ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

 

2017 წლის 6 იანვარი – 2020 წლის 18 აგვისტო – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი;

2014 – 31.08.2016 – შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“, გადაცემა „2030“-ის გენერალური პროდიუსერი;

2013-2014 – შპს „სინათლის სახლ ორიონის“ დირექტორი;

2012 – ტელეკომპანია მე-9 არხის დირექტორის მოადგილე, გადაცემა „კონსილიუმის“ წამყვანი;

2010-2012 – ელექტრონული ჟურნალი „კალმასობა“, მთავარი რედაქტორი;

2008-2009 – სახალხო დამცველის აპარატი, ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

2005-2008 – სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);

2004-2005 – საქართველოს პარლამენტის წევრი;

2004-2005 – საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი;

1999-2004 – საქართველოს პარლამენტის განათლებისა და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;

2000-2004 – ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე; კომისიის მუშაობის შედეგად 150-ზე მეტი მსჯავრდებული, ე.წ. „ზვიადისტი“, განთავისუფლდა პატიმრობიდან;

1993-2000 – გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი;

1995-1997 – გაზეთ „კავკასიონის“ რედაქტორი;

1998-1999 – გაზეთ „კავკასიონის“ მთავარი კონსულტანტი;

1997-1998 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის შემსწავლელი კათედრის დოცენტი;

1992-1997 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე;

1990-1992 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1989 – დაიცვა დისერტაცია ქართული სარაინდო რომანის ტიპოლოგიაზე, მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, რაც ამჟამად გათანაბრებულია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხთან;

1988-1990 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

1984-1994 – მე-6 საშუალო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

1983-1984 – საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო, მხატვარ-რესტავრატორი;

1981-1982 – კინოსტუდია „ქართული ფილმი“, გაერთიანება „დებიუტი“, უფროსი რედაქტორი;

1975-1980 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. მიენიჭა ფილოლოგიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (კარგად), ინგლისური (საშუალოდ);

არის დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი პუბლიცისტური სტატია.

არის ისრაელის კეთილი ნების ელჩი;

1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში;

1997 წელს ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილთან ერთად გააკეთა რეპორტაჟები აფხაზეთიდან და ჩეჩნეთიდან; ჩაწერეს ინტერვიუები: სოხუმში – ვლადისლავ არძინბასთან, გროზნოში – იანდარბიევთან, ნუხაევთან და ჩეჩნეთის სხვა ლიდერებთან. ყველა ეს მასალა გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.