ალექსანდრე გუნია - მოემის არა, სხვა თეატრი
ალექსანდრე გუნია - მოემის არა, სხვა თეატრი

– ხოდა მაგას გეუბნები მეც რო,  ძალიან მაგარი გამოვა მაგას რო ეროვნული სამოსი ეცვას, და ის რო უთხრას.
– მერე თუ შენც მაგას ამბობ, რაღას მეჩხუბები ჰაა?
– რავი, იდეაზე ჩავიწიკლე და ფორიაქს თავი მივეცი.
– ჰაჰ, ფორიაქს თავი მივ… მოიცა.
პაუზა არ არის. მიდის ყველაფერი ხოშიანად.
– დიალოგით რატო დაიწყეე?
– ვაიმეეე – წაშლილ სახეზე, გადაკისერმხარბარკალკურტუმებული ქათამივით შემოირტყა მარჯვენა ხელი. ცაციაა და ვაკის პარკში ნაპოვნ სადირიჟორო ტოტს, მარჯვენა ხელის სარკისებურ თითებს არ აშორებდა ხოლმე როცა აქ იყო.
ამჯერად მცირე პაუზა.
– კარგი, კარგი ამ ერთხელ არაუშავს, მაგრამ სხვა შემთხვევაში თავიდან დავიწყებთ. კარგი… ლევან გავაკეთოთ მეორე ეპიზოდის სიტყვაც, ცოტა ბრაზი დამანახე რა ბრააზიი.
სცენას ამოწეული თაღი არ ჰქონდა, ამიტომ სქელფარდიანი კულისიდან დაიწყო კარნახი, რახან რეპეტიცია იყო ოდნავ ხმამაღლა.
– კაი დავიწყეთ ოღონდ ემოციურად ცოტა.
ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, სანამ ეს ჩემი სულისშემკვრელი და მუცელმომძრობი პატარა ამბავი მოხდებოდა.
– ეს ყველაფერი ამიტომ მოაწყოო?
– ეს რაღაც ამიტომ მოაწყო ხოო? – ომახიანად, ხელის ქნევის თანხლებით, თქვა ლევანამ.
– საგადასახადოდან იქნება
ცოტა დაცხრა.
– საგადასახადოდან იქნება
–  გადიხარ
– გადიხარ!
– არა კაცო, სცენიდან გადიხარ.
და აქ აღმომხდა სული, უკანაც იყო სკამები თორე უეჭველად გადავყირავდებოდი.
– კარგი, კარგი შესვენება!
და უცებ კულისებიდან ხმა გაისმა
– … მიირთვი კიტკეტი.
გარეთ გავედი. სასადილოსთან, დახლზე დავაწყე წყრთები სამი პი მეორედი რადიანი  კუთხით გამყიდველის მიმართ. ლევანა შემოდის, ალბათ კარგ ხასიათზე არაა, თორე მისი წარბების, შორიდან დანახული თოლიის ფორმას, როლში შეჭრას ვერ დავაბრალებ. და მოჰყვა უკან ჩვენი საძმოს სპილბერგა. მიუჯდა კოკა-კოლას პლასტმასის მაგიდასთან და დუმბაძისეული სევდანარევი იუმორით გაუბა საუბარი.
იერიც სპილბერგს რო მოუხდებოდა ისეთი. ჩემი თვალებიც დაფოკუსირდა მის გუგებზე და ვინაიდან წარმოსახვით გამოსახულებას მარტო ეს ფანტაზიორი თუ დაინახავდა, დავკმაყოფილდი სამმეტრიანი ჰოლივუდური კადრის ჰორიზონტით.
უცებ ლევანა მეტაფორულად შეხტა და აირტონ სენას რო შეშურდებოდა ისეთი სისწრაფით მიახალა კვერცხ… კი არა და კითხვა.
– ანუ ეს ულვაშები მოვიპარსოო? არ უხდება ხოო?!
– უნდა მოიპარსო აბა რა არი ეს, ცხრის ოცი წუთივით რო გაქ.
გეგონება ეწყინაო გავარდა ეგრევე მოსაცდელში.
და მერე ნელ-ნელა ფეხთა თრევით მიახლოვდება სპილბერგა და ოდეს მოიწია, ახსენა სამგზის სახელი ჩემი და მე მარქუ ხუაშიადადრე ვითარმედ ხამს შეცვლა ამისა უბანძესისა და თან სამგზის გადაწერილისა სცეინარისი. როლში შეჭრა მარტო დროებითაა კარგი, თორე აგერ
გადავვარდი არქაიზმებში. თუმცა სპილბერგამ მალევე ჩამჭიდა ხელი და ამომათრია, მერე უცებ მეუბნება:
– ასე არაფერი გამოვა რა
– ასე როგორ?
– არ მოგბეზრდა ეს თეატრი?
– და შენ რატო მოგბეზრდა?
– რატო და მთელი ცხოვრება ფილმების გადაღება მინდოდა და არა მიწისქვეშა თეატრის სცენარისტად მუშაობა
– ოჰ, გაამბიციურდა ბიჭი
– იტოგში, ვსიო რა კინოლოგი უნდა გავიჩითო
– ეგ ძაღლებზეა ბიჭო, კინოზე კი არა
– ააა ხო, ის უნდა მეთქვა… რა ჰქვია კაცო? კინოს რო ტოგრაფავს.
– კინემატოგრაფი
– ჰო, ჰო ანტისკლეროზანტიც არ მაწყენდა
– მართალი ხარ
– თან რამე ემოციური მინდა რაა, სიკვდილი და დრამა. თოვლი ხო ძაან რომანტულია და მთვარე ხო ყველა სიმღერაშია სადაც სიყვარულზეა ტექსტი? ჰოდა წარმოიდგინე მთვარის შუქზე რო თოვდეს ხო აფეთქდები რომანტიკულობით საერთოდ.
– კაით რაა, მარტო სევდაა კარგი ემოცია, ან რა არი ეს სიკვდილზე და სიყვარულზე გადაღება ტრენდია?! თუ სიცილი არაა ემოცია?! გადამრევთ თქვენ. რაც გინდა ის ქენი, ვინც გინდა ის აპიარე და ვინც შენ გინდა იმან მართოს თეატრი…
მის სერიოზულ ჩაფიქრებულ სახეს რომ ვუყურებდი ამ გაბრაზებულზე უფრო და უფრო მეცინებოდა, დერეფანში გავედი და თავის ოცნებებთან მარტო დავტოვე. ლევანა გამოდის საგრიმიოროდან Gillet-ით  ხელში და ჟაკეტი აცვია. დღეს ბევრი წელი მომემატა…

დასასრულს კი მე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიწონოთ ჩემი ბლოგი, გამოიწეროთ ჩემი იუთუბ არხი და გამომყვეთ ინსტაგრამზე.

 ალგორითმ კრეატივი.

 

 

 

 

ავტორი: ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N 42 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე გუნია, 15 წლის