ინგებორგ კაიზერი
ინგებორგ კაიზერი
ინგებორგ კაიზერი – დაიბადა 1930 წლის 7 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ნოიბურგში. 1960 წლიდან ცხოვრობს შვეიცარიაში, ბაზელში. დღემდე აქტიურად ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლობო საქმიანობას. არის შვეიცარიის მწერალთა კავშირის წევრი, ასევე შვეიცარია-გერმანიის პენ-კლუბისა და  ბაზელის ხელოვანთა საზოგადოების წევრი; გამოცემული აქვს არაერთი პოეტური და პროზაული კრებული და რამდენიმე რომანი – ქალი-თოჯინა, მკვლელობა და შიში, ალვას სახეები და ცისარტყელა; არის მრავალი პიესისა და რადიოდადგმის ავტორი. გარდა ურიცხვი სამწერლობო სტიპენდიისა, ინგებორგ კაიზერს მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შვეიცარიული დ...

ინგებორგ კაიზერი – დაიბადა 1930 წლის 7 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ნოიბურგში. 1960 წლიდან ცხოვრობს შვეიცარიაში, ბაზელში. დღემდე აქტიურად ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლობო საქმიანობას. არის შვეიცარიის მწერალთა კავშირის წევრი, ასევე შვეიცარია-გერმანიის პენ-კლუბისა და  ბაზელის ხელოვანთა საზოგადოების წევრი; გამოცემული აქვს არაერთი პოეტური და პროზაული კრებული და რამდენიმე რომანი – ქალი-თოჯინა, მკვლელობა და შიში, ალვას სახეები და ცისარტყელა; არის მრავალი პიესისა და რადიოდადგმის ავტორი. გარდა ურიცხვი სამწერლობო სტიპენდიისა, ინგებორგ კაიზერს მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შვეიცარიული და გერმანული ლიტერატურული პრემია.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები