რობერტ მენასე
რობერტ მენასე
რობერტ მენასე (Robert Menasse) – ცნობილი ავსტრიელი მწერალი, ესსეისტი, მთარგმნელი დაიბადა 1954 წ. ვენაში. სწავლობდა გერმანისტიკას, ფილოსოფიას და პოლიტიკურ მეცნიერებებს. იგი არის რამდენიმე რომანისა და უამრავი ესეისტური თუ პუბლიცისტური ნაწარმოების ავტორი. რობერტ მენასე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავგამოდებით იცავს ევროპულ იდეას, მხარს უჭერს ევროპულ რესპუბლიკას, როგორც რეგიონების და არა ნაციონალური სახელმწიფოების კავშირს. ამავე დროს იგი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირის ნაკლოვანებებს. მისმა ბოლო რომანმა „დედაქალაქი“ გერმანული წიგნის პრემია დაიმსახურა. ეს არის პირველი რომანი...

რობერტ მენასე (Robert Menasse) – ცნობილი ავსტრიელი მწერალი, ესსეისტი, მთარგმნელი დაიბადა 1954 წ. ვენაში. სწავლობდა გერმანისტიკას, ფილოსოფიას და პოლიტიკურ მეცნიერებებს. იგი არის რამდენიმე რომანისა და უამრავი ესეისტური თუ პუბლიცისტური ნაწარმოების ავტორი.

რობერტ მენასე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავგამოდებით იცავს ევროპულ იდეას, მხარს უჭერს ევროპულ რესპუბლიკას, როგორც რეგიონების და არა ნაციონალური სახელმწიფოების კავშირს. ამავე დროს იგი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირის ნაკლოვანებებს. მისმა ბოლო რომანმა „დედაქალაქი“ გერმანული წიგნის პრემია დაიმსახურა. ეს არის პირველი რომანი, რომელიც ევროკავშირზე დაიწერა. მასში მწერალი აღწერს ბრიუსელის ბიუროკრატიას და ააშკარავებს, რომ უტოპიაა იმაზე ოცნება, რომ ისტორიის გაკვეთილები საზოგადოებას დაეხმარება უარი თქვას ნაციონალურ და სახელმწიფოთაშორის დავებზე. იგი, როგორც პროფესიონალი ისტორიკოსი, ცდილობს იტვირთოს განმანათლებლური მისია, თუმცა ევროპის მომავალთან  დაკავშირებით მისი პროგნოზები საკმაოდ მძიმეა.

მეტი მაჩვენე ნაკლები