ჰანა არენდტი
ჰანა არენდტი
ჰანა არენდტი Hannah Arendt  (14.10.1906 ჰანოვერი, გერმანია – 4.12.1975 ნიუ-იორკი, აშშ) – ებრაული წარმოშობის გერმანულენოვანი ავტორი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე. გაიზარდა კენიგსბერგში, შეისწავლა ფილოსოფია, თეოლოგია და ბერძნული ენა. 1933 წ. წავიდა ემიგრაციაში. 1940 წლამდე მუშაობდა ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, პარიზში. 1941 წლიდან აშშ-შია, თავიდან იყო თავისუფალი ჟურნალისტი, შემდეგ რედაქტორ-კორექტორი, მოგვიანებით – ორგანიზაციის „Jewish Cultural Reconstruction“ მმართველი. როგორც თვითონ ამბობდა, იგი იყო „მოხეტიალე სტუდენტი“ – სწავლობდა პოლიტიკურ თეორიებს...

ჰანა არენდტი Hannah Arendt  (14.10.1906 ჰანოვერი, გერმანია – 4.12.1975 ნიუ-იორკი, აშშ) – ებრაული წარმოშობის გერმანულენოვანი ავტორი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე. გაიზარდა კენიგსბერგში, შეისწავლა ფილოსოფია, თეოლოგია და ბერძნული ენა. 1933 წ. წავიდა ემიგრაციაში. 1940 წლამდე მუშაობდა ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, პარიზში. 1941 წლიდან აშშ-შია, თავიდან იყო თავისუფალი ჟურნალისტი, შემდეგ რედაქტორ-კორექტორი, მოგვიანებით – ორგანიზაციის „Jewish Cultural Reconstruction“ მმართველი. როგორც თვითონ ამბობდა, იგი იყო „მოხეტიალე სტუდენტი“ – სწავლობდა პოლიტიკურ თეორიებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 1963 წლიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია, 1967 – ნიუ-იორკის  სოციალური კვლევების  ახალი სკოლის გამოსაშვები ფაკულტეტის (დღეს: New School University) “უნივერსიტეტის პროფესორი”. მას ეკუთვნის უამრავი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ნაშრომი იმ წინაპირობათა შესახებ, სადაც შესაძლებელი ხდება პოლიტიკური საქმიანობა თუ ქცევა (მათ შორის: “ტოტალური ძალაუფლების ელემენტები და საწყისები“, 1955; “Vita activa”, 1958). იგი არის აგრეთვე ავტორი სკანდალური წიგნისა იერუსალიმში გამართული აიხმანის პროცესის შესახებ. 2012 წელს მასზე გადაიღეს ფილმი: ჰანა არენდტი (რეჟისორი — მარგარეტა ფონ ტროტა, მთავარ როლში — ბარბარა ზუკოვა).

მეტი მაჩვენე ნაკლები