ბობ დილანი
ბობ დილანი
ბობ დილანი (1941) – ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მხატვარი და მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც მომღერალი „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა, სიმღერებით „Blowin’ in the Wind“ და „The Times They Are a-Changin’“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა. დილანის ტექსტები მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თემებს. იგი უკრავს გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე და ჰარმონიკაზე. 1994 წლიდან მოყოლებული გამოსცა ნახატების რამდენიმე ფოტოალბომი, ხოლო მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო გალერეებ...

ბობ დილანი (1941) – ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მხატვარი და მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც მომღერალი „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა, სიმღერებით „Blowin’ in the Wind“ და „The Times They Are a-Changin’“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა.

დილანის ტექსტები მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თემებს. იგი უკრავს გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე და ჰარმონიკაზე. 1994 წლიდან მოყოლებული გამოსცა ნახატების რამდენიმე ფოტოალბომი, ხოლო მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო გალერეებში.

როგორც მუსიკოსს, ბობს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის – 11 გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. იგი არის როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზების წევრი. 2008 წელს პულიცერის პრემიის ჟიურისგან მიენიჭა სპეციალური ჯილდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე ღრმა გავლენისთვის, რაც აღინიშნება საოცარი პოეტური ძალის მქონე ლირიკული კომპოზიციებით“. 2012 წლის მაისში დილანმა მიიღო თავისუფლების მედალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან. 2016 წელს მას მიენიჭა ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში „დიდ ამერიკულ სიმღერების ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიების შექმნისთვის“.

მეტი მაჩვენე ნაკლები