი,ჩემი დაღლილი თავი
-ჯანდაბა ჩაიგდეთ ენა თქვა მან  და გააცნობიერა რომ არავინ ლაპარაკობდა მის გარდა .მას ამ ულაპარაკობის გაჩუმება სურდა,მერე გავხედე,გავიფიქრე და გავაცნობიერე რომ ეს ტიპი მგავდა, თქვა და გავაცნობიერე რომ ეს ტიპი მე ვიყავი…
და მოვიწყინე.
ამიტომაც გავჩუმნდი,ამიტომაც გავგრძელე ერთ წერტილზე დაჟინებით ყურება ამიტომაც მოუწიათ ჩემს თვალებს აეღიარებინათ, რომ ეს წერტილი ვიყავი თვითონ .
ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი.. ხუთი ..ექვსი..შვიდი.. რვა ..
ლოდინი ყველაზე უსარგებლო და მტკივნეული პოზიცია მაშინ, როცა არ იცი რას ელოდები,უბრალოდ იმდენად გარშემოტყმული ხარ ვაკუუმით არ გძალუძს სხვაგვარად მოიქცე,
სხვა ისედაც რა უნდა აკეთო ამიტომაც გინდა არ გინდა ლოდინის რეჟიმზე ხარ გადართული და ეს შეჩვევის პროცესი იმდენად არ ამრთლებს,მოლოდინს გიყვარდება და უკვე შენც იწყებ
მათსავით :- ერთი.. ორი .. სამი.. ოთი.. ხუთი..ექვსი ..შვიდი.. რვა .. ცხრა და ათი .

-ჯანდაბა :-ვთქვი და შევეცადე თვალი ამერიდებია იმ წერტილზე, რომელსაც უკვე საათობით ვაშტერდები, საათობით ვდუმდდი იმ წერტილზე, რომელზეც ყველაზე ძალიან მინდოდა მეყვირა.მერე შევირხიე, გვერდით მჯობ უსასრულო რიგს გადავხედე და გავიფიქრე:

