ზაზა ასლანიძე
ზაზა ასლანიძე

ზაზა ასლანიძე  დაიბადა 1969 წელს.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების განხრით.

1996 წლიდან აქვეყნებს ესსეებს, წერილებს, სტატიებსა და მოთხრობებს სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ პერიოდიკაში (გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“,გაზეთი „ახალი შვიდი დღე“, ჟურნალები – „მნათობი“, „არილი“).