ბორის ვიანი (1920 – 1959) – ფრანგი პროზაიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი, კრიტიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ჯაზის მუსიკოსი და მომღერალი. ყველაზე მეტი პოპულარობა თავისმა ნოველებმა მოუტანა. წერდა არამარტო თავისი სახელით, არამედ 24 ფსევდონიმით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნონ სალივანი.
ვიანმა დიდი გავლენა იქონია ფრანგულ ჯაზზე, აქვეყნებდა უამრავ რელიზსა და კრიტიკულ სტატიებს როგორც ფრანგული, ისე ამერიკული ჯაზის შესახებ. წერდა სხვადასხვა გაზეთებისთვის (Le Jazz Hot, Paris Jazz). მისი სიმღერები პოპულარობით სარგებლობდა მის სიცოცხლეში.
39 წლის ბორის ვიანმა მოასწრო დაეწერა 10 ნოველა, 42 მოთხრობა, 7 პიესა, 400 სიმღერა, 4 ლექსების კრებული, 6 ლიბრეტო, 20 თარგმანი და დაახლოებით 50 სტატია.
მეტი მაჩვენე ნაკლები