მოდი შევეცდები დავახრშო ყოველივე პირფერი ხმაური და სასაუბროთ მათ ვიწვევ,ღმერთო ჩემო, როგორი პომპეზურობაა და მეთვითონ მიკვირს ჩემი თავის
მერე ვიღაც დაიღალა და გამომხედა ან მე ჩავთვალე, რომ წერტილის ყურებით დაიღალა სინამდვილეში ჩემით დაიღალა და მასზედ გადმომხედა.
– გამარჯობა -მითხრა მან
– გაგიმარჯოს -ვუპასუხე მე
– რას ელოდები  განაგრძო მან და მე ეს განგრძობითობა მომეწონა ყველაზე ძალიან ამიტომაც ვუპასუხე :- მე მინდა რომ ღრუბელი ვიყო
– რატომ გინდა რომ ღრუბელი იყო.- მკითხა ისევ მან
– რას ელოდები -ისევ ვკითხე მე
– არ ვიცი რას ველოდები . ისიც არ ვიცი ველოდები თუ არა რაიმეს-მიპასუხა მან ოღონდ ამით მაგალითი მომცა პასუხის გაცემის,რომ არ  შემეშინდეს
– ‘’შემდეგი’’-თქვა ვიღაც ‘’ხმამ’’ და უსასრულო რიგი თავისთან იხმო,თავდაპირველად ვერ მივხდი ეს რა იყო მერე გვერდით მჯობ მოსაუბრეს გადავხედე და თვალების ენა მოგეხსენებათ გამომიმუშავდა მითხრა,რომ მე ვიყავი ის შემდეგი . არვიცი რატომ გამიშეშთა ფეხები არვიცი რატომ გამეყინა სხეული არვიცი რატომ არ ავდექი და წავედი იმ წყეულ კაბინეტში
– გეშინია და იმიტომ -მიპასუხა ჩემგან სამი არსებით დაშორებულმა სხვა არსებამ . გეშინია-გაიმეორა მან.გეშინია მასზედ რომ არ იცი იქ რა დაგხვდება
-არ არის ეგრერე- ხმა ამოიღო ჩემგან რვა არსებით დაშორებულმა არსებამ -ის უბრალოდ ლოდინს მიეჩვია და თვლის რომ ყველა რიგი უსასრულოა ამიტომაც იბრალებს რომ გაიყინდა და ეს არ ამოძრავებს
– ეგრე თუა ამას შენ რატომ არ აკეთებ -თქვა ჩემგან თორმეტი არსებით დაშორებულმა არსებამ და ამით თითქოს მე დამიცვა,ან მე მინდოდა უბრალოდ ვინმეს დავეცვი მერე მან განაგრძო:- არც მე მინდა შემდეგი ვიყო.(გაჩუმება)
– მე უბრალოდ მსურს ადგილიდან გავინძრე და მიმართულება ვიცვალო და აღარ მაინტერესებს იქ რა ხდება,ყოველ სხვა შემთხვევაში ვიცი რომ ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს .
მერე ისიც გაჩუმნდა და იძულებული ვიყავი დავფიქრებულიყავი აქ საიდან მოვხდი,ვინ იყვნენ ეს არსებები რომელთა თვლაც აღწევდა ყველა უსასრულობას ყურებზე მაგრად ვიჭერდი ხელს სიჩუმე რომ არ გამეგონდა და ამას ჩემს უსასრულოდ გაწელილ ფიქრებში ხელი არ შეეშალა თუმც ამაოდ აქ მხოლოდ სიჩუმე მდუმარება და უძრაობა ქადაგებდა ყველას და ყველაფერს ამიტომაც იყო იმ ხმის ‘’შემდეგი’’ ს გაგონება ასეთი მძიმე და გამაოცებელი .
– იქნებ მათ ვკითხო აქ რამინდა გავიფიქრე ყოველგვარი აზრისგან თუ კითხვისგან დაღლილმა და გავბედე მათვისაც მეთქვა რაიმე თუმც მეთქვა და აღარ დავეძებდი
– მენ იქნებ გამომხედოთ.მე აქ ვარ,გევედრებით წამით აარიდეთ თქვენი ფიქრები და თვალები წერტილს,ფეხმოდრეკილი გთხოვთ წამით მოარიდეთ ყურები მდუმარებას და ..გეთაყვა იქნებ გამომხედოთ და მითხრათ რომ თქვენც იგვე გაუკვერლობში ხართ როგორშიც მე და მიპასუხოთ იმ მრავალჯერ,ჩემს თავში წარმოთქმულ კითხვაზე – სად ვარ .
– მე აქ ვარ,გთხოვ იგრძენი ეს და არ მთხოვო მოგიახლოვდე – გამცა პასუხი ჩემგან ოცდასამიარსებით დაშორებულა არსებამ
– სად ვარ გავიმეორე მე და ვიგრძენი როგორ უახლოვდებოდა ცრემლები ჩემს თვალებს როგორ მეცვლებოდა ხმის აუღევლებელი დაბალი ტონი და როგორ გადადიოდა ეს კანკალში,ყველა კუნთმა დამიწყო ტკივილი ყველა ძვალი სათითაოდ კანკალებდა და მე ისევ უსასრულოდ ვიძახდი ‘’სად ვარ’’. იმედი მქონდა ამას ყველა რიგში მყოფი გაიგონებდა .
– იქნებ დამშვიდე – მითხრა ჩემგან ოცდათორმეტი არსებით დაშორებულმა არსებამ
– ნუ მამშვიდებ,მე არ ვარ მშვიდი
ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი რვა ცხრა ათი თერთმეტი თორმეტი ცამეტი თოთხმეტი ….. ვითვლიდი და ამით თითქოს შველას ვპოვებდი
– ვსო !! სად ვარ ? თქვა სიშორიდან წამოსულმა ხმამ და დაიკარგა..
ეს ახალი ვინმე იყო ვინამაც არ იცოდა სად იყო ვინამაც ახლახანს გააცნობიერა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე .
– სინამდვილეში აქ მყოფთაგან მხოლოდ შენ არიცი სად ხარ – მითხრა მან
– შენობით ნუ მელაპარაკები – მივუგე მე
– საერთოდ აღარ დაგელაპარაკები – მომიგო მან

