ოლანი ბიწაძე
ოლანი ბიწაძე

ოლანი ბიწაძე – დავიბადე 1999 წლის 1 იანვარს ქ. ჭიათურაში. 2021 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ახლა იმავე უნივერსიტეტში ვსწავლობ ლიტერატურათმცოდნეობის, ტექსტოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

სკოლის ასაკიდან ვმონაწილეობ სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებსა და პროექტებში, ვარ რამდენიმე მათგანის გამარჯვებული+. ჩემი მოთხრობები დაიბეჭდა კრებულში ,,იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ და ,,სუფთა ფურცელი“ (სულაკაურის გამომცემლობა). ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში (,,ცისკარი“, ,,დებიუტი“, ,,ანდამატი“, ,,ლიტ. საქართველო“, ,,ლიტ. გაზეთი“).