პაპუნა გიორგაძე
პაპუნა გიორგაძე – დაიბადა 1991 წელს, ქალაქ ქუთაისში, 6 წლის ასაკიდან დღემდე მოყოლებული ვარჯიშობს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში, ასპარეზობდა აკრძალულ ბრძოლებში, სადაც მისი ბალანსი 15 გამარჯვება და 0 მარცხი გახლავთ. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 4 წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო წელს გამოცდა არ ჩააბარა და დიპლომი არ აიღო. ლექსებს იშვიათად წერს, თუ კითხავ, გიპასუხებს რომ ან სპორტსმენია, ან მწერალი, არც ერთ შემთხვევაში პოეტი. არა იმიტომ, რომ არ მოსწონს თავისი ლექსები, უბრალოდ ასე პასუხობს. ამჟამად, ცხოვრობს ქუთაისში, ორ ძაღლთან, ერთ კატასთან და შეყვარებულთან ერთად.
მეტი მაჩვენე ნაკლები