*           *            *

მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს,მახსოვს იყო ქაოსი, ბევრი ხმაური და ნაკლები დუმილი ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს წყვდიადში განვიცდიდი სინათლის არ არსებობას, დილის მზეს ვხედავდი თან ვაცნობიერებდი რომ ეს მირაჟის მსგავსი რამ იყო,რომელიც სინამდვილეს არასოდეს დაემსგავსებოდა,მერე ხმაურს მოყვა საუბარი შედარებით დაბალი ტონით ნათქვამი სიტყვები და აღარ მახსოვს საიდან სად დაიწყო იმ სამედისწეროდ განწირულმა არსებებმა თავიანთი ამბების მოყოლა.
– მე სახელი არ მაქვს – ამბობდა ის და გრძნობა მეუფლებოდა რომ სახელთან ერთად საკუთარი თავიც არ გააჩნდა მაგრამ საუბარი არ შევაწყვეტინე და მოსვენა დავუწყე მის საუბარს რომელსაც ხმა არ გააჩნდა,იცი ვაცნობიერებ რომ სიჩუმის გარდა არაფრის ხმა არ მესმის, იცი მე ყრუ ვარ
– მოდი ვითამაშოთ – თქვა მან
– რა ვითამაშო – თქვა ‘’სხვა’’ მან
– ყველამ ის მოვყვეთ რაც აქ მოსვლამდე გადაგვხდა
– მე ბევრი არაფერი მახსოვს ვთვლი რომ წარსული არც გამაჩნია – უპასუხა ხმამ
– მოიგონე
– არა ეგ არ მინდა მყოფნის ის ფაქტიც რომ გამოგონილი ვარ
– ეს არ უნდა გეთქვა – ვუთხარი მე და მეტკინა,ძალიან მეტკინდა ისე მეტკინა რომ ტირილი დავიწყე

მე დავიწყებ – თქვმა სივრცის კუთხეში მდგომმა
– მე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ შიზოფრენიით ვარ დავადებული და ღამით თვალგახელილი ვხედავ სიზმრებს,ზოგჯერ ფანჯარას ვაღებ რომ ისინი გაფრიდნენ მაგრამ ყოველი მცდელობა მათი ჩემს ოთახიდან გაშვებისა ჩემი გადახტომით სრულდება და ამას მაშინ ვაცნობიერებ როცა უკვე ასფალტზე ხელებით დაბჯენილი ვაგდივარ,თან ყურებში მათი ხმა მესმის ‘’ვერ,ვერ იქმნ შენს თავის ტკივლის თუ ეს მე აღარ მსურს’’ და მერე ვდგები,ორ ნაბიჯს გადავდგამ და სახლში გავრბივარ იმ ადგილს ვეცლები სადაც რამოდენიმე წამის წინ თვითმკვლელივით ვეგდე და მივრბივარ,ოღონდ რისგან არვიცი უკან არ მინდა დამეწიოს.
მერე ვაცნობიერებ რომ საკუთარ თავს გავურბივარ და ჩემს ოთხში შესულს საკუთარი თავი მხვდება . მას სძინავს,მშვიდად სძინავს ამაზე გონება მებნიდება,მერე ვიბნევი თვალებს აქეთ იქეთ ვაცეცებ და ყვირილს ვიწყებ,ყვირილზე ეღვიძება ლოგინში მწოლ ჩემს თავს და ჩემი დანახვისთანავე უხეშად თითქოს ვინმე უცნობი ვიყოგაკვირვებით მიწყებს ყურებას ამაზე უარესად ვიბნევი და დაბნეულობისგან ვიწყებ ყვირილს ამის დანახვაზე გაკვირვებული,ჩემი საწოლში მყოფი თავი შიშს მიეცემა და ვიცი არ გიკვირთ თუ გეტყვით რომ,ისიც იწყებს ყვირილს ამ ხმაზე შეწუხებული ის ხმები რომლებსაც ფანჯრიდან გადახტომმდე ვხედავდი გაჩუმებს იწყებს და ჩემში დაუკითხავად სახლდება,მერე აღარ მახსენდება არაფერი გარდა იმისა რომ მეც საკუთარ თავში დაუკითხავად ვწვები და მარადისობის დუმილს მივეცემი შემდეგ ღამემდე ,ერთი ეგ ვიცი რომ ეს ყოველივე დეჟავიუ რომელიც ყოველ ღამ მეორდება, რიგივით უსასრულოა და ყოველღამ ფანჯრიდან ნასროლილ საკუთარ სხეულს გავს რომელსაც მძინრეს ხედავ და გინდა მასში იყო და ნელ ნელა აცნობიერებ რომ შიზოფრენია რომლისიც გეშინოდა შენ თვითონ ხარ და თვითონვე ელაპარაკები შენს თავს რომელიც არ არსებობს და გეშინია…  მე თქვენ მეზიზღებით გთხოვთ ნუ დამღლით კითხვებით მე ის ვარ ვისაც არ უნდა ესაუბრებოდეთ სულ ცოტაოდენ ფსიქოპატი და შიზოფრენიკი თუ არ ხართ,რამეთუ მე არც ვარსებობს .. ფანტაზიის ნაწილი ვარ

