ხათუნა მზარელუა დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი და ფრანკოფონი პოეტია. პროფესიით ფილოსოფოსია. ჟურნალისტურ საქმიანობას 2001 წლიდან ეწევა. თანამშრომლობდა ჯერ მოდის, ხელოვნებისა და ცხოვრების სტილის ჟურნალ „ამარტასთან“, სადაც მიჰყავდა რუბრიკა თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, შემდეგ კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჟურნალ „არაბესკთან“. ამჟამად გამოსაცემად ამზადებს თავის პირველ წიგნს თანამედროვე ცეკვაზე – „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე). ხათუნა მზარელუას გამოცემული აქვს ფრანგულ ენაზე დაწერილი ორი ლექსების კრებული: „შეყვარებული ხეები“ (2017) და „ვარდების ბაღში დაწერილი“ (2020). ამ კრებულებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ მყოფმა, 1915 წელს დაარსებულმა ფრანგულმა ასოციაცია „ფრანგულმა რენესანსმა“ ის დააჯილდოვა ფრანკოფონული ღირებულებების ოქროს მედლით.
მეტი მაჩვენე ნაკლები