ელიას კანეტი
ელიას კანეტი
ელიას კანეტი (Elias Canetti – 1905-1994) – ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, კულტუროლოგი, სოციალური მოაზროვნე, ნობელის პრემიის ლაურეატი (1981).   დაიბადა ოსმალეთის იმპერიის ქალაქ რუსჩუკში (ამჟამად რუსე, ბულგარეთი). წარმოშობით იყო ებრაული (სეფარდული) ოჯახიდან, რომელშიც ლადინოზე საუბრობდნენ. კანეტიმ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1938 ავსტრიის ანშლუსისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა და ჯერ პარიზში, შემდგომ კი ლონდონში გადასახლდა. გარდაიცვალა ციურიხში. ქართულად ჯერჯერობით ითარგმნა...

ელიას კანეტი (Elias Canetti – 1905-1994) – ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, კულტუროლოგი, სოციალური მოაზროვნე, ნობელის პრემიის ლაურეატი (1981).   დაიბადა ოსმალეთის იმპერიის ქალაქ რუსჩუკში (ამჟამად რუსე, ბულგარეთი). წარმოშობით იყო ებრაული (სეფარდული) ოჯახიდან, რომელშიც ლადინოზე საუბრობდნენ.

კანეტიმ ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1938 ავსტრიის ანშლუსისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა და ჯერ პარიზში, შემდგომ კი ლონდონში გადასახლდა. გარდაიცვალა ციურიხში.

ქართულად ჯერჯერობით ითარგმნა ელიას კანეტის მხოლოდ ერთი წიგნი – „მარაკეშის ხმები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა).

„დაბრმავება“ ელიას კანეტის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. იგი დაიწერა 1931-32 წლებში და 1981 წელს ნობელის პრემიით აღინიშნა. გთავაზობთ ორი თავის თარგმანს  ამ ნაწარმოებიდან.

მეტი მაჩვენე ნაკლები