– მე არ ვიცი რა მოვყვე,მკვლელი ვარ ერთი ეგ მახსოვს და ვიცი,საკუთარი თავის მკვლელი ვარ უამრავჯერ მყავს მოკლული ან უბრალოდ ეს მცდელობები იმდენად ბევრი და უსასრულო იყო დავიღალე..მცდელობებით დავიღალე არვიცი უკანაკნელად ეს როდის ვცადე მაგრამ მინდა რომ ყოველივე უარყო და ათას მიზეზს ვიგონებ ამისთვის  .
ქუჩში მივდიოდი შემხვდა თვალებიდან ცრემლები წასკდა და სრუვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ ხატავდა მზეს რომელიც არასდორს ენახა და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ ტიროდა საკუთარ თავს რომელიც კარგახნის გარდაცვლილი იყო და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ განიცდიდა მის გარდაცვლილ არსებას სხვაში და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ იდგა ცენტრალურ გზაზე ყველა მანქანისგან გარს შემორტყმული და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ იღვიძებდა დილაობით იმ იმედით რომ მომდევნო დილას თვალებს აღარ გაახელდა და .. სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ უსმენდა ხმაურს და ყურებზე ხელებ მიბჯენილი ითხოვდა შველას და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ იღვიძებდა ყოველ ღამ იმისთვის რომ ღმერთს დალაპარაკებოდა და ყოველი მისი უპასუხობისგან დარჩენილი გაყინული და ატირებული ბრუნდებოდა საწოლში .. ვნახე და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,
ვნახე როგორ ათვალიერებდა ყოველი მზის ამოსვლისას მის გადახსნილ მაჯებს  და სურვილი გამიჩნდა მომეკლა,ვნახე როგორ იყო ის მარტო მაშინ როცა ყოველგვარ კოშმარს გაღვიძებისგან ხედავდა,როცა ეძინა და უამრავი სიზმრისგან გაღვიძებული მხოლოდ ნანახ ილუზიებზე ყვებოდა .. სურვილი გამიჩნდა მომეკლა მაშინ როცა არ ეძინა და ღამეს უთევდა სასთუმალთან დარჩენილ ღამეს,ვნახე როგორ სვამდა ძილის წამლის მთელ ფლაკონს მასზედ რომ თვალგახელს კოშმარები არ ენახა და ვფიცავ მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდა .
ჩემი მოკვლის სურვილი გამიჩნდა,თვითმკვლელობის სურვილი გამიჩნდა , ვუყურებდი, ვხედავდი საკუთრ თავს და სურვილი მიჩნდებოდა მომეკლა… მეცოდებოდა იცი ძალზედ მეცოდებოდა თავი რომელმაც თავისი თავი თვითმკვლელად ვერ გაიმეტა .

მე არა ! ჩემმა მაჯებმა სცადეს თვითმკვლელობა
თქვა და დაასრულა ყოველივე.

– მეც მინდა რომ თავი მოვიკლა – თქვა სივრცეში გაჟღერილმა ხმამ და დაიკარგა ალბად უკვე მოიკლა,მოიკლა საკუთარი ზრახვევბი და ოცნებები
მერე სხვამ დაიწყო თხრობა,ჯერ არ მოკლულმა სხვამ

– ზედმეტად დამღალა საკუთარმა თავმა .როგორი ბანალური და გულისამრევივარ შემიძლია საათობით ვიჯდე და ერთ წერტილს გაშტერებით ვუყურო.ყველაფრისგან დაღლის აღარაფრის თავი აღარ მრჩება,თვით საკუთარი თავის თავიც აღარ მრჩება.ყოველღამ ყველა სიზმარი მესიზმრება.მარტოობა ამოვიჩემე,იმდენად რომ საკუთარი თავის ჩემში ყოფნაც ნერვებს მიშლის.
დაა… ზოგჯერ მღლის კიდევას .
მერე კიდევ სხვამ დაიწყო თხრობა …

ერთი.. ორი ..სამი ..ოთხი ..ხუთი.. ექვსი.. .შვიდი

გამარჯობა ღმერთო – თქვა და ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ იქნებ გაგვერკვია რომელი იყო ჩვენში ღმერთი რომელს მოგმართავდა,თუმც ამაოდ ის თვით ღმერთს მიმართავდა

