ვენდი ვასერშტაინი
ვენდი ვასერშტაინი
პოპულარული ამერიკელი დრამატურგი ვენდი ვასერშტაინი 1850 წელს ბრუკლინში დაიბადა. გოგონა 12 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა. 1971 წელს მან დაამთავრა  Mount Holyoke კოლეჯი, ხოლო შემდეგ შემოქმედებითი წერა შეისწავლა City College-ში. 1973 წელს სწავლა იელის უნივერსიტეტში სცენარისტის ფაკულტეტზე გააგრძელა. ვენდი ვასერშტაინის პირველივე პიესას “Uncommon Women”, რომელიც 1977 წელს Phoenix Theater-ში დაიდგა, დიდი წარმატება ხვდა წილად. მასში აღწერილი იყო კოლეჯის კურსდამთავრებულთა შეკრება, რომელიც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა შემდეგნაირად აღწერა: „სასაცილო და ირონიული სპექტაკლი, თუმცა, სიცილის...

პოპულარული ამერიკელი დრამატურგი ვენდი ვასერშტაინი 1850 წელს ბრუკლინში დაიბადა. გოგონა 12 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა. 1971 წელს მან დაამთავრა  Mount Holyoke კოლეჯი, ხოლო შემდეგ შემოქმედებითი წერა შეისწავლა City College-ში. 1973 წელს სწავლა იელის უნივერსიტეტში სცენარისტის ფაკულტეტზე გააგრძელა.

ვენდი ვასერშტაინის პირველივე პიესას “Uncommon Women”, რომელიც 1977 წელს Phoenix Theater-ში დაიდგა, დიდი წარმატება ხვდა წილად. მასში აღწერილი იყო კოლეჯის კურსდამთავრებულთა შეკრება, რომელიც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა შემდეგნაირად აღწერა: „სასაცილო და ირონიული სპექტაკლი, თუმცა, სიცილის მიღმა ახალგაზრდების დაბნეულობა და იმედგაცრუება იფარება იმ სამყაროს მიმართ,რომელიც კოლეჯის გარეთ დახვდათ.“

კარიერის დასაწყისში, ვენდი ვასერშტაინის განუზომელმა კომედიურმა ნიჭმა და მისი პიესების პოპულარობამ გარკვეულწილად გადაფარა ის პრობლემები, რომელთა შესახებაც ის თავის პიესებში საუბრობდა. მისი პიესა “The Sisters Rosensweig” დიდი წარმატებით დაიდგა ბროდვეიზე, რადგან „ის ქალმა ქალების შესახებ დაწერა.“ როდესაც ვენდიმ საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებისთვის პრემია  Tony მოიპოვა პიესისთვის “Heidi Chronicles,” ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

ვენდი ვასერშტაინი პუბლიკამ გაიცნო, როგორც კომედიური ჟანრის დრამატურგი, მაგრამ ამას გარდა ის არის ღრმა რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის მწერალი. თავის პიესებში ის თავისი თაობის სახელით ლაპარაკობს და 1960 და 1970-იანი წლების ამერიკის პრობლემებს ასახავს. ვენდი ვასერშტაინი ძირითადად გონებამახვილ, განათლებულ, აქტიურ ქალებს ხატავს. მისი პიესები ეხება მთელი იმდროინდელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების წინაშე მდგარ საკითხებს.  მას ამ კუთხით, ნამდვილ პიონერად მიიჩნევენ.

ვენდი ვასერშტაინის პიესები  დაიდგა და დღემდე დიდი წარმატებით სრულდება ამერიკის პოპულარულ თეატრებში, მათ შორის ბროდვეიზე. მას ასევე დაწერილი აქვს კინოსცენარები, რომელთა მიხედვით ჰოლივუდში ფილმებია გადაღებული.

ვენდი ვასერშტაინს მიღებული აქვს მრავალი პრემია და ჯილდო, მათ შორის გუგენჰაიმის სტიპენდია და პულიცერის პრემია დრამატურგიაში პიესისთვის „ჰაიდის ქრონიკები“.

პიესების გარდა, ვენდი ვასერშტაინს გამოქვეყნებული აქვს ესეების ორი კრებული, რომანი და საბავშვო ნაწარმოებები.

ვენდი ვასერშტაინი 2006 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად ბროდვეი ნაწილობრივ ჩააბნელეს.

მეტი მაჩვენე ნაკლები