დავიბადე 1989 წლის 17 აპრილს წალენჯიხაში. დავამთავრე ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე კიევის სლავისტიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე საქართველოს უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2015 წლიდან ვმუშაობ ტელე-რადიო კოპანია “ოდიშში”; მაქვს საავტორო გადაცემა “თეზისი” ლიტერატურაზე და რადიო გადაცემა “ხელოვნების სივრცე”, რომელიც თანამედროვე პოეზიას უწევს პოპულარიზაციას. 2018 წლიდან ვარ ლიტერატურულ ჟურნალ “ებგურის” რედკოლეგიის წევრი. “ებგური” ქალაქ ზუგდიდში გამოიცემა. ვარ ლიტერატურული ფესტივალის “f5”-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფესტივალი შარშან ჩატარდა ზუგდიდში და ტრადიცულად ყოველ ზაფხულს გაიმართება.
2018 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა ჩემი პირველი პოეტური კრებული “დონორი” ზვიად რატიანის რედაქტორობით. ამავე წელს კრებულმა “დონორმა” მიიღო ლიტერატურული პრემია “წინანდალი”. ვცხოვრობ ზუგდიდში, მყავს მეუღლე და ორი შვილი.
მეტი მაჩვენე ნაკლები