გამარჯობა ღმერთო
ვბორგავ და გულის ხმაური არ მაძინებს,ჩემი სურვილია თვალები დავხუჭო და აღარ გავახილო,არასდროს.
და ეს მინდა შემისრულო
და ეს არ მაძინებს
და მდუმარებამ დაისადგურა ჩვენსა შინა ..
მერე დიდხანს ვფიქრობდი ნეტავ რატომ ძგერს მისი გული ასე ძალიან რომ არ აძინებს,იქნებ ვკითხო.. არა!! გაჩუმნდი -ვუმეორებ საკუთარ თავს მანამ სანამ თვითონვე არ დაიწყებს თხრობას
– მე ყვავილი ვარ,ლამაზი მინდვრის ყვავილი მე მინდა რომ არასდროს არავინ მომკრიფოს და სხვა ჩემნაირ ყვავილების რიგში არ დამრგოს,მე ყვავილი ვარ პატარა პაწია ყვავილი მე არ მინდა ფესვებს მომჭრან და წამიყვანონ .. მე ყვავილი ვარ ,ყვავილი ვარ პატარა პაწია ყვავილი -იმეორებდა და ტიროდა ის . იმისგამო ტიროდა რომ ყვავილი არ იყო მე კი იმისგამო ვტიროდი რომ ყვავილი ვიყავი .
გუშინ გადამრგეს – განაგრძო მან . გუშინ გადამრგეს და ეხლა აქ ვარ ბალხებმა მითხრეს თუ აქედან წახვალ აღარ ჩათვლი თავს ყვავილადო,ისინი ბალახები არიან მორწყე,მოთხარე,ქოთნში გადარგე,წყალი მოუხსი ,ისინი მაინც ბალახები არიან უბრალო ბალახები რომლებზეც ფეხის დაბჯენას არავინ მოერიდება ..
ხოლო მე რაცარუნდა განმკურნოთ მაინც ყვავილი ვარ,გადამაქციეთ ადამიანად მე არ ვიქმნ შიშს მე ვიტყვი რომ ყვავილის რეიკარნაცია ვარ და გავიღიმებ .

ირგვლივ ბევრი არსებსებისგან შემოკრულს სიცარიელეაა ეს უსასრულო რიგიც დათხელებას მიეცემა და იმის ფიქრს მივეცემი მარტო ყოფნის დროს რას ვიზავ,რას გავაკეთებ
ძალიან ბევრი ვინმეაა აქ უამრავი ზოგჯერ მათ ვითვლი,ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვიწყებ ხოლმე ესე :-ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი .. მერე ვჩერდები მახსენდება რომ თვლა არ ვიცი და თითებს ვუყურებ,ამ თითებს თვალგახელილ სიზმრებში ვხდევა ხოლმე და მეშინია,ეხლა ხშირად ვუყურებ და მივეჩვიე ხშირად ვუყურებ და აღარ მეშინია.შიშს მივეჩვიე და ეხლა ბევრი რამის არ მეშინია თუმც გატყუებ მე უბრალოდ მივეჩვიე მეშინია მაგრამ მივეჩვიე და აღარ მანცვიფრებს აქ ყოფნისას ერთ ერთ მათგანს ვუამბე იმ გრძელი თითების შესახებ და მომიგო რომ ვსტყუოდი რამეთუ ეგრე რომ ყოფილიყო ამას ასე მშვიდად არ მოვყვებოდი,მე არაფერი მიპასუხია არ ვუთხარი რომ ეს შიში მაყრუებდა მადუმებდა და .. მე არაფერი მითქვია იმ შეჩვეულ მოჩვენებითობებზე რასაც ვხდევადი და უბრალოდ დავდუმდი

