რეიმონდ კარვერი (1938-1988) – ცნობილი ამერიკელი მწერალი, დაიბადა ორეგონაში. 1941 წელს მისი ოჯახი ვაშინგტონის პატარა ქალაქ იაკიმაში გადავიდა საცხოვრებლად.
რაიმონდისთვის გარდამტეხი გამოდგა 1958 წელს ჯონ გარდენერის შემოქმედებითი კურსის გავლა. გარდენერმა გააცნო იმჟამინდელი ლიტერატურული პროცესის მთავარი მიმართულებები და ღირებული ტენდენციები. მანვე დაავალა სტუდენტებს წაეკითხათ ჰემინგუეი, ჩეხოვი, ფოლკნერი. შემდეგომში ამ მწერლებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს კარვერის შემოქმედებაზე.
რეიმონდმა ჰუმბოლთის სახელმწიფო კოლეჯი დაამთავრა. 60-იანი წლებიდან კარვერი ლექსებსა და მოთხრობებს უკვე პატარ-პატარა ლიტერატურულ ჟურნალებში ბეჭდავდა, მაგრამ ჯერ მაინც საკუთარი ხმის ძიებაში იყო.
1967 წელს მისი მოთხრობა „თუ შეიძლება, წყნარად იყავით“, რომელიც შევიდა კრებულში „1967 წლის საუკეთესო ამერიკული მოთხრობები“ .
1981 წელს გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული – „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ“, რომელმაც კარვერს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მას მინიმალისტ მწერალს უწოდებდნენ, თუმცა თავად თავს პრეციზიონისტად თვლიდა.
რეიმონდ კარვერმა უამრავი ლიტერატურული ჯილდო, პრემია და მკითხველთა და კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა.
1985 წელს გამოქვეყნდა კარვერის პოეტური კრებული Where Water Comes Together with Other Water, ხოლო 1986 წელსUltramarine.
რეიმონდ კარვერი 1988 წლის 2 აგვისტოს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
მეტი მაჩვენე ნაკლები