ჰერტა მიულერი
ჰერტა მიულერი

ჰერტა მიულერი (Herta Müller – 1953) – მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (2009). დაიბადა რუმინეთის გერმანულოვან სოფელ ბანატში, დაამთავრა ტიმიშოარეს უნივერსიტეტი რუმინული და გერმანული ფილოლოგიის განხრით;

1976 წლიდან მუშაობდა მთარგმნელად ქარხანაში, საიდანაც 1979 წელს გაათავისუფლეს რუმინეთის სპეცსამსახურებთან („სეკურიტატე“) თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო; მუშაობდა საბავშვო ბაღში.

1982-1987 წლებში დედასა და ქმართან, მწერალ რ. ვაგნერთან, ერთად გადავიდა გფრ-ში და დასახლდა დასავლეთ ბერლინში; წერს ლექსებს, პროზას, არის აგრეთვე მხატვარი, ფოტოგრაფი.