ანა ტეფნაძე - განსხვავებული
ანა ტეფნაძე - განსხვავებული

დაბადებიდან უსინათლო ვარ,ვერც კი წარმოიდგენთ რა რთულია,როცა იმ გარემოს ვერ ხედავ სადაც ცხოვრობ, როცა ვერ ხედავ ადამიანებს რომლებიც გიყვარს და შენზე ზრუნავენ. არვიცი ბედმა ასე რატომ გამწირა. ჯერ არ დაბადებული, უსუსური, უწყინარი ბავშვი საუკუნო ტანჯვისთვის გამიმეტა. მინდა ყველაფერს ვხედავდე, მინდა სამყაროს აღვიქვამდე, მინდა, მინდა მინდა… დღეს 17 სექტემბერია, ორშაბათი. დღეს პირველად უნდა შევადგა ფეხი ახალ, ჩემთვის უცნობ სამყაროში. მეშინია ჩემი თანაკლასელების აზრის. არ მინდა ჩემი განსხვავებულობის გამო საზოგადოებისგან გარიყული ვიყო. სკოლამდე დედამ მიმიყვანა, ხოლო კლასამდე მასწავლებელმა მიმაცილა. შევედით თუ არა, ბავშვებს ჩემი თავი წარუდგინა და დამეხმარა ჩემი ადგილის პოვნაში. ჩემს გვერდზე სასიამოვნო ტემბრის მქონე გოგონა იჯდა. დაჯდომისთანავე მომესალმა.

-გამარჯობა ნატა, მე ლიკა ლომსაძე ვარ.

-სასიამოვნოა შენი გაცნობა ლიკა. – ასაკის სიმცირის მიუხედავად, მოზრდილებივით გავიცანით ერთმანეთი.

-ნახე რა ლამაზი კალამი მაქვს!_აღტაცებით მითხრა და ნივთი გამომიწოდა.

-ლიკა.იცი…მე…მე…მხედველობასთან პრობლემები მაქვს._ძლივს ამოვღერღე და თავი მორცხვად დავხარე დაბლა.

-მაპატიე…მე არ ვიცოდი…_ხმაში უხერხულობა შევატყვე ლიკას.

-არაუშავს. _ვუთხარი და თბილად გავუღიმე.

მაშინ 6 წლის ვიყავი. დღეს კი 18 წლის ვარ და თვალის ოპერაციას ვიკეთებ. მე და ლიკა იმ დღიდან მოყოლებული საუკეთესო მეგობრები ვართ. ახლაც ჩემს გვერდითაა. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუ როგორია გარეგნულად ის, თუმცა მერწმუნეთ, მასზე თბილი, კეთილი, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი არასოდეს მინახავს. ექიმი მეძახის. საოპერაციომდე ლიკას მივყავარ. მე კი შვდივარ იმ იმედით, რომ იქიდან თვალახელილი გამოვალ. გამოვალ და სამყაროს მოვივლი. ყველაფერს ვნახავ, რისი ნახვაც მსურს, რაც აქამდე უნდა მენახა. საკითხავი მხოლოდ ეს არის – „გამოვალ კი თვალახელილი“?!

თბილისის 82-ე საჯარო სკოლის XI კლასის, 15 წლის მოსწავლე: ანა ტეფნაძე