დიმიტრი წიკლაური
დიმიტრი წიკლაური

დიმიტრი წიკლაური – პოეტი, პროზაიკოსი. დაიბადა 1965 წლის 7 თებერვალს თბილისში. 1983-85 წლებში მსახურობდა ჯარში, გერმანიაში. 1986-91 წლებში სწავლობდა ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. არის რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი. იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი.