აზერბაიჯანელი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი. რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორია. იგი თავის თხზულებებს ორ ენაზე, აზერბაიჯანულად და ქართულად წერს, შესაბამისად აზერბაიჯანულიდან ქართულად და ქართულიდან აზერბაიჯანულად თარგმნის. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია შვიდი სატელევიზიო და ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელთაგან ერთის ეკრანიზება სახელმწიფო შეკვეთით აზერბაიჯანში განხორციელდა, ხოლო მეორე თურქმა კინემატოგრაფისტებმა გადაიღეს. აზერბაიჯანის თეატრებში სხვადასხვა დროს მისი ოთხი პიესა დაიდგა.
იმირ მამედლი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. მას ასევე ნაყოფიერი მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის მიენიჭა მაჩაბლის პრემია და დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (აღსანიშნავია, რომ იმირ მამედლიმ ორიგინალიდან თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“). იგი აგრეთვე გახლავთ აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის სუამის პრემიის ლაურეატი.
მეტი მაჩვენე ნაკლები