შტეფან ვაკვიტცი
შტეფან ვაკვიტცი
შტეფან ვაკვიტცი (Stephan Wackwitz) – გერმანელი მწერალი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი 2012-17 წლებში. დაიბადა 1952 წელს შტუტგარტში. სწავლობდა გერმანისტიკას, ისტორიასა და ფილოსოფიას მიუნხენსა და შტუტგარტში. მუშაობდა ლექტორად ლონდონის სამეფო კოლეჯში. 1986 წლიდან გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომელია, ხელმძღვანელობდა გოეთეს ინსტიტუტს შემდეგ ქალაქებში: ნიუ დელი, ტოკიო, მიუნხენი, კრაკოვი, ბრატისლავა, ნიუ-იორკი, თბილისი, მინსკი. სხვადასხვა ქალაქში ცხოვრებისა და მუშაობის კვალდაკვალ ყოველთვის ეწეოდა სამწერლობო მოღვაწეობას. წერდა რომანებს, ესეებს. მისი შემოქმედების წამყვანი თემაა ოჯახური ისტორიე...

შტეფან ვაკვიტცი (Stephan Wackwitz) – გერმანელი მწერალი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი 2012-17 წლებში. დაიბადა 1952 წელს შტუტგარტში. სწავლობდა გერმანისტიკას, ისტორიასა და ფილოსოფიას მიუნხენსა და შტუტგარტში. მუშაობდა ლექტორად ლონდონის სამეფო კოლეჯში.

1986 წლიდან გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომელია, ხელმძღვანელობდა გოეთეს ინსტიტუტს შემდეგ ქალაქებში: ნიუ დელი, ტოკიო, მიუნხენი, კრაკოვი, ბრატისლავა, ნიუ-იორკი, თბილისი, მინსკი. სხვადასხვა ქალაქში ცხოვრებისა და მუშაობის კვალდაკვალ ყოველთვის ეწეოდა სამწერლობო მოღვაწეობას. წერდა რომანებს, ესეებს.

მისი შემოქმედების წამყვანი თემაა ოჯახური ისტორიები, სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქზე დაკვირვება. 2014 წელს გამოაქვეყნა რომანი „სამყაროს დავიწყებული ცენტრი – გზად თბილისს, ერევანსა და ბაქოს შორის“. ამჟამად ცხოვრობს ბერლინში და თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალებთან.

მეტი მაჩვენე ნაკლები