ფილიპ როთი
ფილიპ როთი
ფილიპ როთი (1933-2018) – ცნობილი ამერიკელი მწერალი, 31 წიგნის ავტორი, უამრავი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. მისი რომანებიდან აღსანიშნავია „ამერიკული პასტორალი“ „ჩემი ქმარი კომუნისტია“, „ადამიანური ლაქა“, „დიდი ამერიკული რომანი“, „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“, „შაბათის თეატრი“, ტრილოგია „დაბორკილი ცუკერმანი“ და სხვ. როთი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის ნაციონალური წიგნის პრემიით, სამჯერ ფოლკნერის პრემიით, ხოლო რომანმა – „ამერიკული პასტორალი“ (1997) მას პულიცერის პრემია მოუტანა. 1998 წელს თეთრ სახლში გადასცეს „ხელოვნების ეროვნული მედალი“, 2002 წელს კი მიიღო ამერიკის ხელოვნებ...

ფილიპ როთი (1933-2018) – ცნობილი ამერიკელი მწერალი, 31 წიგნის ავტორი, უამრავი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.

მისი რომანებიდან აღსანიშნავია „ამერიკული პასტორალი“ „ჩემი ქმარი კომუნისტია“, „ადამიანური ლაქა“, „დიდი ამერიკული რომანი“, „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“, „შაბათის თეატრი“, ტრილოგია „დაბორკილი ცუკერმანი“ და სხვ.

როთი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის ნაციონალური წიგნის პრემიით, სამჯერ ფოლკნერის პრემიით, ხოლო რომანმა – „ამერიკული პასტორალი“ (1997) მას პულიცერის პრემია მოუტანა. 1998 წელს თეთრ სახლში გადასცეს „ხელოვნების ეროვნული მედალი“, 2002 წელს კი მიიღო ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის უმაღლესი ჯილდო – „ოქროს მედალი მხატვრულ ლიტერატურაში“.  2011 წელს ფილიპ როთი ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა. 2013 წელს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, „საპატიო ლეგიონის ორდენი“ დაიმსახურა. იგი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზეც.

მეტი მაჩვენე ნაკლები