– მე ეს თამაში არ მომწონს – პრეტენზია გამოთქვა რიგში მყოფთაგან ერთ ერთმა და ყველამ ერთ ხმათ გადავხედეთ ჯერ ერთმანეთს შემდგომ კი მას .
ეხლა რომ ვკითხო რატომ არ მოგწონსთქო ვგონებ არ არის კარგი აზრი თან ეს თამაში მე არ მომიგონებია და შესაბამისად უფლებაც არ მაქვს პასუხის გაცემის,სხვებმაც ეგრე იფიქრეს და ამიტომაც მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია,მერე თვითონ მიხვდა ჩვენს არარაობრივ საქციელს და თვითონვე გასცა მისივე კითხვას პასუხი
– მე უბრალოდ ეს თამაში არ მომწონს ყველას ამბავი ერთმანეთისას გავს –
ამაზეც ერთხმათ გადავხედეთ ერთმანეთს და ერთხმად არაფრად ჩავაგდეთ მისი ნათქვამი.ის გაბრაზდა ოღონდ არ შეუმჩნევია,მერე ფრანგმეტებად მახსოვს როგორ ადგა როგორ გაიარა ჩვენს თვალწინ,როგორ აგვარდიდა ყველას და ყველაფერს თვალი როგორ განადგურებით განვლო ყოველივე და წავიდა .. ჩვენ დიდი ხანი ველოდეთ მას მაგრამ ის უკვე წასული.აღარ ქონდა აზრი  რომ მოსაყოლი ამბები არ გააჩნდა,მან არიცოდა რომ ჩვენ იქ დიდხანს ველოდებოდით და აზრიც არ ქონდა მის დაბრუნებას ამიტომაც შევიზიზღე იქაურობა.ჰომ შეიძლება არსება რომელიც ჩვენგან მიდის მივაძახოთ რომ ველოდებით მანამ სანამ არ დაბრუნდება,შეიძლება ის იყოს განადგურების ჟამს იყოს მყვირალი გაგიჟებული და იყოს მდუმარე თუმც ეცოდინოს რომ ელოდებიან,მაგრამ ყოველივე ამას ვერ ვიქმნთ ჩვენივე არარაობის გამო ამიტომაც მივდივართ და არ ვიცით უკან დაბრუნება ღირს თუ არა ამიტომაც არ ვბურნდებით ამიტომაც მივდივართ და უკან აღარ ვბრუნდებით,ამიტომაცაა რომ აქ ვარ .
აქ ყველას ერთად გვახსენდებოდა რომ რაღაც კანონზე ვიყავით დაყრდნობილი,დაფუძნებულირომ უნდა ვმჯდარიყავით და ხმა არ გაგვეცა არვისთვის რომ  მხოლოდ ერთ წერტილზე გვეწარმოებია დაკვირვება ეს იყო ჩვენი მოვალეობაა და ჩვენი თვალები მხოლოდ ამას ხედავდა.
ჩვენ არ გვსურდა ყოველივე ამისთვის გაგვეძლო ჩვენ არ მოგვწონდა ეს მაგრამ არ ვჯანყდებოდით და მე სწორედ ეს მანცვიფრებდა .
ჩვენ უბრალო ჯაალები ვართ რომლებიც ისე არიან დაპროგრამებულნი არ ძალუძს  სხვა მხარეს გავიხედოთ,ჩვენ არარაობა არსებები ვართ სხვაგვარად არ გვძალუძს სხვა მხარეს გახედვისას გვატკენენ,დაგვსჯიან ჩვენ,ჩვენ აღარ ვიქნებით ესე გვითხრეს რომ ჩვენი თავი ჩვენივე ხელშია და მოსაძებნი აღარაფერი გვაქვს,ამისი გვჯეროდა და ამიტომაც ვიცდიდით უვადო ვადით .
– ნაყინი ვინმეს თუ გინდათ სათხოვნელად ჩემთან ნუ მოხვალთ
– ეს სადღაციდან გადმოცნაურდა
– ნაყინი გინდა
– არა ! – თქვა და უყვირა
– რას მიყვირი ? მაინც არ მაქვს და მაინც ვერ მოგცემ
– მეც მინდა ნაყინი – თავი წამოყო იდეის წამომყენებლისგან ორი არსებით დაშორებულმა არსებამ
– როგორი ნაყინი გინდა – ვკითხე მე
– არვიცი არ მაქვს განასინჯი ნაყინი,ალბად ისეთი რომ შეჭამ და სიტკბოსგან გათბები
მე მქონდა ნაყინი განასინჯი ამიტომაც არ ვუთხარი რომ ნაყინი ცივი რამ იყო,ფიქრი დასრულებული არ მქონდა როცა სხვა ჩვენთაგანმა იმან ვისაც ნაყინი განასინჯი არ ქონდა გადასძახა
– ნაყინი ცივია
და დაასრულა .
უგუნური

