ლუიზ გლიკი
ლუიზ გლიკი

ლუიზ გლიკი 1943 წლის 22 აპრილს,  ნიუ-იორკში დაიბადა. მან ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო,  თინეიჯერობაში კი ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც რამდენიმე წელი ძირითადად ფსიქოთერაპიაზე იყო კონცენტრირებული. მიუხედავად ამისა, მან სკოლა მაინც დაამთავრა და პოეზიის ვორქშოფები ჯერ კოლეჯში, ხოლო შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიარა.

2003-2004 წლებში ლუიზ გლიკი იყო ამერიკის პოეტი-ლაურეატი, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და ჯილდო, მათ შორის პულიცერის პრემია (1993), წიგნის ეროვნული ჯილდო (2014).
2020 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა.