კომპეტენციები:
გამოცდილება: მედია, კომუნიკაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საერთაშორისო ურთიერთობები, პროგრამების მართვა, სამოქალაქო ჩართულობა, ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზი და რეპორტინგი, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მედიის კვლევა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ტელეკომუნიკაციების, დემოკრატიის ინსტიტუციონალიზება და მედიის თავისუფლება, სწავლება, ჟურნალისტიკის განვითარება და სპეციალიზირებული ტრეინინგები.
განათლება და ტრეინინგები:
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1983-1988
ინგლისური ენის სკოლა ევროცენტრი, ლონდონი, ვიქტორია – 1994
საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო „როიტერი“ (Reuters) საერთაშორისო ახალი ამბების წერის სპეციალური ტრეინინგი ლონდონი, 1995
მსოფლიო ბანკის ეკონომიკის განვითარების ინსტიტუტი, ბიზნესის ახალი ამბების წერა, ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები 1996
გარდამავალი ქვეყნების ჟურნალისტიკის ინსტიტუტი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, ომისა და და მშვიდობის რეპორტაჟის ინსტიტუტი 1998
ფოკუსი: გარდამავალი ქვეყნების დემოკრატია და ჟურნალისტიკა
აშშ-ს მთავრობის პროგრამა სატელევიზიო გადამღები ჯგუფებისთვის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან 2000;
ფოკუსი: აშშ-ს წამყვანი მედია საშუალებებში ვიზიტი, წამყვანი საგამოძიებო ჟურნალისტიკის გადაცემების გამოცდილების გაზიარება
აშშ – ტრასისის მიერ დასპონსორებული ტრეინინგი კორუფციასთან და მაფიასთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარება პალერმო, იტალია, 2004
სამუშაო გამოცდილება:
2022 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი – მეურვე
2014 წლიდან 2018 წლამდე კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის დირექტორი, დამფუძნებელი, ვებპორტალის eugeorgia.info-მთავარი რედაქტორი. საერთაშორისო დონორების ხელშეწყობით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ანალიზი, გაშუქება, მეწარმეეების ადვოკატირება, DCFTA შესახებ მოსახლეობის ცოდნის ამაღლება, ადვოკატირება და საინფორმაციო მხარდაჭერა, ანტიდასავლური პროპაგანდის განეიტრალება, რეკომენდაციების შემუშავება და ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგი.
2018 წლიდან დღემდე – კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი
ბოლო 2 წელი ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ექსკლუზიურად და კონცენტრირებულად DCFTA ს ხელშეწყობაზე, კერძოდ ქართველი მეწარმეების მიერ უკეთესად ათვისებაზე მუშაობა.
2011-2012 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მედიის გაძლიერების პროგრამა, მედიის ანალიტიკოსი
2013-2014 – ტელეკომპანია ტვ3 გადაცემის „რატომ ვირჩევთ ევროპას“ ავტორი და პროდიუსერი
2012 – კონტრიბუტორი „მეცხრე არხი“ დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი 1) ქართული მედიის მდგომარეობაზე, სახელწოდებით – „თქვენი პატიოსნება რომ არა“ 52წთ. დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი „რეჟიმთან პირისპირ“ – წინასაარჩევნო პერიოდი: ზეწოლა და პოლიტიკური ნიშნით დევნა 26 წთ.
2010
ჟურნალისტური კვლევა სოფლის მეურნეობის სფეროში – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – დაფინანსებული ევროკავშირის მიერ IREX საქართველოს მეშვეობით გამოქვეყნებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ გვერდზე; ბეჭდვით მედიაში მუშაობის პერიოდში ვაშუქებდი დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეთნოკონფლიქტების, ეკონომიკის, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებს.
1999-2000 სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 გადაცემა 60 წუთი – გამომძიებელი ჟურნალისტი
1997-1999-გაზეთი „რეზონანსი““ პოლიტიკური მიმომხილველი
კონტრიბუტორი:
სახალხო დამცველთან UNDP ს დაფინანსებული ჟურნალი „სოლიდარობა“ ონლაინ გამოცემები:
„კალმასობა“, „ნეტგაზეთი“; „ომის და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტი“; Opinion.ge
2006-2010 – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
„გაერთიანებულ ტელეკომში“
2004-2005-„სტუდია მონიტორის“ „რეპორტიორის“ თანადამფუძნებელი, სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებების ავტორი ადამიანის უფლებათა დარღვევის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებზე;
2002-2003-მთავარი რედაქტორი, დამოუკიდებელი გაზეთი „ახალი ვერსია“
მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტურ გამოძიებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი
მკვლევარი-ანალიტიკოსი ნავთობგადამზიდავი კომპანია „სილქ როუდ გრუპი“ კვლევების ფოკუსი: ნავთობი და ნავთობზე დამოკიდებული გეოპოლიტიკური საკითხები
2001-2003-„ომის და მშვიდობის ინსტიტუტი“ – კონტრიბუტორი
2001-2002-„ინტერნიუსი საქართველო“ – 2 საგამოძიებო ფილმის ავტორი, ფოკუსი: მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიერ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები სამართალდამცავ სტრუქტურებში
მთავარი რედაქტორი „ობშეკავკაზსკაია გაზეტა“ (საერთო კავკასიური გაზეთი), აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით, ფოკუსი: სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემატიკა
1995-პოლიტიკური კორესპონდენტი „საქართველოს გაზეთი“
1996-1999-პოლიტიკის და ეკონომიკის კორესპონდენტი; გაზეთი „რეზონანსი“
1996-1998-საბჭოს წევრი – ფონდი“ ღია საზოგადოება – საქართველო“ – მედიის საკითხები
1994-1996-ინგლისურენოვანი გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტიკის საკითხების გაშუქება ინგლისურ ენაზე
1991-1994-პრესოფიცერი – ინფორმაციის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო –
„60 წუთის სკოლის“, და „სტუდია მონიტორის“ თანადამფუძნებელი
ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური
ინგლისური – ძალიან კარგად
რუსული – ძალიან კარგად