მერე ფრაგმენტები იყო უამრავი,ვითიშებოდით და შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდით ადგისამყოფელს.ეს ყოველივე  დიდხანს გრძელდებოდა იმდენად დიდხანს რომ სათვალავი გვერეოდა და ეგრე ვიწყებდით : – თერთმეტი ჩვიდმეტი რვა ოცდასამი ხუთი ორასოცდათორმეტი თოთხმეტი  თექვსმეტი და ნუღა გამაგრძელებინებთ ჩემი ღრმად პატივსაცემი თხოვნაა . ყოველი გათიშვის დროს დათხელებას ეცემოდა რიგი და უსარულოდ დასათვლელი ყველა არსება თანდათან ქრებოდა,ყველა კითხვებს ვყავდით მოცული ვინ სად გაქრა მერე ამკითხვებთან ერთად ის პიროვნებებიც იკარგებოდა ვინც ეს კითხვები დაბადა და ძალზედ ცოტაღა ვრჩებოდით იმდენად ცოტა რომ ერთმანეთის დათვლაც შეგვეძლო რამეთუ ყველა დარჩენილი წერტილის .
საშინლად მტკივნეული იყო ყოველივე,წერტილზე ხშირად ზოგჯერ ერთმანეთს ვუყურებდით
– გამარჯობა,შეიძლება ჩემი წერტილი იყო და უსასრულოდ გიყურო ?
– გამარჯობა,მე არ მინდა დამღლელი გავხდე,ნუ შემომხედავ,გთხოვ
…………………………………………………………………………………………………………………………………………
– თვალები მტკივა აქ რატომ ვარ
– გული მტკივა,ვიცი აქ რატომაც ვარ
– საიდან იცი
– იქედან გამომდინარე რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველას და მათშორის საკუთარ არსებასაც ვატყუებდი,მე ერთხელაც არ შემიხედია წერტილისთვის მასზედ ვიცი სადაც ვარ ამიტომაცაა რომ გული მტკივა,ვგონებ ეხლა გავქრები
– არა გთხოვ – ვთხოვდით ყველა სხვა დანარჩენები
– მე არ მძალუძს – ტიროდა ის
ის გაქრობას მიეცა ეს ისეთივე ცხადი რამ იყო როგორიც თვალგახელილი სიზმრები ჯერ ის თვალები გაუქრა რომლითინაც წერტილს არ უყურებდა და ჩვენს თვალწინ ტიროდა შემდეგ თმები რომლებსაც ნიჟარების სუნი ასდიოდა ბოლოს თვითონვე გაქრა და დარჩა თითები,რომლებსაც ყოველღამ ვხედავდი . მინდოდა ავმდგარიყავი და ჩემივე თითები მის თითებს შეხვედრილიყო მინდოდა ავმდგარიყავი და მის თითებზე მთხვეულიყავი თუმც გავაცნობიერე რომ ეს თითები მეკუთვნოდა მე ..“
– ყოველღამ შენივე თითებს უყურებ -მკითხა იქ დარჩენილთაგან ერთერთმა
– ჩემი თითების რეიკარნაციას – მივუგე მე
– იქნებ შენი თითებია იმ თითების რეიკარნაიცა -მომიგო მან
………………………………………
– თვალებს ვერ ვახელ
– ხელებს ვერ ვგრძნობ
– ერთი ორი სამი … მერე აღარ მახსოვს
– რვა თერთმეტი თექვსმეტი
……………………………………………………….
‘’-შემდეგი ‘’
გაისმა ისევ ის შიზოფრენიისგან დატოვებული ხმა,არავინ ინძრეოდა ყველამ სიჩუმე მოიცვა
ეს ხმა იმდენად ხმამაღალი იყო რომ თვალებზეხელებს ვიფარებდი,ამით არ ვიცი რას გამოვხატავდი თუმცა ის ფაქტი იყო აღსანიშნავი ამას ისევე როგორც მე სხვაც აკეთებდა ..
ნელნელა ვეცადე ჩემი ხელების თვალებიდან დაშორება ნელნელა ქრებოდა ჩემი თვალთა ხედვიდან წერტილი და ჩნდებოდა წერტილები .

ღმერთმანი – წამოვიყვირე მე
– ჩემი თითები მათ თითებს გავს,ვიბნევი და იმ არსების მოყოლილი ამბავივით ყვირილს ვიწყებ,ისინიც მიერთებიან და ბოლოს ჩემს გარდა ყველა ჩუმნდება

მერე ვდგები რამეთუ საკუთარი ტკივილისგან გამოწვეული ყვირილი მღლის და ადგლიდან ვიძვრები,ფეხებს ვდგამ და ფეხები ინერციით მიდიან ერთადერთ კარებამდე რომელიც უსასრულო ოთახშია,კარებს ვაღებ კარის სახელურის ხმა მესმის და აღარ მაჯანყებს საკუთარი მაჯის სიჩქარე აღარ მანცვიფრებს .
ოთახი .
ოთახი გავს იმავე ოთახს საიდანაც გასვლა დავაპირე,ოთახში მხვდებიან ისინი ვინც ოთახის გარეთ დავტოვე,ოთახში მხვდება საკუთარი თავი .

ის დგას და მიყურებს

მე ვდგავარ და ვუყურებ
‘’ვერ იქმნ შენს თავის ტკივილს თუ ეს მე არ მსურს’’

ის დგას და მიყურებს

‘’ერთი ორი სამი .. ოთხი ხუთი ექვსი ‘’

ის დგას და მიყურებს

ნაყინი გინდა ?

