ელის დოჯსონი
ელის დოჯსონი

ელის დოჯსონი (თამარ შენგელია) – მწერალი.

დავიბადე 1982 წლის 10 მარტს. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. ვმუშაობდი ბავშვთა ფსიქოლოგად. ასევე ვარ სცენარისტი. 2017 წელს გავიმარჯვე პალიტრა L-ის კონკუსში -„ გახდი ბეტსელერის ავტორი.“ გამოცემული მაქვს სამი რომანი. მაქვს უცნაური გატაცება, მყავს უჩვეული არსებები: გველი – ილუმი და ჩიტიჭამია ტარანტული – სიტყვაი ქორა. კატა და გიგანტური ლოკოკინები. ამის გამო, ჩემთან არასდროს მოდის სტუმარი. ჯერ-ჯერობით ვეძებ ჩემ ჟანრს. ამიტომ არცერთი ჩემი წიგნი არ ჰგავს ერთმანეთს.