ანა ტეფნაძე - მსჯავრდებული
ანა ტეფნაძე - მსჯავრდებული

-ბატონო ადვოკატო, რამდენჯერ უნდა გითხრათ მე არ მომიკლავს! _ ბოლო ხმაზე ყვიროდა ატირებული ლინდა. სკამზე უღონოდ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

-ლინდა, ასე არაფერი გამოვა. სიმართლე უნდა მითხრა!

-სიმართლე?! რომელი სიმართლე – ისტერიული სიცილი ატეხა. -თქვენ რა გგონიათ გატყუებთ?! გგონიათ რომ ჩემი ქმარ-შვილი მოვკალი? _ ისევ ისტერიულ სიცილს განაგრძობდა, რომელიც ცოტა ხანში ტირილში გადაეზარდა.

-როგორც ვატყობ, არაფერი გამოვა! _ ხელი დაავლო ადვოკატმა თავის “ჩემოდანს”, გავიდა და კარი მაგრად მიიჯახუნა.

ლინდა დროებით საპატიმროში გადაიყვანეს. სასამართლოში ხვალ 8 საათზე უნდა წარდგენილიყო. მასთან ერთად, საკანში, კიდევ რამდენიმე დამნაშავე იჯდა. მან კუთვნილი ადგილი დაიკავა, მუხლებში მოიკეცა და ფიქრს მიეცა.

-ღმერთო, რა გავაკეთო. გთხოვ, დამეხმარე… ჩემი არავის სჯერა… არავის! არ მინდა ღმერთო ასეთი სიცოცხლე. არ მინდა… უსამართლობამ როდემდე უნდა იმარჯვოს სიკეთეზე?!

უდანაშაულო ადამიანები როდემდე უნდა აგებდნენ პასუხს დამნაშავეების ნაცვლად? რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს… მაინც აღარავინ დამრჩა.. ჩემი საყვარელი ადამიანები დამიხოცეს და ამაში მე მადანაშაულებენ… მე! _ამ ფიქრებში იყო გართული ლინდა, როცა უეცრად, “მესაკნეები” თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

მეორე დღეს 6:30 საათზე მოაკითხეს. მისი ჩალურჯებული სახის დანახვისას მასხრად აიგდეს, დასცინეს _”რამდენიც გინდა ამტკიცე შენი უდანაშაულობა, მაინც არავინ დაგიჯერებსო”. წაიყვანეს. მისდა გასაკვირად და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაკიაჟი გაუკეთეს, რათა ჩალურჯებები დაეფარათ.

სასამართლომ ლინდა დამნაშავედ სცნო. ყველა სამხილი მასზე მიუთითებდა, უფრო სწორად, ყველა არარეალური, ვითომდა სამხილი.

ხელებზე ბორკილები დაადეს და კვლავ საკნის გზას გაუყენეს.

სასამართლო დამთავრდა. უსამართლობამ იზეიმა…

როცა გარეთ გამოვედი, დავინახე, თუ როგორ აძლევდა ქრთამს ოპონენტი მხარე მოსამართლეს. მე კი,  მანამ, სანამ ეს ჩემი თვალით არ დავინახე, ლინდა დამნაშავე მეგონა. ჩემი საქმე ვერ შევასრულე. უდანაშაულო ქალი ციხეში გავუშვი. თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლი მუშტით მოვიწმინდე და მანქანაში ჩავჯექი. ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ მას, უდანაშაულო ადამიანს, რომელიც გარემოებების მსხვერპლი გახდა, ციხეში სამუდამოდ არ დავტოვებდი. ამ საქმეს მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შევალიე.

28 წლის შემდეგ მაინც შევძელი მისი უდანაშაულობის დამტკიცება. დიახ, მე ეს შევძელი, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო. რა აზრი ჰქონდა მის სიცოცხლეს. ციხეს სრულიად  დაეუძლურებინა და გაენადგურებინა. ეს ჩემი ბრალი იყო. ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.

ალბათ, ვერც ლინდა ვერ მაპატიებდა…

 

თბილისის 82-ე  საჯარო სკოლის,  მეთერთმეტე კლასის მოსწავლე

                                                                                                                                ანა ტეფნაძე