ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი
გერმანულენოვანი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში 2003 წლიდან ცხოვრობს. იგი დაიბადა 1983 წელს თბილისში. თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ფილმის რეჟისურას სწავლობდა, ჰამბურგის თეატრალურ აკადემიაში – თეატრის რეჟისურას. წერა პიესებით დაიწყო, რომელთაც თვითონ დგამდა ჰამბურგის ჰალიას თეატრში, გიოტინგემის გერმანულ თეატრში და სხვა, მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში. მისი პიესები უამრავი პრემიით აღინიშნა. მან 2010 წელს გამოსცა თავისი პირველი რომანი “ჟუჟა” და მაშინვე მიიპყრო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება. ეს რომანი გერმანიის 2010 წლის ბესტსელერთა სიაშ...

გერმანულენოვანი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში 2003 წლიდან ცხოვრობს. იგი დაიბადა 1983 წელს თბილისში. თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ფილმის რეჟისურას სწავლობდა, ჰამბურგის თეატრალურ აკადემიაში – თეატრის რეჟისურას. წერა პიესებით დაიწყო, რომელთაც თვითონ დგამდა ჰამბურგის ჰალიას თეატრში, გიოტინგემის გერმანულ თეატრში და სხვა, მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში. მისი პიესები უამრავი პრემიით აღინიშნა. მან 2010 წელს გამოსცა თავისი პირველი რომანი “ჟუჟა” და მაშინვე მიიპყრო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება. ეს რომანი გერმანიის 2010 წლის ბესტსელერთა სიაში მოხვდა და მის ავტორს გერმანული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ადალბერტ ფონ შამისოს პრემია მიენიჭა. 2011 წელს გამოვიდა ნინო ხარატიშვილის მეორე რომანი “ჩემი ტკბილი ტყუპისცალი”, რომელმაც ავტორს არანაკლები წარმატება მოუტანა. გერმანულმა კრიტიკამ იგი შეაფასა, როგორც “თანამედროვე კლასიკა”, იგი წლის ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელეს და გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემიით დააჯილდოვეს. 2011 წლის სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით ნინო ხარატიშვილი დასახელდა იმ 100 ქალს შორის, რომლებიც გერმანიის მომავალს განსაზღვრავენ.

განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ნინო ხარატიშვილის მესამე რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“ (2014), რომელიც 1275 გვერდზე ჯაშების გვარის 6 თაობის მაგალითზე გადმოცემული საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიაა, დაწყებული მეფის რუსეთიდან, ოქტომბრის რევოლუციის, მსოფლიო ომების, სტალინიზმის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდების ჩათვლით, ვიდრე 2007 წლამდე. ხოლო მეოთხე რომანი „კატა და გენერალი“ 2018 წლის გერმანული წიგნის პრემიის  (Deutsches Buchpreis) შორტლისტში მოხვდა.

მეტი მაჩვენე ნაკლები