თამილა დოლიძე
თამილა დოლიძე

დაბადების თარიღი: 06.04.1963.

განათლება

1986 – მინსკის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება:

ა) ჟურნალისტიკის მიმართულებით:

1990-2013 – აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი, რადიოსა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურები – დიქტორი, ტელერეპორტიორი, წამყვან-კორესპონდენტი, რედაქტორი, პროდიუსერი. პარალელურად, ტელეარხი-25 – საავტორო გადაცემა „პერსონა“ – რედაქტორი;

2019 – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“- ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე, რადიოს მიმართულებით;

2019-2022 – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი;

2022- 2023 – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (matsne.gov.ge);

2023 წლიდან დღემდე – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი.

დონორის მიერ დაფინანსებული გადაცემები:

პროექტი „აირჩიე ქალაქის მერი“ (IFES ) – ექვსი გადაცემა აჭარის ტელევიზიით და ერთი რადიოგადაცემა – კოორდინატორი;

32 რადიოგადაცემა „მართლმსაჯულება“ – ავტორი და წამყვანი (იუსტიციის უმაღლესი საბჭო);

ტელეგადაცემა „საუბრები გენდერზე“ (საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) – კოორდინატორი, რედაქტორი, პროდიუსერი;

რადიოგადაცემა „ქალი და არჩევნები“, (IFES, USAID მხარდაჭერით);

რადიოგადაცემა „ქალი და არჩევნები“, (IFES, USAID მხარდაჭერით);

გადაცემა „გენდერი და არჩევნები“, (IFES, USAID მხარდაჭერით).

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და პედაგოგიური მიმართულებით:

2000 – USAID და AED ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული  ბანაკი ცახკაძორში (სომხეთი); ტრენერი – კონფლიქტოლოგია, კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და დებატები;

2000-2001 – USAID და AED პროექტი – „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისათვის ბრძოლაში“; ტრენერი – კონფლიქტოლოგია,   საჯარო გამოსვლა და დებატები;

2005-2007 – World Vision  საქართველო-ს პროექტი – „ვსწავლობთ ცხოვრებას“ ; ტრენერი – საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება;

2008 – ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტი „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები“; ტრენერი- საჯარო გამოსვლები, კომუნიკაცია და გენდერული თანასწორობა;

2009-2013 – PH International და USAID პროექტი „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“; ტრენერი-საჯარო გამოსვლები, კომუნიკაცია, პრესრელიზის წერა  (მე-9, მე-12 კლასების მოსწავლეები);

2013 წლიდან დღემდე – IFES-სთან თანამშრომლობით, აჭარის 5 მუნიციპალიტეტისა და ბათუმის საჯარო სკოლებში ტრეინინგები; ტრენერი, ექსპერტი – კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა, პრესრელიზის წერა და გენდერული თანასწორობა;

2013 წლიდან დღემდე – IFES-სთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები; მოდერატორი;

2013 წლიდან დღემდე – IFES-სთან თანამშრომლობით, აჭარის 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით ტრეინინგები და შეხვედრები „თანასწორობა იგებს“; ტრენერი და ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში, ფასილიტატორი;

2014 წლიდან დღემდე – PH International და USAID პროექტი  „მომავლის თაობა“; ტრენერი – საჯარო გამოსვლები, კომუნიკაცია, პრესრელიზის წერა, გენდერული თანასწორობა;

2015 – ა/ო „შშმ პირთა უფლებებისთვის“ პროექტი ახალგაზრდებისთვის; მიწვეული ტრენერი  – კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და გენდერული თანასწორობა;

2016 – ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული გოგონათა ბანაკი ლიკანში; მიწვეული ტრენერი – კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და გენდერული თანასწორობა;

2018-2019 – „ლიდერთა აკადემია“. აჭარის განათლების სამინისტრო და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი; მიწვეული ტრენერი – საჯარო გამოსვლა, კომუნიკაცია, დებატები;

2019 – პროფკავშირული სკოლა; მიწვეული ტრენერი – კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა, პრესრელიზის წერა და გენდერული თანასწორობა;

2020 – პროექტი „31 ოქტომბერს შენ ირჩევ“, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით, რეგიონული კოორდინატორი;

2021 – „მედია და ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა“,  ორგანიზატორი „უფლებები – საქართველო“, პროექტის მხარდამჭერი  ნიდერლანდების საგარეო სამინისტრო. იყალთო;

2022 –  პროექტი „ქალის ხმა არჩევნებში“ – „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით, რეგიონული კოორდინატორი.

ტრეინინგები:

კონფლიქტოლოგია (ტრენერი), მცირე ბიზნესი (ტრენერი), NGO(ტრენერი), გენდერული თანასწორობა (ტრენერი, ექსპერტი),  გენდერული ბიუჯეტირება, ომბუდსმენი, ადამიანის უფლებები, ტრეფიკინგი, ტოლერანტობა, სამოქალაქო განათლება, მედიაცია, ლობირება, კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლა (ტრენერი), კონფლიქტები და ჟურნალისტიკა, სატელევიზიო დებატები და ა.შ. (400-მდე).

უცხო ენების ცოდნა:

რუსული, ბელორუსული, ინგლისური, გერმანული, პოლონური, ბულგარული.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

Windows, Internet Explorer, Ms. Word, MS Excel, MS PowerPoint, Internet Explorer.

დამატებითი ინფორმაცია            

საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელის აჭარის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

საქართველოს ჟურნალისტთა გენდერული თანასწორობის ქსელის რეგიონული კოორდინატორი;

ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი;

ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი.