ფილიპ დიკი
ფილიპ დიკი
სამეცნიერო ფანტასტიკისა და დისტოპიური ჟანრის პოპულარული ამერიკელი მწერლის, ფილიპ კინდრედ დიკის მემკვიდრეობა 44 გამოქვეყნებულ რომანსა და 121 მოთხრობას შეადგენს. თავის შემოქმედებაში ის ისეთ თემებს ასახავდა, როგორიცაა ალტერნატიული რეალობა, დისტოპია, სიმულარკა, ავტორიტარული სახელმწიფო და ა.შ. ფილიპ დიკი 1928 წლის 16 დეკემბერს ჩიკაგოში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კალიფორნიაში გადავიდა.  კალიფორნიის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, კერძოდ კი პალატონის  შესწავლის შემდეგ ის მივიდა დასკვნამდე, რომ გარკვეული თვალსაზრისით, სამყარო ბოლომდე რეალური არ არის. შეიძლება ითქვას, რომ რეალურსა და ირეალურ სამყა...

სამეცნიერო ფანტასტიკისა და დისტოპიური ჟანრის პოპულარული ამერიკელი მწერლის, ფილიპ კინდრედ დიკის მემკვიდრეობა 44 გამოქვეყნებულ რომანსა და 121 მოთხრობას შეადგენს. თავის შემოქმედებაში ის ისეთ თემებს ასახავდა, როგორიცაა ალტერნატიული რეალობა, დისტოპია, სიმულარკა, ავტორიტარული სახელმწიფო და ა.შ.

ფილიპ დიკი 1928 წლის 16 დეკემბერს ჩიკაგოში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კალიფორნიაში გადავიდა.  კალიფორნიის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, კერძოდ კი პალატონის  შესწავლის შემდეგ ის მივიდა დასკვნამდე, რომ გარკვეული თვალსაზრისით, სამყარო ბოლომდე რეალური არ არის. შეიძლება ითქვას, რომ რეალურსა და ირეალურ სამყაროს შორის საზღვრის გავლება მის  შემოქმედებას ძირითად ხაზადგასდევს.

ფილიპ დიკის პირველი მოთხრობა 1952 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 1955 წელს მან პირველი რომანი, „მზის ლატარია“ დაწერა. 1962 წელს რომანისთვის „კაცი მაღალ კოშკში“ ჰიუგოს პრიზი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურულ წრეებში მას გენიოსად მოიხსენიებდნენ, მეინსტიმულ ლიტერატურულ სფეროში მას არ სწყალობდნენ, რის გამოც დიკს  საკმაოდ რთული,და შეიძლება ითქვას, წარუმატებელი ცხოვრება ჰქონდა. მწერალს მუდმივად ჰქონდა ფინანსური პრობლემები, დეპრესია,  დამოკიდებული იყო ნარკოტიკებზე.

ის 1982 წლის 2 მარტს ინსულტის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია ფორტ მორგანში, კოლორადოს შტატში.

2005 წელს ჟურნალმა „თაიმმა“ ფილიპ დიკის რომანი „უბიკი“ 1923 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანებს შორის დაასახელა.  მის რომანებს შორის აღსანიშნავია „იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა“, „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ „ბუნდოვნად სკანერში“ და ა.შ.

დიკის რომანების მიხედვით გადაღებულია ფილმები, „სამართებელზე მორბენალი“(1982),„რეალობის შემცვლელები“ (2011) და ა.შ.

მეტი მაჩვენე ნაკლები