ის დგას და მიყურებს

შიზოფრენია გაქვს არა ? ამიტომაც დგეხარ და მიყურებ

ის დგას და მიყურებს
სურვილი გამიჩნდა მომეკლა
ვუყურებდი და სურვილი მიჩნდებოდა მომეკლა .. მომეკლა საკუთარი თავი რომელიც მიყურებდა და დუმილით მელაპარაკებოდა

ის კი დგას და მიყურებს შენ კი დგახარ და სურვილი გიჩნდება მოკლა.მერე დავიღალე იქვე საყრდენ იატაკზე ჩამოვჯექი,ირგვლივ მოვიხედე იმ ჩემი თავის გარდა არავინ იყო:-ყველანი წასულა’’.-წამოვიყვირე მე მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით . ის მაინც იდგა და მიყურებდა ოღონდ მე აღარ ვუყურებდი,მოკვლასთან ერთად სურვილი მიჩნდებოდა მეტირა .
ის თავი შენ ხარ-მითხრა მან , შენ ხარ ხომ ეხლა რომ უყურებ
– აღარ განაგრძო,გთხოვ
– ის დგას და მიყურებს

მერე ფრანგმეტებათ დაშლილი ყველა ამბავი გავაცნობიერე და დილაოგში შესულ საკუთარ თავს ცოტახნით დადუმება ვუბრძანე .
ილუზიაა ყოველივე .
გააცნობიერო რომ ყოველი ნანახი არსება თვითონ ხარ და თვითონვე აკვირდები საკუთარ თავს საათობით და მერე გგონია რომ ეს მრავალწერტილოვანი ამბავია
იმ ვაკუუმშიც მხოლოდ შენ ზიხარ და ისინი ვინც შენთან ერთად ითვლიდნენ ერთმანეთს შენ და შენი Alterago ხართ .

ის უსასრულო რიგი ის ყოველი შენი თავია რომლებსაც დაძინების წინ რიგ რიგობით ისვრი ფანჯრიდან,ასფალტზე დაბჯენილს კი გახსენდება რომ ამას თვითონვე აკეთებ და მერე იწყება ყოველივე,ადიხარ კიბეებზე აღებ ოთახის კარს აღვიძებ იმ შენს თავს და აღმოაჩენ რომ ორივენი უსასრულოდ დაკიდებულ რიგში ხართ .. მერე ელოდებით შემდეგ გადასროლას და …

იღლები
საკუთარი თავითვე იღლები მოყოლას იწყებ ოღონდ ამჯერად თავს მარტოსულად გრძნობ და სხვა არსებებს იგონებ რომ მოგისმინონ მერე ის არსებები აცნობიერებენ რომ სალაპარაკო მათაც აქვთ და ისინიც არ ლამობენ გაჩუმებას
თქვენც და თქვენი Alterago-ები ილუზიის ნაწილი ხართ
მხოლოდ შიზოფრენიისას გხედავენ
სასაცილოა არა ??
– მე არ მეცინება
***
შენ ხარ ის მრავალწერტილიანი ოთახი რასაც ყოველ საათში ხედავ,შენ ხარ ისინი ვისზეც წერ და შენ ხარ შიზოფრენია ამიტომაცაა რომ წარმოსახვითობა იმაზე ბევრად მაგარი რამაა ვიდრე წარმოგიდგენია
***
ხოლო თვითნიერი სიკვდილისთვის აუცილებელი არაა თვითმკვლელობა და თუ ოდესმე თავის მოკვლას გადაწყვეტ ამის შესახებ არ დაფიქრდე თორემ ორჯერ მოგიწევს ფანჯრიდან თავის გადასროლა და ეს მცდელობები რიგივით უსასრულო გახდება .
***
თუ ოდესმე მარტო ყოფნას გადაწყვეტ – ხალხში გადი
***
თუ ოდესმე სიზმრების ხილვა მოგინდება,თვალები არ დახუჭო- საკუთარ თითებს უყურე
***
და ბოლოს … თუ ოდესმე საკუთარი თავიდან წასვლას გადაწყვეტ,შორს არ გაექცე მაინც გიპოვის,გაბია ბოლო ბოლო ,შენივე ილუზიებით გამოგონილ უსასრულო ოთახში გიპოვის და დაგოიმებული დარჩები იმ საკუთარი თავის წინ რომელიც ახლახანს ფიქრებში მოკალი .
შენ შიზოფრენიკი ხარ ერთი ორი სამი …

26.03.2018
ცისა გოდუაძე *