ირინა ნეუპაკოევა
ირინა ნეუპაკოევა
ირინა გ. ნეუპაკოევა (Ири́на Григо́рьевна Неупоко́ева)  (1917 ლებედინი, უკრაინა – 1977 მოსკოვი, რუსეთი) – საბჭოთა ლიტერატურათმცოდნე, მოსკოვის გორკის სახელობის მსოფლიო ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (1957-1977). მამამისი ბოლშევიკი გრიგორი გრინკო, შემდგომ სსრკ-ს ფინანსთა სახალხო კომისარი, 1937 რეპრესიებს შეეწირა. თვითმხილველთა გადმოცემით, მისმა ქალიშვილმა, იმ დროისათვის ისტორიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის სტუდენტი იყო, სტუდენტურ მიტინგზე მამამისის სიკვდილით დასჯას მისცა ხმა. დაამთავრა ინსტიტუტის ლიტერატურული ფაკულტეტი. 1956 წელს დაიცვა ...

ირინა გ. ნეუპაკოევა (Ири́на Григо́рьевна Неупоко́ева)  (1917 ლებედინი, უკრაინა – 1977 მოსკოვი, რუსეთი) – საბჭოთა ლიტერატურათმცოდნე, მოსკოვის გორკის სახელობის მსოფლიო ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (1957-1977).

მამამისი ბოლშევიკი გრიგორი გრინკო, შემდგომ სსრკ-ს ფინანსთა სახალხო კომისარი, 1937 რეპრესიებს შეეწირა. თვითმხილველთა გადმოცემით, მისმა ქალიშვილმა, იმ დროისათვის ისტორიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის სტუდენტი იყო, სტუდენტურ მიტინგზე მამამისის სიკვდილით დასჯას მისცა ხმა. დაამთავრა ინსტიტუტის ლიტერატურული ფაკულტეტი. 1956 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „პერსი ბიშ შელის შემოქმედება. რევოლუციური რომანტიზმის ესთეტიკური პრინციპების საკითხისათვის“. მრავალტომეული „მსოფლიო ლიტერატურის ისტორია“ გამოცემის მომზადების ინიციატორი.

მუშაობდა საკითხებზე: თანამედროვე ლიტერატურათა ურთიერთზემოქმედება (1959), მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის რევოლუციურ-რომანტიკული პოემა – ჟანრის ტიპოლოგიის მცდელობა (1963), ევროპული რომენტიზმის საერთო ნიშნები და მისი ნაციონალური გზების თავისებურებანი (1973), მსოფლიო ლიტერატურის ისტორია – სისტემური და შედარებითი ანალიზის პრობლემები (1976).

მეტი მაჩვენე ნაკლები