არფი ვოსკანიანი
არფი ვოსკანიანი
არფი ვოსკანიანი დაიბადა 1978 წელს ქალაქ სტეფანავანში. წერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, მისი ნაწარმოებები პრესაში პირველად 1990 წელს გამოქვეყნდა. სწავლობდა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და ერევნის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს დაამთავრა. 2001 წელს გამოქვეყნებული პროზაული ლექსებისა და ექსპერიმენტული ნაწერების კრებული „წიკი“ მორალურ-ესთეტიკური ნორმების უარყოფის გამბედაობით ხანგრძლივი ლიტერატურული კამათის საგანი გახდა. 2008 წელს, არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენებისას, ავტორმა უარყო ლიტერატურული პრესა, როგორც რეალობასმ...

რფი ვოსკანიანი დაიბადა 1978 წელს ქალაქ სტეფანავანში. წერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, მისი ნაწარმოებები პრესაში პირველად 1990 წელს გამოქვეყნდა. სწავლობდა ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და ერევნის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს დაამთავრა.

2001 წელს გამოქვეყნებული პროზაული ლექსებისა და ექსპერიმენტული ნაწერების კრებული „წიკი“ მორალურ-ესთეტიკური ნორმების უარყოფის გამბედაობით ხანგრძლივი ლიტერატურული კამათის საგანი გახდა.

2008 წელს, არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენებისას, ავტორმა უარყო ლიტერატურული პრესა, როგორც რეალობასმომწყდარი, სოციალური საკითხებისგან დაცლილი სივრცე და უპირატესობა ოპოზიციურ გაზეთებში გამოქვეყნებას მიანიჭა, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მისი წერის სტილზე.

2012 წელს, მეუღლესთან –პროზაიკოს ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანთან ერთად დააარსა ლიტერატურული საიტი „გროღუცავ“ (groghucav.am), სოციალური, პოლიტიკური, კულტურული მოვლენების გამშუქებელი, მათი შემსწავლელი, „საპასუხისმგებლო“ ლიტერატურის ხელშეწყობის მიზნით. 2016 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული „არ იყიდება“, რომელშიც  ავტორის მიერ პროზაში განვლილი ოცწლიანი გზაა წარმოდგენილი, იმ წლებში დაწერილი ყველა მოთხრობა, რომლებსაც მწვავე კრიტიკა ან ჯილდო აქვს მიღებული.

მეტი მაჩვენე ნაკლები